ჭკვიანი ვიდეოთვალები, მრავალპასპორტიანი დაკავება, ექსმინისტრის გათავისუფლება, ფარმაცია და ესპანეთი

      ნოემბერი პოლიტიკური აქტიურობის გარეშე დაიწყო და მხოლოდ სხვადასხვა თოქშოუბსა თუ გასართობ-დროის დასაკარგ გადაცემებში გამოთქმულ აზრებს ეთმობა დღის სიახლეების ველი, ამ მხრივ გამორჩეული არც ორი ნოემბერი გახლდათ. დმეგის ქარდავას საქმე და ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველი დღეები, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება და სხვა,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 ნოემბერი, 2017/

      ამუშავებული ჭკვიანი კამერები - შალვა ხუციშვილი - დაბურულშუშებიან მანქანებზე ჯარიმები ე.წ. ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველივე დღეს გამოიწერა. შალვა ხუციშვილი - ისეთ პროგრამებს, როგორიც არის „გოჩა“ და სხვა, რომელსაც იყენებდნენ კამერების მოსატყუებლად, დიდი დატვირთვა აღარ ექნება. შალვა ხუციშვილი - ძალიან ურჩი გადამხდელების იდენტიფიცირებისთვის, თუ ის გაივლის რომელიმე კამერასთან, მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას გადაეცემა. ეკა ლალიაშვილი - ოპერატორები, რომლებიც ე.წ. ჭკვიან კამერებთან სხედან, აფიქსირებენ ღვედის და ჩაფხუტის გამოუყენებლობას და მობილურზე საუბარს.

      დაკავება და ექსტრადირება - მეგის ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაციას უკრაინის არც ერთი შესაბამისი ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი - მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი. საქართველოს მთავარი პროკურატურა მეგის ქარდავას დაკავებას ადასტურებს. მთავარი პროკურატურა - მეგის ქარდავას მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. მეგის ქარდავამ უკრაინას, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მეგის ქარდავას მამა - მეგისი არ გვიკავშირდებოდა, ისიც არ ვიცოდით, რომ უკრაინაში იყო. სოფიო კილაძე მეგის ქარდავას დაკავებაზე - დარწმუნებული ვარ, დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მეგის ქარდავას აღმოაჩნდა უკრაინის ორი, ლატვიისა და ბელიზის თითო-თითო ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის მოწმობა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია. მალხაზ ველიჯანაშვილი - უკრაინული მხარის იურისდიქციაშია, ყალბი საბუთების ქონის გამო დააყენებს თუ არა მეგის ქარდავას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

      პატიმრების საქმიდან - სერგო რატიანი - ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, ხელისუფლებაზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი იყოს. სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს. ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი აპირებს აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას.

      ეკლესიური სამუშაო ჯგუფი - რუსეთ-საქართველოს ეკლესიების მიერ, აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად, შესაძლოა, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - აფხაზეთში სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის - ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით.

      არჩევნების ოქმების გასაჩივრება - „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს და მათ ბათილობას მოითხოვს. თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას დღეს ცესკო-ში გაასაჩივრებს.

      კონსტიტუციას არანაირი თანხობა არ აქვს ოპოზიციის ერთი ნაწილისგან - რომან გოცირიძე - ნაწილობრივ ცვლილებებს ვერ დავეთანხმებით და ვერ გავამართლებთ ამ უკიდურესად უარყოფით საკონსტიტუციო პროცესს

      ბარიერების ნგრევის გზა - გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს.

      პრობლემები ფარმაციაში - აკაკი ზოიძე - მომზადდა ახალი ფარმაცევტული კანონი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მედიკამენტების რეგისტრაციისა და წამლის ხარისხის პროცედურების გაუმჯობესებაა. ზოიძე - არ შეიძლება ერთი ექიმი რადენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს. აკაკი ზოიძე - სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით ნაბიჯები დაგეგმილია.

      ბიუჯეტის რესურსები და ლარი - გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. გიორგი კაკაურიძე - მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და ცდილობენ მეოთხე კვარტალის დასაწყისში ვალუტა შეიძინონ.

საზღვარგარეთულები:

      ქალებისადმი ცუდი მოპყრობა დასჯადია - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ქალების მიმართ არასათანადო მოქცევის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.

      სირიის სავალალო სტატისტიკა - სექტემბრიდან დღემდე სირიაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 209 ბავშვი და 143 ქალი.

      არც დევნილი, არც ლტოლვილი, არც მოქალაქე - მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი მეორედ უთხრეს. მიხეილ სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

      ტერაქტი ამერიკში და შედეგები - ნიუ-იორკში ტერაქტის გამო ძებნაში მყოფი უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე ნაპოვნია, თუმცა გამოძიების ფედერალური ბიურო მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას აგრძელებს. დონალდ ტრამპი - ნიუ-იორკში ტერაქტის შემსრულებელს სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ. აშშ არ გამორიცხავს უზბეკეთის იმ ქვეყნების სიაში შეყვანას, რომლის მოქალაქეებისთვისაც აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. დონალდ ტრამპი კონგრესს მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის შეწყვეტის ინიციატივით მიმართავს.

      ესპანური შვება - ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს. კარლეს პუჩდემონი და მისი ოთხი თანაგუნდელი მადრიდის სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდნენ. ადვოკატი - კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოში „ცუდი კლიმატის“ გამო არ გამოცხადდა. ესპანეთის პროკურატურა კატალონიის მთავრობის იმ ყოფილი წევრების დაკავებას ითხოვს, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება მისცეს. პროკურორმა კატალონიის მთავრობის ყოფილ მეთაურსა და მთავრობის წევრებზე ძებნის გამოცხადება მოითხოვა. მოსამართლემ კატალონიის მთავრობის ყოფილ მეთაურსა და წევრებზე პატიმრობის ორდერი გასცა.

      აიათოლა ალი ხამენეი - აშშ ირანის მთავარი მტერია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 177

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters