სწავლის დღევანდელი დასაწყისი, პატრიარქის ქადაგება კანაფის კულტივაციაზე და მთავრობის დაპირებები კონსესუსზე, ქრთამი ზუგდიდში და პრეზიდენტობა

ვიდრე ცხადი გონება შერჩენია ერს, კამათი მარიხუანას პლანტაციებზე არ ცხრება, მითუფრო, რომ ამ განხილვებში აქტიურად ჩაერთო საპატრიარქო. წინა დღის დაანონსებულის მსგავსად, კვირას, პატრიარქმაც იქადაგა კანაფის კულტივაციაზე და როგორც ჩვევია, ძალიან დიპლომატიურად, მუქარისა და სიმკაცრის გარეშე. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო სასწავლო პროცესის განახლებით და ტრადიციულად, აგერ უკვე მერამდენე კვირაა - საპრეზიდენტო არჩევნების თემით. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 სექტემბერი, 2018 /

      კანაფის ინდუსტრია და საპატრიარქო-საერო პროტესტი - კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება. ირაკლი კობახიძე - პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. მამა შალვა კეკელია - ჩვენ ხელისუფლების კომპეტენტურ პირებს როდესაც შევხვდით, მათ საკითხის ირგვლივ პასუხი ვერ გაგვცეს. ილია მეორე - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი ახალგაზრდობისათვის, და სხვას კი არ შესტკივა, მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ილია მეორე მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. ილია მეორე - ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკომანია იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ. ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. ირაკლი კობახიძე - კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება. არჩილ თალაკვაძე - მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ყველა არგუმენტისა და საზოგადოებასთან პოზიციების შეჯერების შემდეგ მიიღებს. მამუკა მდინარაძე - კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვიდრე ფართო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენ მის განხილვას არ დავიწყებთ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - რადგან ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, ორი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი გვრჩება. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით შეზღუდვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აკაკი ზოიძე - ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ქაოსი, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არის შექმნილი. კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. სოფიო კილაძე „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტზე - ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ერის ინტერესშია. გიორგი კანდელაკი - გაუგებარია, ვინ ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებით, ამ კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს. ეკა ბესელია მარიხუანასთან დაკავშირებით - პატრიარქმა ძალიან გონივრული და ბრძნული შინაარსით ბრძანა და მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ საჭიროა ეს პროექტი კარგად გავაცნოთ საზოგადოებას. მეუფე იაკობი მარიხუანას წარმოებაზე - თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაცი გამოვალთ. აკაკი ზოიძე - არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას არ ვაპირებთ. არჩილ თალაკვაძე მარიხუანას წარმოებაზე - პარლამენტი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით. ირაკლი კობახიძე - მიმდინარე კვირაში პარლამენტი კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ითვალისწინებს. ირმა ინაშვილი - კანონპროექტი, რომელიც კანაფის წარმოებას და ექსპორტს ეხება, არის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის ამოცანაა, რომ ნახევარი საქართველო „დაბოლილი“ და გაბრუებული ამყოფოს.

      კანდიდატები ძველი და ახალი წარსულიდან - საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ მედიას - ჩემს მიმართ როცა ისმის დაჟინებული და უაზრო კითხვები, სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს? დავით ბაქრაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გორიდან მიულოცა. აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო, ახლა ეს სწრაფად იცვლება. სალომე ზურაბიშვილი - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? - ცხადია, რუსეთმა. კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი ითამაშა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე - დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთად შევძლებთ, რომ ხელმეორედაც გავიყვანოთ რუსული ბაზები საქართველოდან. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა. კახა კალაძე - რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი.

      ზუგდიდური ქრთამი - სუს-ის ზუგდიდის განყოფილების შენობა ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ზ.ხ-ს მეუღლემ უკომენტაროდ დატოვა. დავით კოდუა - სუს-ში კითხვები ეხებოდა ჩემს უფლებამოვალეობებს, თუ რას ვსაქმიანობდი გუბერნატორის მოადგილედ ყოფნის პერიოდში, სხვა თემაზე შეკითხვები არ დასმულა. მურთაზ ზოდელავა - კაბინეტი, სადაც დანაშაული ჩაიდინეს, დალუქული არ არის, ამ დრომდე დაკავებული არ არიან ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე.

      დღეს სწავლა დაიწყო. თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში ახლად გახსნილ ბაღს ეწვია. თამარ ტალიაშვილი - წელს უპრეცედენტოდ ბევრი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა თბილისი სასწავლო წლის დასაწყისს. მიხეილ ბატიაშვილი - საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. მიხეილ ბატიაშვილი - მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება. თორნიკე რიჟვაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა. კახაბერ გვანცელაძე - საბავშვო ბაღებში გადატვირთულობა ჩვენი აქილევსის ქუსლია.

      საპრეტესტო მსვლელობა უმამოდ - პარლამენტიდან #51-ე საშუალო სკოლამდე დათო სარალიძის მეგობრები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ზაზა სარალიძე - საპროტესტო მსვლელობას არ შევუერთდები, რადგან ამ სკოლასთან არაფერი მესაქმება. ლოზუნგით "სწავლა დათო სარალიძის გარეშე დაიწყო" პარლამენტიდან #51-ე საჯარო სკოლამდე მსვლელობა გაიმართა.

      დაუსრულებელი საცობები თბილისში - კახა კალაძე - თბილისის ქუჩებში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

      გათავისუფლება თეატრიდან - რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს.

      გვიან ჩარიცხული ფული - ბანკთაშორისი გადარიცხვების მიღების დრო ხანგძლივდება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის თეატრიდან რეორგანიზაციის შედეგად არა რამდენიმე ათეული, არამედ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა.

      მოსამართლის შერჩევა - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა შესრულებული არ არის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე "მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" პროექტში ცვლილებებზე იმსჯელებენ. ნაზი ჯანეზაშვილი - კარგია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხარს უჭერს არასამთავრობოების ინიციატივებს.

      დიალოგი კონფლიქტის სანაცვლოდ - მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგესთან დიალოგი ბევრად სჯობს მასთან კონფლიქტს. მამუკა ბახტაძე - რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი წინსვლა აქვს.

      უსაფრთხო ღამურები - პაატა იმნაძე - საქართველოში დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა.

      მილიონობით გამოგზავნილი დოლარი - აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

      დოლარი ზევით - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6156 ლარი გახდა.

საზღვარგარეთულები:

      ევროპული ერები - მარინ ლე პენი ინიციატივით გამოდის, ევროკავშირის ნაცვლად ევროპული ერების კავშირი დაფუძნდეს.

      მეგობრობა დაკარგული რუსეთი - პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების გაწყვეტაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters