წვიმიანი და სუსხიანი ამინდის მოლოდინში, აპრილი განსაკუთრებული სითბოთი მიდის. მართალია ხვალიდან წვიმა გვიწინასწარმეტყველეს, მაგრამ დღევანდელ საღამოს წვიმა პარიზს სჭირდება! მთელი დღის სიახლეები გადაფარა მთელი მსოფლიოსთვის ტრაგიკულმა ამბავმა - პარიზის ღმრთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ჩაქრობას. საქართველოში კი მთელი დღის განმავლობაში მოსამართლეების ამბები ისმოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 აპრილი, 2019/

      მოსამართლეების არჩევა - მოსამართლეების არჩევის წესის გასაპროტესტებლად, არასამთავრობოები პარლამენტში მაისურებზე წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“ მივიდნენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი. გია ვოლსკი კანონპროექტზე - სამართლებრივი რეგულაციების კუთხით მოსამართლეების შესახებ პროექტს არანაირი ხინჯი არ გააჩნია, დარწმუნებული ვარ, ამას ვენეციის კომისიაც აღიარებს. თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ივანიშვილის დავალებით, სასამართლო ხელისუფლებაში მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მმართველობა შეინარჩუნონ. მამუკა მდინარაძე - 7 მოსამართლეა დარჩენილი, უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად აღარ არის. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციასთან ერთად აუცილებლად გვექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა. „ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე სერიოზული პრობლემაა და ამიტომ კანონპროექტის გადადება არ უნდა მოხდეს. ომბუდსმენი, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე პირველად, დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროექტზე მოხსენებით მიმართავს. ეკა ბესელია უმრავლესობას მოსამართლეთა შერჩევაზე - თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად სახიფათოა პოლიტიკურად იმ მომენტების ვერ შეგრძნება, რაც ამ პროცესს ახლავს. გიგა ბოკერია უმრავლესობას - მართლა ვერ ხვდებით, როგორი პრობლემაა, როცა ნულოვანი კონსენსუსია უზენაესი სასამართლოს ფუნდამენტური დაკომპლექტების წესზე? ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა. გიორგი მშვენიერაძე მოსამართლეების შერჩევის შესახებ - ხელისუფლება აპირებს პროცესი ჩაკეტოს, რათა მოახერხოს სასურველი ნორმების გატანა კანონის სახით. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს ხომ არ დაგავიწყდათ? გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს - არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი. შალვა შავგულიძე მოსამართლეების არჩევაზე - სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს, თუ რა პოზიციის გატანას ცდილობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უმრავლესობა. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ ის კითხვები მოიხსნება, რომელიც ოპონენტებისგან ისმის. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. სოფო ვერძეული უმრავლესობას - მინიმალურ კეთილგონიერებას არ იჩენთ, ძალაუფლება ისე გამოიყენოთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები მაინც გვაგრძნობინოთ. ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლოს. არჩილ თალაკვაძე - ვინც ცდილობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებს და ვენეციის კომისიის დასკვნას შორის ტოლობის ნიშანი დასვას, არასწორია. სულხან სალაძე მმართველ გუნდს - პლენარულ სხდომაზე საპროტესტო დროშებს ხომ არ გადმოვფენთ? - ნუ აქცევთ პროცესს ფორმალობად. გიგა ბოკერია უმრავლესობას - ფეხებზე გკიდიათ კონსენსუსის მიღწევის შანსი. ანა დოლიძე - უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, ლაჩრულად იქცევა. ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება არასასურველი კანდიდატების დაბლოკვის მიზნით ხდება. ლევან სამუშია უმრავლესობას - გეპარებათ თუ არა ეჭვი იუსტიციის საბჭოს კეთილსინდისიერებაში და არსებული მოსამართლეების გამოცდებთან დაკავშირებით? ანა დოლიძე - უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე მიაქანებს მოსამართლეების კანონპროექტს წინ. ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის წესზე - არ შეიძლება ასე წყვეტდე საკითხებს და არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალისთვის ველოდებით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია. ირაკლი აბესაძე - ივანიშვილს მოსწონს სასამართლოში არსებული სტატუს-კვო, „კლანის“ მმართველობა, რომელიც მისდამი მორჩილია. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, პირველად ესმის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მოსამართლეს კაბინეტში უცენზურო ფოტოები დაახვედრეს. ანრი ოხანაშვილი - პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დავუბრუნდეთ, ვიმსჯელოთ და შესაბამისად, გავითვალისწინოთ. გიორგი მიქაუტაძე - ფაქტობრივად, უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი ძალიან მალე შეიძლება აღარც წარიმართოს, რადგან სულ უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი. ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, უმრავლესობამ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესში ვენეციის კომისია ანტურაჟად და ფონად ჩართო. ეკა ბესელია - თავად ირაკლი კობახიძის პროგნოზები და პოლიტიკური განჭვრეტაა მინუსებში წასული და ეს არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე. ოთარ კახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე დაუქვემდებაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს.

      კომფლიქტური სკოლები - 8 თვეში სკოლებში 2 ათასზე მეტი კონფლიქტური სიტუაცია დაფიქსირდა, საიდანაც 374 შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს. სექტემბრიდან აპრილამდე სკოლებიდან ამოღებულია 800-ზე მეტი აკრძალული ნივთი, რომელთა შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი და კასტეტი.

      თბილისის მართვა - ირაკლი ლექვინაძე - 10-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი გენგეგმით განსაზღვრული ზონირების გამო პრობლემები შეექმნა. კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემა არ არის, მათთან შეხვედრა გვექნება, თუმცა რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, მნიშვნელოვანია.

      ბიზნესის მცველი - ბიზნესომბუდსმენი - თამბაქოს კონტროლის ახალმა რეგულაციებმა თამბაქოს რეალიზაცია 30-40%-ით შეამცირა.

      მოზრდილი ბავშვები - საგარეო უწყება ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ისრაელში არშეშვებაზე - საეჭვო გახდა ის, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი. ქართული ცეკვის ანსამბლის „გორდა“ ნაწილი ისარელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.

      ექსპორტის ზრდა - საგარეო უწყება ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ისრაელში არშეშვებაზე - საეჭვო გახდა ის, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი.

      საქართველოს დამცველთა ყრილობა - კახა კალაძე - გული მწყდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ეკა ბესელია - რა დროს ბარიერზე საუბარია, „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკური პარტია კი არა, საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. დავით მაღრაძე ირაკლი კობახიძეს – “ქართული ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია - წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ.

საზღვარგარეთულები:

      იწვის პარიზი! - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი ჩამოინგრა. „როიტერსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა. ემანუელ მაკრონი - როგორც ყველა ფრანგი, დღეს დამწუხრებული ვარ იმით, რომ ჩვენი ნაწილი იწვის. მსოფლიოს ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს ეხმაურებიან. - საზარელი სანახავია მასიური ხანძარი, რომელიც ნოტრ-დამში გაჩნდა. შესაძლოა სპეციალური ვერტმფრენების გამოყენებით მოხდეს მისი ჩაქრობა. სწრაფად მოქმედებაა საჭირო - წერს ტრამპი ტვიტერზე. „ნოტრ-დამი რწმენის სიმბოლოა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის სახლი ალშია”,- აღნიშნა მაიკ პენსმა.

      პრობლემები ვენესუელაში - ხუან გუაიდო - ვენესუელაში რუსი და კუბელი სამხედროები უკანონოდ იმყოფებიან.

      ტრამპისთვის შეწირული მილიონები - 2019 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, დონალდ ტრამპმა 30 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

      ასანჟის საქმე - ეკვადორის პრეზიდენტი - ჯულიან ასანჟი ჩვენს საელჩოს შპიონაჟისთვის იყენებდა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა.

      ისრაელის არჩევნები - ისრაელის პრეზიდენტმა იმ პარტიებთან დაიწყო კონსულტაციები, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 176

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters