ნოემბრის შუაწელია და სინოპტიკოსები ამბობენ, თოვლჭყაპს უნდა ველოდოთო - ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან აცივდა - ფაქტობრივად აყინდა. ოპოზიცია იკრიბება და აპირებს სირცხვილის კორიდორების მოწყობას, თუმცა მათი ერთობა ამ საკითხში არ არის. ჯერ-ჯერობით არჩევნებს ისევ ველოდებით. დღურად კოვიდ გამოჯანმრთელებულებმა კი დღიურ დავირუსებულებს აჯობეს. რიცხვებში ქართული კოვიდი ასეთია - 82835 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 65291, გარდაცვლილი - 733, კარანტინში - 2735. დოლარი 3.3004 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევიდან 1249 - თბილისში, 516 - აჭარაში, 477 - იმერეთში დაფიქსირდა. 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 315 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, 7 812 პირი კი ბინაზე. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებთ, ახალ პორტალი, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მოიძიონ ოჯახის ექიმი და პირადი ნომრის მითითებით გაიგონ, რომელი პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები. დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ 800-დან 1000 საწოლამდე იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მზად. გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება. სამსახურები მაქსიმალურად უნდა გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, ასევე ტრასპორტით გადაადგილებაზეც შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვის დაწესება. სრული ჩაკეტვა არა, თუმცა „სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები განიხილება“. თუ საჭირო გახდა, კოვიდინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ მაგალითად, საგამოფენო ან სამხედრო სივრცეების მოწყობა. ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
რა ხდება ოპოზიციაში?! - „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს. გიგი უგულავა - გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა, არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, რომ სუს-ის ნარატივშია. გიგი უგულავა - „ოცნებას“ უნდა ვიღაც გააბრიყვოს, ერთი კაცი მაინც იჯდეს პარლამენტში, რომ ერქვას ოპოზიცია, ასეთი მათხოვრობა მიდის - ვაჭრობენ, მაგრამ არავინ წამოეკიდება მათ ვაჭრობას. ბექა დავითულიანი - ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მოქალაქეს აუკრძალოს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ფიქრია ჩიხრაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი. თორნიკე რიჟვაძე - “სირცხვილის კორიდორების” მოწყობა არის „ნაცმოძრაობის“ უმწიფარი გადაწყვეტილება, უნიჭოდ დგამენ და მართლაც უკადრებელს კადრულობენ. ზაალ უდუმაშვილი - ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს. ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელიას ოფისის დაწვა ძალიან საგანგაშო სიგნალია. ფიქრია ჩიხრაძე მოითხოვს, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვა საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გამოიძიონ. ნინო ბურჯანაძე - თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ აპირებს. ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და კიდევ ერთმა „კლოუნმა“ ბრძანა, რომ თამარ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო - რა სისულელეა? გია ხუხაშვილი - სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება, შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა არასერიოზულია. ბოკერია ნიკა მელიას შტაბის დაწვაზე - ეს არის თავდასხმა არა ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე ან შტაბზე, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე - ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს. მიხეილ სააკაშვილი კარგად არ იქცევა უკვე დიდი ხანია. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ამ სამარცხვინო უბედურებას აუცილებლად გავაპანღურებთ. გიორგი ვაშაძე - ვისაუბრეთ სამოქმედო გეგმაზე და ასევე გვქონდა დისკუსია იმ ჩიხურ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია. გიგი უგულავა - „ოცნებამ“ გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ველოდებით, თალაკვაძეს ახალი, უფრო რეალისტური წინადადებებით. ხომალდი მიდის და ამ ხომალდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს ერთი რამ, ჩვენ გაერთიანებული ვართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ როცა არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სერგი კაპანაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ 17 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები. გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, დანარჩენი ოპოზიციურ პარტიები „სიურპიზების წინაშე“ არ დააყენოს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების საკითხი განიხილეს. გიგი უგულავა 18 ნოემბრის აქციაზე - ეს იქნება გაბრაზებული, შურაცხყოფილი ადამიანების სიტყვა, გამოხატული ერთ პლაკატზე - „გაყალბებულია“. ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიას შტაბის დაწვაზე - საზოგადოებამ კარგად დაინახა რა ძალასთან გვაქვს საქმე და რამდენად არის მზად ხელისუფლება დიალოგისთვის. ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის “სირცხვილის დერეფნების” მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნიკა მელია - როცა საუბარია „სირცხვილის კორიდორზე“, არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვიღაცა ვიღაცის ბლოკირებას აპირებს - ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილს და „ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა და არ დაგვწვეს. დავით უსუფაშვილი - „სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. მამუკა მდინარაძე ე.წ. სირცხვილის კორიდორზე - კარგია, რომ ამას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაემიჯნა - ნათლად ჩანს, რომ ესაა „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ. ბადრი ჯაფარიძე - მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი. ნიკა მელიას განცხადებით, მისი შტაბი „კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდის“ დავალებით გადაწვეს. იაგო ხვიჩია - ვიდრე იმ ხალხის იმედი გვაქვს, რომელიც სააკაშვილის, ხვიჩიას, ან ვიღაცის გამოა მიტინგზე მისული, მანამდე მიტინგი წარმატებული არ იქნება - ხალხი არა ჩვენ გამო, არამედ იმ უსამართლობის გამო უნდა გამოვიდეს, რომელიც ქვეყანაშია. დავით ბერძენიშვილი - სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს. გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ის არაადეკვატური პოზიციები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ძალიან სწრაფად შეიცვლება.
არჩევნების შედეგებზე - IRI-ს ევრაზიის დირექტორი - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. „ერთიანი საქართველოს“ წევრი - იმდენად მყარი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, ვერც კი წარმომიდგენია როგორ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ ჩვენი სარჩელი. კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს, „მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან ევროპელები და პროდასავლელები“. თამარ კორძაია - სააპელაციო საჩივარი გვექნება დასაწერი - მიზანია ხელისუფლებისა და სასამართლოს ლუსტრაცია. დავით ბაქრაძე IRI-ის ანგარიშზე - რაც მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
მეთაურობა - ბექა დავითულიანი - ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია
მედიის განვითარების ფონდის კვლევა - თამარ კინწურაშვილი - ანტიდასავლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ლიდერობს „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე „ქართული მარში“ და სხვა ულტრანაციონალისტური პარტიები.
წააგო და მიდის - ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში აღარ უხელმძღვანელებს, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას კი რამაზ სვანაძე შეასრულებს.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 დღეში 1 მილიონით გაიზარდა და 11 მილიონს გადააჭარბა. გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. კოვიდდანაშაული - ნიდერლანდელმა სამართალდამცავებმა აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს. სომხეთში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 25 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 22 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 303 პაციენტი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 13 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1395 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმო-ს ხელმძღვანელი - მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს.
დონალდ ტრამპი - არჩევნები მე მოვიგე.
ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს.
უდრეკი ფაშინიანი - ნიკოლ ფაშინიანი - საომარი მოქმედებების დროს ასობით სომეხი ჯარისკაცია დაკარგული. მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღებული ერთობლივი განცხადების ბევრი დებულება დაზუსტებას საჭიროებს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო? ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია