დღე-დღეზე არჩევნებია და ისეთი ამბებია, რა ქნა კანდიდატებმა არ იციან. ზოგი ფეხბურთს თამაშობს, ზოგი ზოროდ გვევლინება, ვინ კრიტიკოსად და ვინ მისტერ მასტერად. ამას გარა, კონსტიტუციას უკვე ყველა მოხალისე წერს. ევროკავშირი, გაერო და მისთანანი კი გვიცხადებენ მხარდაჭერას, მაგრამ ოსეთი დამოუკიდებლობას აწვება და არც რცხვენია. მოკლედ,
არჩევნებში ყველა ისე იწერს ქულებს, როგორც შეუძლია. ყოფილ ფეხბურთელს ყველაზე კარგად ფეხბურთის თამაში შეუძლია, არც მალავს და დინამოს სტადიონზე დაგეგმილ მსოფლიო ვარსკვლავების თამაშს, კალაც შეუერთდება. მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს. დარიგება მომავალ მერს - დავით ნარმანია - ჩვენ "სითი პარკთან" მოლაპარაკებით ვერაფერს გავხდით და თუ უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული მომავალი მერის მხრიდან, ეს მხოლოდ მისასალმებელია. დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში კახა კალაძის მონაწილეობით კანონი არ ირღვევა. კახა ასუსტებს - ზაზა გაბუნია - კახა კალაძის ფონზე ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავს სუსტი კანდიდატი.
რუსეთუმეობას ჩვენ ვერ დაგვაბრალებთო მთავრობამ და საგარეო უწყებამ - საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთთან აფილირებული კერძო პირები თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას ვერ მოახდენენ. გავაგრძელო საგარეო უწყებაზე და საგარეო საქმეებზე საუბარი - ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტარებს - ჩემი თხოვნაა, გავზარდოთ ჟენევის ფორმატის მხრდაჭერა და შევახსენოთ რუსეთს, რომ შექმნილ სიტუაციაზე ის არის პასუხისმგებელი. დალია გრიბაუსკაიტე - რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რითაც პირდაპირ არღვევს გაეროს ქარტიას. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს მიზნების განხორციელებაში. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მადლობას უხდის. გია ვოლსკი - ნუ შევხედავთ გაერო-ში გაკეთებულ განცხადებებს როგორც მხოლოდ ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვებს, იქ მსოფლიოს დამოკიდებულება ყალიბდება. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს. იან კელი - საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია.
და შენ რომ პსევდოპრეზიდენტობზე უარს არ ამბობ? - ანატოლი ბიბილოვი - ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს. ანატოლი ბიბილოვი - ჟენევის დისკუსიები აუცილებელია, რადგან ამის საშუალებით სამხრეთ ოსეთი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს. ანატოლი ბიბილოვი - ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ. საჯად კარიმის განაცხადებით, ევროპარლამენტში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილი არ არის. იან კელი - თითებზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის.
კონსესუსი შედგა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, ოღონდ კონსტიტუციაზე - პრეზიდენტი და ოპოზიცია პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ შემოღებას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნებას ითხოვს. პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შედგენილი დოკუმენტი ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. პრეზიდენტი - შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა. თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას “სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ აფასებს. ირაკლი კობახიძე - ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლა, რადგან ეს ყოველთვის იყო მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებში. თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პოზიტიურ დასკვნას დადებს. ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება პარლამენტის გაძლიერებას ეხება. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების მთავარი მიზეზი პრეზიდენტის ფუნქციებსა და კომპეტენციებთან მისი არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანაა. ირაკლი კობახიძე - არ ვაპირებთ მივიღოთ არც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს. არჩილ თალაკვაძე - იმ პარტიებიდან არაერთმა, რომელიც კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, 2010 წელს არადემოკრატიულ კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი. ირაკლი აბესაძე - “ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება და განაახლოს დიალოგი ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე. თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე - გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი უნდა უზრუნველყოს. ეკა ბესელია - 3 დღეში შექმნილი ახალი პროექტი, როგორ უნდა იყოს 8-თვიანი პროცესის ალტერნატივა და რა ლეგიტიმაცია აქვს ამ ახალ ვერსიას? გიორგი მარგველაშვილი - მე იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ. პრეზიდენტი - მივედით თანხმობის დოკუმენტამდე, რომელიც მოიცავს "ქართული ოცნების" ჩარჩოს და ჩასწორებებს, რომელშიც გაერთიანებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია საარჩევნო საკითხზე კონსენსუსი, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამ მიმართულებით ჩაერთვებოდა პროცესში. თინა ხიდაშელი - საქართველო იღებს კონსტიტუციას, რომელსაც შემდეგი ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცვლის. სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 20-მდე პარტიის თუ „პარტიტუნების“ ლიდერად გამოცხადდება. ლაშა ტუღუში - არ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შევთანხმდეთ ბევრ საკითხზე და გამოვტოვოთ ადამიანის უფლებები. კახა კოჟორიძე - ისტორიული შანსია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, მიიღოს კონსტიტუცია კონსენსუსით. მამუკა მდინარაძე - კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქვეყნის მომავალზე იქნება ორიენტირებული.
ჩვენი ქვეყანა თავმჯდომარეა - საქართველო პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა. გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. პრემიერი - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება - ეს სიტყვები, იმ სხდომაზე თქვა.
დარიგება მშობლებს - პაატა იმნაძე - საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინაა. საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინაა. ხოლო გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ოქტომბრის თვე ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად ითვლება. და არა მხოლოდ მათ - პაატა იმნაძე გლეხებს მოუწოდებს, ჯილეხზე საქონელი აცრან. დავით სერგეენკო - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დაახლოებით 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
გამოვიძახეთ და არ მოდიანო, და რატომ არ გიქმინთ ეს პრობლემასო - ოთარ კახიძე - მინისტრები არ კადრულობენ პარლამენტში სიარულს, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რაც შემაშფოთებელია. თავმჯდომარემ, ხაზები იყო გადატვირთული და ვერ დავუკავშირდითო - ირაკლი კობახიძე - მინისტრების საპარლამენტო უმცირესობასთან კომუნიკაციის კუთხით ხარვეზები გვაქვს, რომელიც საჭიროებს გამოსწორებას. სერგი კაპანაძე უმრავლესობას - ის, რომ მთავრობა აბუჩად იგდებს პარლამენტს, მარტო ჩვენი პრობლემაა თუ მთლიანად პარლამენტის? ირაკლი კობახიძე მთავრობაზე პარლამენტის ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე - არც ერთ დეპუტატს სხდომაზე დასწრება არ ჩაეთვლება, თუ რეგისტრაციის მომენტში სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იმყოფება. პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის და პლენარულ სხდომებს ერთი თვე აღარ გამართავს.
დასავლეთში მოსავალი ნადგურდება - სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატს გადასცემს, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ. მწერები არ აკლდათ, ახლა მგლები სოფელ ფოთში - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია.
კახეთში კარგი ამბებია - კახეთში მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 72 მლნ ლარს მიაღწია.
სიუჟეტებმა იმდენი ქნეს, „იავნანა“-ვარდონანა გამოძიება იწყება - პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უთანამდებობო ყოფილა - დავით ჯანდიერი - რამდენადაც ვიცი, პაატა ბურჭულაძეს ფონდში თანამდებობა არ აქვს და არც მაშინ ჰქონდა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია.
ახალი აუდიტორი ცნობილია - პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა. ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახური სადამსჯელო სტრუქტურა არ იქნება.
ტარიფი ზევით, მაღლა და მაღლა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - გაზის ტარიფი საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა, მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო ამბებში უფრო გადის ეს ნიუსი, რადგან საზღვრები ვერ დაგვიცავს - ანტონიო გუტიერეში მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ ბირთვული თავდასხმის საფრთხე, „ცივი ომის“ შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეზეა.
აი მესმის მზადყოფნის დონე - დონალდ ტრამპი - აშშ მზადაა მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა. დონალდ ტრამპი - აშშ დაამარცხებს ისლამურ ექსტრემიზმს. დონალდ ტრამპი - აშშ არა ტერიტორიული ექსპანსიისკენ, არამედ ”ჰარმონიისა და მეგობრობისკენ” ისწრაფვის. დონალდ ტრამპი - ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით. რა მოსწონს ტრამპს? ნიკი ჰეილი - ტრამპს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება არ მოსწონს, მაგრამ გაერო-ში მისი გამოსვლა არ ნიშნავს, რომ აშშ ამ შეთანხმებიდან გამოსვლას აპირებს. დონალდ ტრამპი - სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას კლინტონმა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ახლა კი უსამართლო ჰილარი მე მაკრიტიკებს.
ვიდრე ამერიკა ტერორისტებს და დიქტატორებს ებრძვის, მექსიკას ბუნება არ წყალობს - მექსიკამ გაანადგურა დედაქალაქი. მექსიკაში მიწისძვრის შედეგად სხვა შენობებს შორის სკოლაც დაინგრა, რის შედეგადაც 20 ბავშვი და მასწავლებლები დაიღუპნენ. მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მექსიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს. მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ეპითეტი დონალდს - ვენესუელას ლიდერმა დონალდ ტრამპს საერთაშორისო პოლიტიკის ”ახალი ჰიტლერი” უწოდა.
ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე მესამე ეჭვმიტანილი დააკავეს.
ჯერ არ უშვებდნენ, ახლა არ იჭერენ - მიხეილ სააკაშვილი ქალაქ დნეპრში დღეს მოსახლეობას შეხვდება. უკრაინის სხვა ამბებიდან - უკრაინიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი „თენგო გალსკი“ გააძევეს. მიხეილ სააკაშვილი - ხალხი არც ისეთი სულელია, როგორიც თქვენ გგონიათ, თქვენი ტყუილი თეთრი ძაფებითაა ნაკერი.
კბილი-კბილის წილ - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვიდრე ირანის რეჟიმი ცდილობს ისრაელი გაანადგუროს, ისრაელი ირანის ყველაზე მრისხანე მტერი იქნება.
ტერორისტებისგან გათავისუფლება - რაქას ტერიტორიის 80% „ისლამური სახელმწიფოს” ”ბოევიკებისგან” გათავისუფლდა.
კატალონიელებმა დამოუკიდებლობა მოინდომეს. რეფერენდუმიც მოაწყვეს და რეფერენდუმის ერთ-ერთი თავიკაციც დააჭერინეს. ესპანეთის პრემიერი კატალონიაში ესპანეთის ხელისუფლების ქმედებებს გამართლებულს უწოდებს. კატალონიის ლიდერი - ჩვენი მთავრობა ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კარგად დაგეგმილი აგრესიის მსხვერპლი გახდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია