ავი სიახლეების ციკლიდან - დღეს, 86 წლის ასაკში ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა, თუკი 3 ნოემბრამდე სიცივეს აანონსებდნენ, 11 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კიდევ რეკორდი, არჩევნები, აუდიტი და ოფშორები ფიგურირებდნენ დღეს:
ტრადიციას არ ღალატობენ მედია საშუალებები, ამიტომ ახალი ორშაბათი, იწყება გასული კვირის საპატრიარქო ქადაგებით - ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ილია II - სიმდიდრე განსაცდელია.
კარგი ამბავიც შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში - ციკლიდან სულ ახალ-ახალი რეკორდი - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგი მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა
საშემოდგომო ხანძრები - საგარეჯოს გამგებლის მოადგილე - გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია და უკვე ჩამქრალიც. თელავში, სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბოლნისში სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
პარტიების დაფინანსება - ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, პარტიების დაფინანსების საკითხზე ტენდენცია შენარჩუნებულია და ამ მიმართულებებით ცვლილებები არ არის.
ცვლილება აუდიტებში - ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებს მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე განვახორციელებთ.
სხვადასხვა სტატისტიკა - საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2 წელიწადში საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების რიცხვმა 138 299 შეადგინა.
#არჩევნები2017 - ლელა ქიტესაშვილი - ცესკო-სგან იმედგაცრუებული დავრჩი, მგონია, რომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელი ორგანოა და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ლელა ტალიური - არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 47 საქმეზე დაიწყო. ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს ძალიან მშვიდობიან გარემოში. სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა. თამაზ მეჭიაური - ქიტესაშვილს ეტყობა ზაქარია ქუცნაშვილი აქეზებს, თორემ ამ ქალბატონმა გამარჯვება კინაღამ მომილოცა. ზაქარია ქუცნაშვილი - სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა, თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია.
მკურნალი მარიხუანა - პოლონეთში სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
აკაკი ზოიძე - ზოგიერთი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს და დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკები. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს. აკაკი ზოიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმეზე - მტკიცებულება მაქვს როგორ ხვდება დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში. პროკურორი ადასტურებს, რომ ე.წ.ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმი ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა.
ფეხბურთის ფედერაციასთან სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია გაიმართა, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა.
ლევან დავითაშვილი - კომპლექსური ღონისძიებებით აზიურ ფაროსანას, ისევე როგორც სხვა მავნებლებს, ნამდვილად გავუმკლავდებით.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები გადაეცათ.
სიახლე ეროვნულ გამოცდებში - აბიტურიენტებს გამოცდებზე საკუთარი კალმის მიტანა შეეძლებათ. ზოგადი უნარების გამოცდაში, ვერბალურ ნაწილში, „ანალოგიების ბლოკი“ „წაკითხულის გააზრების ბლოკში“ იქნება გაერთიანებული. 2018 წელს ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში აღარ ჩატარდეს.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო ოფშორები გასკდა და გახმაურდა - Paradise Papers-ის მასალებში, ოფშორული კომპანიების ფლობასთან დაკავშირებით, რიგი მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერები ფიგურირებენ. Paradise Papers - აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს. Paradise Papers - რუსული სახელმწიფო კომპანიები ჯარედ კუშნერის ბიზნეს პარტნიორის მეშვეობით Twitter-ში და Facebook-ში მსხვილ ინვესტიციებს დებდნენ. Paradise Papers - დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.
ესპანეთის დღის წესრიგი - კატალონიის ლიდერი და მისი ოთხი მრჩეველი დააპატიმრეს. კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიელ სამართალდამცავებს ჩაბარდა. თუმცა, მოგვიანებით, ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. კარლეს პუჩდემონმა კატალონიის მთავრობის დაკავებულ წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ტერაქტები ამერიკაში, ამერიკული ამბები - ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალია ამერიკელ პრეზიდენტებს შორის, ბოლო 70 წლის განმავლობაში. გიორგი კვირიკაშვილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ტეხასში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი არიან.
პრინცი კორუფციაში - კორუფციის ბრალდებით საუდის არაბეთის პრინცი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დააკავეს.
ისრაელი, ლიბანი და აღმოსავლეთი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის პრემიერის გადადგომამ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს და თეირანის მხრიდან მომავალი საფრთხის წინაშე გააერთიანოს
სინძო აბე - იაპონია-ამერიკის ალიანსი უძლეველია, საჭიროა მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ჩრდილოეთ კორეაზე.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია