დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.
ევროპიდან შემოძახილი - ევროკავშირი - საქართველოსა და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები ჩავატარეთ და კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველვყავით - ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება.
პრემიერის ინტერვიუები - ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას. ვისურვებდი, ჩვენთანაც დამკვიდრდეს ევროკავშირის სტანდარტი, როცა ჟურნალისტები იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე. ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული. დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ ტენდენციებთან და პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია.
ოპოზიციის ბლოკი - ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები და გადაწყვიტა ისინი შემოვლითი გზებით გააჩეროს. უმრავლესობას - მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს, საერთოდ არ არის აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენი სპიკერები მათ ესაუბრებიან - წარსულში ჩარჩით, 2023 წელია ახლა. პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო პაპუაშვილი - ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა რომ შევიდეს ისტორიაში და ცოტათი მოთოკოს. გიორგი ვაშაძე - მივმართავთ ღარიბაშვილს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე. ელენე ხოშტარია - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს. სალომე სამადაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება როგორც განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. სალომე სამადაშვილი - ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა დავალებების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მანქურთებს - მანქურთებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ევროპარლამენტარების ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებენ - წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან პრემიერის მუქარით, რომ „უმკაცრესად დაისჯებიან“, ვინც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა. გიორგი ვაშაძე - დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების“ კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - თქვენ რომ გქონდეთ რაიმე მორალური კომპასი, მადლობას გადაუხდიდით ბავშვებს, მაგრამ მხოლოდ ის გაიმეტეთ, რომ „ვინა ყრიხართო, ვირები ხართო“. ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ - პრინციპულობისთვის სიმონიანები გაქებენ - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ შექებას მხოლოდ „გამორჩეულები“ იმსახურებენ. არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი. გიგა ბოკერია - ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ამ მომენტში გულის მოგება გააზრების გარეშე - ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ. ხათუნა სამნიძე დაჩი ბერაიას - კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები - საცოდავო, ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე.
კეზერაშვილის ბლოკი - ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება „დამოუკიდებელი ოპოზიციური მედიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებაა“. ირაკლი კობახიძე ოლიგარქების დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებაზე - თუ კეზერაშვილზეა საუბარი, მივესალმები, დასასანქცირებელია - მისი დაფინანსებული ძალადობრივი დაჯგუფებები ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეზერაშვილის საქმეზე - პროცესის პოლიტიკური შეფუთვა ვერ მოხდება - ვალდებული ვიყავით მოგვეთხოვა ზიანის ანაზღაურება. პეტრე ცისკარიშვილი - ის, რომ კეზერაშვილის მიმართ გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის დღეს მიიღეს, ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს.
ოლიგარქები - ირაკლი კობახიძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა და ამის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები გადაწყვეტენ, ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად - ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი არის კეზერაშვილი. პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა.
აგენტურა - ირაკლი კობახიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - კანონპროექტმა უკვე შეძლო სუვერენიტეტის გამყარება და ეს მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით - მან იმაზე დიდი საქმე გააკეთა, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა. ხათუნა სამნიძე - კანონის უკან გაწვევის შემდეგ შეწყვიტეთ მასზე საუბარი და გადავიდეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. მიხეილ სარჯველაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - შეცდომა იყო, რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან, ახლა გვინდა ავუხსნათ, რა იყო რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. დავით უსუფაშვილი - ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან 10:0 წააგო - გააგრძელეთ ბატონებო ასე, გახდება 100:0. ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, საქმე ერთ სუბიექტთან გვაქვს - რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები ერთი და იგივეა, გამიჯვნა შეუძლებელია. ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ფიქრი.
ყალბი „დიტო სამხარაძე“ - დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, მუქარის შემცველ მიმოწერასთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელში მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი. ირაკლი კობახიძე - დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და მე აბსოლუტურად მესმის.
ევოპაში მოსიარულე - ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - ბოლშევიკური „ტროიკა“ ევროკავშირის დერეფნებში დადის და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. მამუკა მდინარაძე - ერთი წელია ქვეყანას ბეწვის ხიდზე სიარული უწევს - ხელისუფლება ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომელთა საბოლო მიზანია საქართველო საომარი პლაცდარმი გახდეს - ამის ირგვლივ საუკუნის აფიორა ტრიალებს. რატი იონათამიშვილი - ვინც დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ საუკუნის „აფიორასთან“ გვქონდა საქმე.
ვახტანგ მეგრელიშვილი - განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“.
ლევან დავითაშვილი - ეგვიპტელ ინვესტორებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.
დაუნის სინდრომის და ტყის დღე, ასევე ჟურნალისტების დღე - 21 მარტი - გიორგი ამილახვარი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს. შალვა პაპუაშვილი - დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე და მინდა, განსაკუთრებით, საპარლამენტო ჟურნალისტებს მივულოცო და ვუსურვო საინტერესო ჟურნალისტური საქმიანობა.
რეზო ხარაზი - ბათუმის მერია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კომპანიას უკვე რეაბილიტირებული ქუჩებისთვის 26 მილიონ ლარს აძლევს.
„საქსტატი“ - IV კვარტალში მშპ-ს მოცულობა, მიმდინარე ფასებში, 20 563.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა.
საზღვარგარეთულები:
ძებნილი - უნგრეთი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა. ირაკლი კობახიძე - ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა კი სასამართლოს საქმეა - დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ტრამპის დაკავება - მედია - აშშ-ს პოლიცია დონალდ ტრამპის დაკავების შემთხვევაში მოსალოდნელი არეულობისთვის ემზადება. მანჰეტენის პროკურორმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენოს იმის გამო, რომ პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. თუკი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 მარტს განაცხადა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ. იმავე დღეს, მან სოციალური მედიის საკუთარ პლატფორმაზე, TRUTH Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.
პუტინ-ძინპინი - რუსული მედია - სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი ჩინეთში მიიწვია. CNN - სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგი - ჩინეთმა პრეზიდენტ ზელენსკისთან უნდა დაიწყოს საუბარი, თუ სურთ, სერიოზულები იყვნენ მშვიდობასთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინი - ჩინეთის გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და მშვიდობიანი დარეგულირების საფუძვლად შეიძლება იყოს აღებული, როდესაც დასავლეთსა და კიევში მზად იქნებიან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია