კინიკოსები, ეპიკურეელები, სტოიკოსები – ყველანი სოკრატეს მოძღვრებიდან იღებდნენ სათავეს. ზოგჯერ ისინი რომელიმე სოკრატემდელ ფილოსოფოსსაც მიმართავდნენ, ვთქვათ ჰერაკლიტეს ან დემოკრიტეს. მაგრამ გვიანი ელინიზმის ყველაზე ღირსშესანიშნავი ფილოსოფიური მიმდინარეობა ნასაზრდოები იყო პლატონის ფილოსოფიით, რის გამოც ჩვენ მას ნოეპლატონიზმს ვუწოდებთ. მისი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა პლოტინი (205 – 270 წ.წ.), რომელმაც ფილოსოფიის კურსი ათენში გაიარა, თუმცა, შემდეგ რომში დასახლდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პლოტინი ალექსანდრიიდან იყო, ქალაქიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა ბერძნული ფილოსოფიისა და აღმოსავლური მისტიციზმის შეხვედრის მთავარ წერტილს. რომში პლოტინმა ჩაიტანა ადამიანის სულის ხსნის მოძღვრება, რომელსაც შემდეგ სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია ქრისტიანობისთვის. ნეოპლატონიზმის მძლავრი გავლენა განიცადა ქრისტიანული თეორიის ძირითადმა ნაკადმაც. გავიხსენოთ, როგორ განასხვავებდა პლატონი იდეების სამყაროს ბუნებისგან. ეს ნიშნავდა სულისა და სხეულის მკვეთრ გამიჯვნას. ამ გზით ადამიანი დუალური არსება გახდა: ჩვენი სხეული შედგებოდა მიწისა და მტვრისგან, როგორც სხვა ყველაფერი გრძნობად სამყაროში, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვქონდა უკვდავი სულიც. ასე სწამდა არაერთ ბერძენს პლატონამდე. პლოტინი კი მსგავს იდეებს აღმოსავლეთიდანაც იცნობდა. მისი რწმენით, ქვეყნიერება ორ პოლუსს შეორის გადებული ხიდია. ერთ ბოლოში არის ღვთაებრივი შუქი, რომელსაც იგი უწოდებს ერთს, ხანდახან კი – ღმერთს. მეორე ბოლოში სრული წყვდიადია, სადაც იმ ერთის მკრთალი სხივიც კი ვერ აღწევს. თუმცა, პლოტინის აზრით, ეს წყვდიადი ფაქტობრივად არ არსებობს. ის, უბრალოდ უსინათლობაა, ანუ – არარსებობა. არსებობს მხოლოდ ღმერთი ანუ ერთი. მაგრამ როგორც სინათლის სხივი თანდათანობით იბინდება და ბოლოს ქრება, სწორედ ასევე არსებობს სადღაც წერტილი, სადაც ღვთაებრივი ნათება ვეღარ აღწევს.

პლოტინის მიხედვით, სული ერთიდან მომდინარე სინათლით არის განათებული, მაშინ როდესაც მატერია არის წყვდიადი, რომელსაც არ გააჩნია რეალური არსებობა. მხოლოდ ბუნებაში არსებულ სახეებს დაჰკრავთ ერთის მკრთალი ნათელი. პლოტინის მეტაფორა პლატონის “გამოქვაბულის მითს” ჰგავს: რაც უფრო ვუახლოვდებით გამოქვაბულის გამოსასვლელს, მით მეტდ ვუახლოვდებით ყოველივე არსებულის პირველსაწყისს. მაგრამ პლატონის ორმაგი რეალობისგან განსხვავებით, პლოტინის მოძღვრებისთვის დამახასიათებელია მთლანობის ნაცდა. ერთია ყველაფერი, რადგაც ყველაფერი – ღმერთია. თვით პლატონის გამოქვაბულში ღრმად ჩაკარგული ჩრდილებსაც დაჰკრავთ ერთის მკრთალი ნათელი.

ყველაზე ახლოს ღმერთთან ჩვენი სულია. მხოლოდ იქ შეგვიძლია შევერთოთ სიცოცხლის დიდი მისტერიას. ჩვენ მხოლოდ უიშვიათეს მომენტებში შევიგრძნობთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ღვთაებრივი საიდუმლო.

ნახვა: 414

ტეგები: Qwelly, philosophya, ნეოპლატონიზმი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters