აქციის ანონსი, პარტიის დასაკუთრება და ხელისუფალი ხელის გაშვერით

      ღამე-დილით ცოტა სუსხი კი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში თვის ბოლომდე, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. პოლიტიკური კინკლაობები არ სრულდება და ხელის გაშვერა ვინ პატრიოტია და ვინ მოღალატე, ასევე ვინ მიიწევს რუსეთისკენ და ვინ ევროპისკენ. მოკლედ, პოლიტიკოსებს საქმის კეთება მხოლოდ ურთიერთბრალდებებში გადაეზარდათ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6504 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 იანვარი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      სააკაშვილის ჯანმრთელობა - კარლ ბილდტი - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე ხელისუფლების უარი ნამდვილად სამარცხვინოა - ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება. მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი - ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არასდროს გაკეთებულა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გიული ალასანია - ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს - როგორც ჩანს, მკვლელობის ასეთი მეთოდია. გიორგი სააკაშვილი - როგორც ვნახეთ, მიშას მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ექსპერტი დაიკითხა და მგონია, რომ საკმარისია ის ინფორმაცია, რომელიც მიიღო მოსამართლემ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ნივთიერი მტკიცებულებები წარადგინა. გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან დაკავშირებით კითხვები იყო არა იმაზე, აშშ-დან დალუქული ჩამოვიდოდა თუ არა, არამედ აქედან რომ მიიღეს ნიმუშები, დალუქული არ ყოფილა. ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები დაავადებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი თითქმის მუდმივად თან სდევს. გელა ნიკოლაიშვილი ნეიროქირურგ გელა მენთეშაშვილზე - მოწმე, თავისთავად სანდოა - მან თქვა ის, რომ სააკაშვილს მიღებული აქვს გარკვეული მექანიკური ტრავმა, მაგრამ ექსპერტს არ შეუძლია ზუსტად თქვას, საიდან და როდის მიიღო.

      გარემოს მცველი საერთაშორისო დონეზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბერლინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ოთარ შამუგია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო საქმეთა მინისტრ ვაჰით ქირიშჯის ბერლინში შეხვდა. ასევე, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული” ფარგლებში, უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრ აზიზ ვოიტოვს და პოლონეთის ვიცე-პრემიერს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს.

      ევროპული შეფასება - პაველ ჰერჩინსკი - ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება - შედეგების მიხედვით შევაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

      კობახიძე და სანქციები - ირაკლი კობახიძე - საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - სამწუხაროა, როცა ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს. პაატა მანჯგალაძე - კობახიძე ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს აგრძელებს - გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება. რატი იონათამიშვილი - ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. მიხეილ დაუშვილი - ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის. გიორგი ვაშაძე - ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება. გრიგოლ გეგელია - კომიკურია, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ Reddit-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც უკვე წაშლილია, რადგან ფაქტებით მანიპულირება იყო. გიგა ბოკერია - სამწუხაროდ, რაც სურთ, ის ჯერ კიდევ გასდით, თორემ ამ აბსურდზე, რომ დასავლური მედიის შეტევას კობახიძე და სხვა პოლიტიკური არარაობები ურეაქციოდ არ დატოვებენ, კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე. თაზო დათუნაშვილი - კობახიძის მცდელობა, თავი დაიძვრინოს, ძალიან ჰგავს რუსული დეზინფორმაციის საშუალებებს - მის მიერ მაგალითად მოყვანილი სტატისტიკა არ იძებნება, თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო. ირაკლი კობახიძე - როდესაც საფუძვლის გარეშე ქვეყანას უყენებენ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა - არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან, მათ შორის, მეორე ფრონტთან მიმართებით.

      ოპოდალაგება - გიორგი კაპანაძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილი აქვს, ხელში ჩაიგდოს მიშას პარტია მიშას გარეშე - თუ მელია გაიმარჯვებს, ამით წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მოიგებს პოლიტიკური ძალა: „ანტი მიშა“. ბაჩო დოლიძე - არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ერთ მუშტად შეკრული გუნდი ეყოლება - დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს. ნანუკა ჟორჟოლიანი - ვანო, რომელიც ნიკა მელიამ ხილით მისული პარტიაში არ შეუშვა, „ბუაა“, ყანებში რომ საფრთხობელა გაშინებს, ასეა პოლიტიკაში - ხაბეიშვილი დიდების პატარა მოთამაშეა, მელია კი სააკაშვილში მთავარ კონკურენტს ხედავდა. გიორგი მუმლაძე - ჩემი ოპონენტები ძირითადად დაკავებულები არიან ერთმანეთზე რაღაცების დაბრალებით და სამწუხაროდ, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებზე და ხედვებზე. იაგო ხვიჩია - „გირჩი“ „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში ნონა მამულაშვილს უჭერს მხარს და ჩვენს მომხრეებს რეგისტრაციისას პრობლემები არ შეჰქმნიათ.

      თებერვალში დაანონსებული აქცია - ანა ნაცვლიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია და ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, ფართო კონსენსუსი გვაქვს 12 პუნქტის ირგვლივ - ვინც არღვევს კონსენსუსს და ხელს უშლის ნაბიჯების წინ გადადგმას, ეს მმართველი პარტიაა. დავით მათიკაშვილი 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე - არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება. თეონა აქუბარდია - ვისურვებდი, რომ 24 თებერვალს გავაგონოთ ერთიანი ხმა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც არ იყურება დასავლეთით და ქვეყანას რუსულ ორბიტას აახლოებს. ანრი ოხანაშვილი - ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს. გედევან ფოფხაძე - 24 თებერვალს ხელისუფლებას განაჩენს გამოვუტანთ.

      პრემიერის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა.

      „დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა.

      შალვა ალავერდაშვილი - კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა - დამსვენებლების უმრავლესობამ სასტუმროებში ჯავშანი გააუქმა .

      2015-2022 წლებში სასამართლოებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 6593 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 5565 ნებართვა გაიცა.

      ბაზარზე არსებულ 77 სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა - შეუსაბამობები გამოვლინდა, მათ შორის სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში.

      IDFI - საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული - 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის ამბავი - ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა რუსეთის ფედერაციას 1000 ტანკი აქვს, პარტნიორებისგან 20-50 ტანკის მოწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის. ანალენა ბერბოკი - გერმანია პოლონეთის მიერ უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნას დაბრკოლებას არ შეუქმნის. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინამ გერმანიას „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების თხოვნით ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს მიმართა, დღეს რუსეთის ბარბაროსული ომის 334-ე დღეა - იქნებ პროცესის დაჩქარების დროა? მედია - უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ანდრეი ერმაკი - გვჭირდება ტანკები, არა 10-20, არამედ ასობით - ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი. ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს. დავით არახამია - ზოგიერთმა ჩინოვნიკმა გონება დაკარგა და მოროდიორობს - ამ გაზაფხულზე მათ აუცილებლად აქტიურად „ჩავსვამთ“. მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი გერმანიას „ლეოპარდის“ უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას სთხოვს, მაგრამ ტანკებს თანხმობის მიღების გარეშეც გადასცემს. სერგეი ლავროვი - ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა. დიმიტრი პესკოვი - ყველა ქვეყანას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

      ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 50

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4 Season 9:Bearing the Weight of Ghosts Quest Walkthrough

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…

გაგრძელება

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Qwelly World

free counters