უკვე სეირნობაც კი შეიძლებოდა თბილისის მზიან ქუჩებში. თებერვალმა გაზაფხულის განყწობა შექმნა ერთი დღით და პირველ სასიამოვნო დღედ ჩაეწერა 2020 წლის ამბებში. პოლიტიკურ სარბიელზე კი ეუთო/ოდირის დასკვნის ინტერპრეტაციები იყო ფოკუსირების მთავარი წერტილი. ათას ადამიანს ათასი აზრი აქვსო ნათქვამია, მაგრამ ამჯერად წაკითხულის გააზრებასა და წაკითხულის სურვილისამებრ ინტერპრეტაციებს ეხებოდა საქმე. მთავრობა ოპოზიციას მიუთითებდა გააზრებისკენ, ოპოზიცია კი ნიშნის მოგებით ამტკიცებდა შეთავაზებული გერმანული მოდელის უპირატესობებზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 თებერვალი, 2020

      საარჩევნო კანონებზე დამხმარე ევრო ორგანიზაციები - დავით ბაქრაძე - ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად ვართ - მიმდინარეობს შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში. ლევან ბოძაშვილი - ვერც ეუთო/ოდირი, ვერც ვენეციის კომისია ან სხვა რომელიმე ორგანიზაცია ვერ და არ იტყვის პროექტი კონსტიტუციურია თუ არა. თინა ხიდაშელი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - დასკვნას ყველა სხვანაირად კითხულობს და თავის ინტერპრეტაციას აძლევს. ანა დოლიძე - ეუთოდან ვერ გვეტყვიან რომელი სისტემა ჯობს, ეუთო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება პარტიებს შორის ფართო ჩართულობის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული. ირაკლი კობახიძე - ოდირის პასუხი მარტივია: ის ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც ოპოზიციას, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა - ოპოზიციას ადრე ტყუილი მაინც ეხერხებოდა, ახლა ამაშიც უნიათოები არიან. ოპოზიციამ ოდირის განცხადებიდან მარტივი დასკვნა უნდა გამოიტანოს - ლეგიტიმურია არამხოლოდ 100/50, არამედ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემაც, ამიტომ რაც მალე დათანხმდებიან ჩვენს წინადადებას, მით უკეთესი იქნება მათთვის. ოპოზიცია გუშინ ამტკიცებდა, რომ ოდირის დასკვნის თანახმად, თურმე „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციურია, რაც ცალსახა ტყუილია. ბადრი ჯაფარიძე - ეუთო/ოდირის დასკვნები ტექნიკური ხასიათისაა, კონსტიტუციურობის საკითხი არც არის დასმული, რადგან მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე - ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ. დავით უსუფაშვილი - ოდირი ამბობს, რომ ოპოზიციის მოდელი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ოთარ კახიძე - არ მიკვირს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს არგუმენტების მიღება, მაგრამ ოდირის დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდეს. გია ვოლსკი - სისტემა, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიცია, ქვეყნის სტაბილურობისთვის საშიშია და ამაზე მითითება არის ეუთო/ოდირის დასკვნაში. ვანო მაჭავარიანი - ეუთო/ოდირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ის ხარვეზები, რომელიც ქართულ საარჩევნო სისტემაშია, შესაცვლელია და მისი შეცვლა შესაძლებელია ორგანული კანონით. ოთარ კახიძე - თუ გვინდა, დემოკრატიული თამაშის წესების წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება შევაჩეროთ, უნდა გავერთიანდეთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე და ამ სისტემითაც დავამარცხოთ ხელისუფლება. მამუკა მდინარაძე - ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ხატია დეკანოიძე - ოდირის დასკვნას ყველა გონიერი ადამიანი გაიგებდა ისე, რაც წერია - წულუკიანი საუბრობს სისულელეებს, კობახიძე უფრო დიდ სისულელეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პირველივე ტურში დამარცხდება. ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლება შექმნის კიდევ რამდენიმე ახალ ოპოზიციურ ძალას, ე.წ ცენტრისტულ და შუაშისტურ ძალებს და ამ გზით ის დაქსაქსავს ოპოზიციურ ერთობას.

      საზღვარგარეთელების შეფასებები, კომენტარები და რეკომენდაციები - ადამ კინზინგერი - ჩვენი პოზიციები არ უნდა გავიაზროთ როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. კონგრესმენი ბილ კიტინგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. საგარეო უწყება - დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სვანტე კორნელი - საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს. „კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის“ დირექტორი - რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს, შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს. ანა ნაცვლიშვილი - ევროპელ პარტნიორებს ვაჩვენებთ, რომ მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ჩვენს ხედვებში, ოპოზიციის წარმომადგენლები ვახერხებთ, ზრდასრული ადამიანები ვიყოთ.

      პოლიტიკიდან განმანათლებლობაში - ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ - ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე.

      ფინანსები - ივანე მაჭავარიანი - 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, „სტერეო პლუსს“, თუ არ მეშლება, 204 ათას ლარამდე აქვს დავალიანება გაზრდილი - ამის დაფარვის შემთხვევაში, ინკასო მოეხსნებათ. ივანე მაჭავარიანი - დაკრედიტების წესები გაცილებით ცივილიზებულია - დღეს თუ ვალები გროვდება, ვეღარ დავაბრალებთ იმას, რომ ვიღაც შეცდომაში შეიყვანეს.

      დაუღლელი განმეორება - ნათია თურნავა - აბსოლუტურად არასწორია, თითქოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე - ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და ამის გამეორებით არ დავიღლები. მამუკა ხაზარაძე - მინისტრების განცხადება, რომ ანაკლიის პროექტს მხარს უჭერენ, არის ტყუილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროექტის გაჩერებისთვის.

      ოთხეულის გამორჩევა - საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა

      ხაზარაძის სასამართლოზე - მამუკა ხაზარაძე პროკურორებს - თქვენი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილთან როგორც კერძო პირი ისე იყო მისული, თუ როგორც მთავარი პროკურორი?

      ნინო ლომჯარია - ციხეებში არსებულ სიტუაციაზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

      კალაძის თბილისი - კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 2020 წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდება, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

      პრემიერის საქმიანობა - გიორგი გახარია - განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ. წელს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას. საქართველოში დღგ-ს მენეჯმენტი გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. მსოფლიოში ყველაზე დიდმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ბერლინში იმართება, გადაწყვეტილება მიიღო 2022 წელს საქართველო გახდეს მასპინძელი ქვეყანა. ნათია თურნავა - ბერლინის საერთაშორისო გამოფენის მასპინძლობა საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ბაზრის და მისი ტურისტული პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა. კახა კალაძე - ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, გაეცნოს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ძალიან მაგარ სამზარეულოს.

      გათავისუფლება - იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

      საქართველოსთან გამარჯვება - ევროსასამართლომ საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ", სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საზღვარგარეთულები:

      ვირუსი გარეთ - მედიის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს. იაპონიის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - კორონავირუსმა შესაძლოა, ტოკიო 2020-ისთვის მზადებას ცივი წყალი გადაასხას. თენგიზ ცერცვაძე - ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით. პუტინმა ჩინეთს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზა. ევროპაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ ერთ-ერთი პირველი აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა. თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ორივე პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსზე გამოკვლევის პასუხი სარწმუნოდ უარყოფითია.

      ბომბები სირიას - მედიის ცნობით, ისრაელმა სირიის დედაქალაქის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 891

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters