გამსახურდიას დაბადების დღეს, დამოუკიდებლობის მემორანდუმის დღეს, საქართველო ხელისუფლება და ოპოზიცია 5 პუნქტიან დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ. დღე ამ ნეგატივით დაიწყო, მაგრამ დილის ყველაზე ცუდი ამბავი ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების ნიუსი იყო. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281761, ბოლო დღე-ღამეში - 616, გამოჯანმრთელებული - 273167, ბოლო დღე-ღამეში - 268, გარდაცვლილი - 3778, ბოლო დღე-ღამეში - 5; კარანტინის რეჟიმში - 270. დოლარის ფასი ლარში - 3.4464.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 947 ტესტი ჩატარდა. 5 პაციენტი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში - კვლავ გვაქვს ხალხმრავალი ქორწილები, ქელეხები, რაც ეპიდმდგომარეობაზე აისახება. საქართველო „ფაიზერისგან" ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის. პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საგრძნობლად ზრდის ფონზე, „კომენდანტის საათის“ გაუქმება სწორი არ იქნება. ამირან გამყრელიძე - შემთხვევების კლასტერული ტენდენცია გამოჩნდა, რაც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარი შემოკრა. საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებთან, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილების დამატებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩაფიძის კლინიკის ექიმის განცხადებით, „მედკაპიტალის“ გარდაცვლილ ექიმს დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია და ხშირად გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.
საღამოს ამბავი - სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ. ელენე ხოშტარია - პოზნერმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ. პოლიცია და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ობიექტზე შედიან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება.
დღის მთავარი ამბები შუა ღამიდან დაიწყო - კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გაერთიანებული შეხვედრა დასრულდა. კრისტიან დანიელსონი - სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო. დანიელსონის 5 პუნქტი - 1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; 2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა; 3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; 4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; 5. მომავალი არჩევნები. მედიატორების დოკუმენტში ახალ არჩევნებზე მკაფიო ჩანაწერი არ არის - მასში ნათქვამია, რომ „პარტიები თანხმდებიან მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ჩატარდება“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს. ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებაზე, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით. კრისტიან დანიელსონი - მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში, იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მინდა ყველა მოქალაქეს მივმართო: ვიცი, რამდენად ელოდებოდით, თუ რა მოხდებოდა - ევროკავშირი კვლავ მზად არის, რომ საქართველოს დაეხმაროს. იყო ელემენტები, რომელზეც თანხმობა იყო მიღწეული, რომელიც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას და ძალაუფლების გადანაწილებას. ალეკო ელისაშვილი - ხუთი საკითხიდან სამზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. ბადრი ჯაფარიძე - პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ 5-დან 3 საკითხზე ჩვენ თანახმა ვართ - „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველ წუთში იცვლება და ვერ გაიგებ, არიან თუ არა ამ სამ საკითხზე თანახმა. ირაკლი კობახიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას. თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება. „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ 3 მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტიაა, ასევე „გირჩი-მეტი თავისუფლება“, რომელსაც თავისუფლების არაფერი სცხია. სად ჩამომსვლელია სააკაშვილი - რისი თავი აქვს? არჩილ თალაკვაძე - მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული - სამწუხაროდ, დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. „ქართული ოცნება“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომელიც მედიატორების მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მოცემული, განახორციელოს. მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია, პირადად „ლელო" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშეკრულება შედგეს, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ უნდა იყოს კოსმეტიკური. ხათუნა სამნიძე - ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის - ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან. ვახტანგ მეგრელიშვილი - ხელისუფლება იძახდა, მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვს, მაგრამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას "ქეისი" არ იყო ნათლად წარდგენილი. გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ სურთ ერთადერთი რამ - შეინარჩუნონ ხელისუფლება. გიგა ბოკერია - არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს. სალომე სამადაშვილი - ყველა შესაძლო გზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მობილიზაციას გავაგრძელებთ. ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი - დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს. აკაკი მინაშვილი - გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ძალიან ინტენსიური პროტესტი იყოს მოსახლეობაში. სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის. შალვა პაპუაშვილი - შვიდი ოპონენტი იყო წარმოდგენილი და შვიდივესგან ტყუილები მოვისმინეთ. თენგიზ ფხალაძე - გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი - ეს არის სირცხვილი! ვახტანგ ძაბირაძე - დანიელსონი ხვალ და ზეგაც რომ დაბრუნდეს, აქედან არაფერი გამოვა. ალეკო ელისაშვილი - რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, ის არის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება. დავით მათიკაშვილი - გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე. ანა ნაცვლიშვილი - მედიატორს არ უთქვამს, რომ კარი დაიხურა - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების და საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობა ამ პროცესში ამოწურულია. გიორგი გახარია - რადიკალური პოზიციები ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას - ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია.
დეპარტამენტის ქართული ნარატივი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, ხაზარაძე-ჯაფარიძის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ავთანდილ წერეთლის საქმეებზეცაა საუბარი. საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩებოდა, მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან. ციხეებში „მაყურებლების“ მიერ არაფორმალური მმართველობის განხორციელება ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ საკითხად არის დასახელებული. სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამჭვირვალე, ობიექტურ და დროული გამოძიების მნიშვნელობას. თვითნებური დაკავებების შესახებ ცნობები კვლავ ვრცელდება - 7 ოქტომბერს დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ეს ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიშია, რომელიც არადემოკრატიულ ტენდენციებს აღწერს. ალუდა ღუდუშაური სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - შესაძლებელია, ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში ინფორმაცია ან ცალმხრივად ჰქონდათ ან არასრულყოფილად. გრიგოლ გეგელია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნათელი ვერდიქტი გამოსცა, სადაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი იყვნენ.
ჰესი - ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“ - მთავარია მივიღოთ პროექტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს - თუ არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცენ პასუხი. ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ პროექტზე მეტი ნდობა უნდა შეიქმნას - ინვესტორისგან დასტური გვაქვს, კაშხალს არ შეეხებიან, ვიდრე კვლევები არ გადამოწმდება
პრეზიდენტის დაბადების დღე - გიორგი გახარია - 31 მარტი გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ირაკლი ღარიბაშვილი - 1991 წლის 31 მარტს, ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს. მამუკა მდინარაძე - საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა, ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა. ირაკლი კობახიძე - საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობას.
მინისტრის წასვლა - ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს. სოსო ფხაკაძე - ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელმწიფო კარგი ინვესტორი არ არის. ვახტანგ ბუცხრიკიძე - ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში. ნინო წილოსანი - საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია, შეიძლება გარკვეულწილად ვანო მაჭავარიანის გადაწყვეტილება გავიგო. ნათია თურნავა - მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა. პრემიერ-მინისტრი ბიზნესის ფართო ჩართულობით, რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის. დავით მათიკაშვილი - ჩვენ არ ვართ კონკრეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული სამთავრობო საქმიანობის არცერთი მიმართულებით. ირაკლი კობახიძე - ვანო მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. მამუკა მდინარაძე - ვანო მაჭავარიანი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია - მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის. აკაკი ბობოხიძე - ჯერ პრემიერის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - საბერძნეთში კორონავირუსის 4 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 725 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 408 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - აშშ-ის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება.
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია