ანონსის მიხედვით გამოსწორდა ამინდი და პოლიტიკური სპექტრიც ნელ-ნელა დამშვიდდა და სპექტრის ფერებად დაშლა დაიწყო. მაგრამ მაინც გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებმაც შედარებით მეტი ინფორმაცია მოაგროვა - ასეთები იყო პანკისის ამბების გამოხმაურებები და ადგილობრივების სიმტკიცე ჰესის აშენებაზე, მოსამართლეების კანონპროექტის კვლავ პარლამენტში დაბრუნება და მერიული ამბები.
პანკისის გამოხმაურებები - ანზორ ბიწაძე - პანკისის მოვლენებით ხელისუფლებამ სახელმწიფო აზარალა. პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს შეკრებას აპირებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი - სპეკულირებაა, რომ ჰესები გარემოზე მავნე ზეგავლენას ახდენს და მდინარეებს აშრობს. პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - ხალხის გამოკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არავის დაკავება არ უნდა მოხდეს. პანკისში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობდა. მაია ცქიტიშვილი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა. უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი - რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ - 100, 200, 300? არ გამოვა ასე - სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ნათია მეზვრიშვილი - პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის სრული დაცვით, ადგილობრივი მოქალაქეების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული. პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი - თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ ჰესები არ გვჭირდება, გადაწყვეტილებას ჩვენც შესაბამისად მივყვებით. ადგილობრივების განცხადებით, პანკისის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ ჰესების მშენებლობაზე დიალოგი კატეგორიულად გამორიცხულია.
მოსამართლეები დღის წესრიგში - სერგო მეთოფიშვილი - მინდა ვუთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს და სხვა პოლიტიკოსებს, ვინც სიბინძურეებს გეგმავს და ახორციელებს - არ გამოგივათ! ეკა ბესელია - მოსამართლეების კანონპროექტზე აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების განცხადებები მკაფიო გზავნილი იყო, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები იმედგაცრუებული არიან. ნაზი ჯანეზაშვილი - სერგო მეთოფიშვილი არავის აცდის ნორმალურად და კონსტუქციულად მუშაობას - თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში თავის კოლეგებს დაუსვას. ეკა ბესელია - პრინციპულად მოვითხოვთ, რომ მომავალ კვირას პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ ჩვენი კანონპროექტის განხილვა დაიწყოს. გიორგი მიქაუტაძე - მესმის სერგო მეთოფიშვილის უკმაყოფილება, მაგრამ, კეთილშობილური მიზეზები გვაქვს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა - იმის თქმა, რომ იურიდიული ბიოგრაფია არ გამაჩნია, სასაცილოა და ზნეობრივიც არ არის. გია ვოლსკი - აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ის წუხს, რადგან უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს - ეს ჩვეულებრივი ამბავია. ირაკლი კობახიძე - კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან ის იძლევა კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც.
დისტრიბუცია - დისტრიბუტორთა საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში ახალი რეგულაციები შემოვა.
მოახლოებული არჩევნები - სანდრა რულოვსი - ვაპირებ, რომ ზუგდიდში მცხოვრებ ქალებთან განსაკუთრებული ყურადღება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას დავუთმო. სანდრა რულოვსი - საარჩევნო შტაბში დაპირისპირება არ არის, ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
ამბები მერიის საინფორმაციო სამსახურიდან - ტაქსის ვაუჩერები - მძღოლებს, რომლებსაც ტაქსის მანქანების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გაუნულდათ, მათ ასაღებად დამატებით 2-კვირიანი ვადა მიეცემათ. კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს ვაჟა-ფშაველაზე, მეტროს შახტის მოწესრიგებას ავალებს. მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ წელსაც განხორციელდება. კახა კალაძე გასულ წელს მისი მოადგილეების ხელფასების მატებაზე - ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. აღდგომის დღესასწაულის დღეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება. იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მანქანების შემთხვევაში, სიჩქარის გადაჭარბებაზე შესაძლოა, კომპანია არ დაჯარიმდეს და სანქციები მძღოლს დაეკისროს.
საზღვარგარეთულები:
კიმი რუსეთში - კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. კიმ ჩენ ინი - დიდი ხანია რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი.
ბრაზილიური სამართალი - ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვას პატიმრობის ვადა 13 წლიდან 8 წლამდე შეუმცირა.
ქურდების გადაყვანა - ესპანეთის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი - ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველი - მოსკოვთან შუამავლების გარეშე მოლაპარაკებები კიევისთვის უპერსპექტივოა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია