არჩევნების წინა ღამე, ნაცემი კანდიდატი, ევროპული საქართველო, მკურნალობა მარიხუანით და ოლიგარქების გადატრიალება

      qwellynews წინასაარჩევნო ღამეს, კიდევ ერთ ნიუსლისტს შემგთავაზებთ და ხვალიდან გადავა საარჩევო რეჟიმზე. არჩევნებს სითბო მოჰყვა და ვნახოთ ხვალ როგორი ამინდი იქნება. სითბოში ჩხუბიც შეიძლებაო და ყიზილაჯლოში იკინკლავეს, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წინ მიიწევს, ფაროსანას ისევ ვიზიდავთ, თითქოს ეკონოიკას აძლიერებდეს და ა.შ. მოკლედ:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ოქტომბერი, 2017/

      არჩევნების წინა დღე-ღამე - სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა, დაჭრილია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი და საკრებულოს დეპუტატი. სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ოთხი ადამიანია დაჭრილი. გიორგი მღებრიშვილი - ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. თამარ ჩუგოშვილი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან წინასაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში შენიშვნები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი ორი კი მსუბუქად არიან. დეპუტატ ზაზა ხუციშვილის აზრით, ის, რაც მარნეულში მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. IDFI - მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. ანა ნაცვლიშვილი - უმნიშვნელოვანესია ყიზილაჯლოში მომხდარი დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება. აჰმედ იმამკულიევი - ჭორის დონეზე ვიცით, რომ ყიზილაჯლოში ადგილი ჰქონდა შიდაპარტიულ დაპირისპირებას. თამარ ხულორდავა - იმედი მაქვს, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებს გამოძიება სათანადო პასუხს გასცემს. ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნოდ სავარაუდო ზეწოლა-მუქარის 10, ფიზიკური ანგარიშსწორების - 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9 ფაქტი გამოვლინდა. ყიზილაჯლოს მცხოვრებლების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებზე თავდასხმა „კალაშნიკოვით“ შეიარაღებულმა ორმა პირმა განახორციელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობის 93 % „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. ეკა გიგაური - მოვუწოდებთ პარტიებს, მარნეულის ინციდენტზე განცხადების დროს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია. რომან გოცირიძე - „ოცნების“ ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობაა. ეკა გიგაური - ჩემთვის რთული გასაგებია, რა გახდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის პროექტზე ხელმოწერის მიზეზი. კახა კალაძე - ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს. გიგა ბოკერია - სამართალდამცველებს უნდა მოვთხოვოთ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. მამუკა მდინარაძე - როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის. აზერ სულეიმანოვი - მარნეული ერთგვარად ავღანეთს დაემსგავსა, ყველა არჩევნების წინ ან არჩევნებზე რაღაც უნდა მოხდეს. კახა კოჟორიძე - მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მერის არჩევნებში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ნიკა მელია - მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან 12:00 საათამდე მივიდნენ. გიორგი კვირიკაშვილი - კახიმ მთელი კამპანია ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი.

      თავს ზემოთ რომ ძალა არ არის, იქაც ავხტებით - მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან მოითხოვენ, რათა დაიმკვიდროს თავისი მომავალი ევროკავშირში. მიხეილ ჯანელიძე - ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ევროკავშირისადმი ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურად განწყობილ ქვეყანას. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ქლერ მუდი - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას. მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა. ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე – ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი, არამედ საშინაო პოლიტიკის მკაფიო პრიორიტეტია. „მრავალეროვანი საქართველო“ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ წევრებზე მომხდარ თავდასხმას გმობს. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის წინა ხაზზე დგანან. მიხეილ ჯანელიძე - საქართველოსა და პოლონეთს შორის პარტნიორობა ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის.

      შეცვლილი კონსტიტუცია მაცნეში - საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

      ხაფანგი არ ვიცი, მაგრამ რომ მოიზიდეს, ფაქტია - საქართველოში აზიური ფაროსანას მოსაზიდი 21 ათასი ხაფანგია დამონტაჟებული.

      უნამუსოდ - „აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია“ ფიფა-ში გაწევრიანებას ითხოვს.

      გიორგი მარგველაშვილი მოქანდაკე გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

      წარმატებული მოჩხუბრები - ახალგაზრდა და ჭაბუკმა სამბისტებმა მსოფლიო პირველობაზე 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს.

      პრეზიდენტია - გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა და უფლებამოსილების შესრულებას 9 ნოემბრიდან შეუდგება.

საზღვარგარეთულები:

      სამკურნალო მარიხუანა - ურუგვაის ხელისუფლებამ სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვის ნებართვა გასცა.

      აბა რაღატომ დასდევვს? - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გიულენი ნომინალური ფიგურაა, სინამდვილეში ტერორისტულ ორგანიზაციას სხვები ხელმძღვანელობენ. თურქეთის პროკურატურამ 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

      დიალოგს არ წყვეენ ევროპელები, სულ ლაპარაკობენ - ანგელა მერკელი - არც ერთი ევროპული ქვეყანა არ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თურქეთთან დიალოგის შეწყვეტის იდეას. მაკრონი - ევროკავშირმა თურქეთთან ხისტი დიალოგი უნდა აწარმოოს.

      ჰერბერტ მაკმასტერი - ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდება საჭიროა, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში მოსკოვის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს.

      იაპონიის იმპერატორი არ გაექცევა მისიას - იაპონიის მთავრობამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იაპონიის იმპერატორი 2019 წლის მარტის ბოლოს ტახტზე უარს იტყვის.

      უბერებელი მიშა რევოლუციონერი - მიხეილ სააკაშვილი - 22 ოქტომბერს ერთად განვიხილოთ ოლიგარქებზე გამარჯვების გეგმა „უკრაინა პოროშენკოს შემდეგ“. პოროშენკო - მომიტინგეთა რეალური მიზანი დესტაბილიზაციის შექმნა იყო.

      კატალონიაც კანონს ემორჩილება - ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე - ვერ დავუშვებთ, რომ კატალონიის მთავრობა კანონს არ ასრულებდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 169

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters