ევროპარლამენტარი ქართულ პარლამენტში და ცოტაც საინტერესო სტატისტიკები

      ევროპარლამენტარი საქართველოს პარლამენტშიც სიტყვაწლიანი გამოდგა და მთელი დღე სწორედ მის სტუმრობასა და ჩვენს მასპინძლობას დაეთმო. ასევე კოვიდის ამბები და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი იყო დღეს მედიის ყურადღების ცენტრში. მიშა კვლავ პატიმრობაშია და შესაბამისად აქტუალური და მერიის გადატანაზეც ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 3 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 721 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში, პრევენციულ, რუტინულ ტესტირებას უსიმპტომო პირები არ ექვემდებარებიან. თამარ გაბუნია - 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა. „მწვანე პასპორტის“ გაუქმებაზე - ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება. ინფიცირებულთა დიდი ნაკადის პირობებში შესაძლოა, ოჯახის ექიმთან დაკავშირების კუთხით იყოს დაყოვნება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს დრო შემცირდეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში ინფიცირების წილობრივი მაჩვენებელი მომატებული არ არის და კვლავ 17-19%-ის ფარგლებში მერყეობს. გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ. 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან 1-ელ იანვრამდე კორონავირუსით ჯამში 10 687 ორსული დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა, რომელთაგან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე კოვიდ 19-ით რეინფიცირების 10 997 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სრულად ვაქცინირებული იყო 1833 პირი.

      ევროპარლამენტარი ჩვენს პარლამენტში - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. ბადრი ჯაფარიძე - სვენ მიქსერის ამოცანაა, სრული ინფორმაცია შეკრიბოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების პოზიციები გაიგოს. თინა ბოკუჩავა - სვენ მიქსერთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები უზურპირებულია და გვყავს პოლიტიკური ტყვეები. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. სვენ მიქსერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ცხადი და არაბუნდოვანი გზავნილი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირს მიმართავს, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს. სვენ მიქსერი - ევროკავშირის მონიტორინგის სამსახურმა უნდა შეძლოს მისი მანდატის სრულად შესრულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპარლამენტარი - ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა არ ჩაერთო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო - ევროპარლამენტი გთავაზობთ დახმარებას დიალოგის მხრივ. გია ვოლსკი სვენ მიქსერს - ზოგადად, მოხსენებებში და მათ შორის, თქვენს მოხსენებაში უფრო სიღრმისეულად შეიძლება გაანალიზდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. სვენ მიქსერი - ინტეგრაციის გზაზე წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე, არამედ ევროკავშირის სხვა მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. მინდა საქართველო წავახალისო, რომ იყოს ამბიციური, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ განაცხადი შეიტანოს, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება, ეს ცალკე საკითხია. კომპრომისებზე წასვლა ეს სიძლიერის ჩვენებაა - მესმის, ქართველებს მიაჩნიათ, თითქოს დათმობა არის სისუსტე, თუმცა მნიშვნელოვანია, გადავლახოთ ეს მიდგომა. ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია - რაც შეეხება სააკაშვილს, ყველას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ნიკოლოზ სამხარაძე - როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს. საკმარისი საფუძველი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ - იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია.

      #მიშანიუსი - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს. გივი მიქანაძე - არასერიოზული ადამიანისგან წარმოდგენილი დოკუმენტი ღირებულებას არ წარმოადგენს - სააკაშვილმა სჯობს იმაზე იფიქროს, რომ სასჯელი აქვს მოსახდელი. ალეკო ელისაშვილი - გაქანებული მიშისტი ვიყავი, დამოკიდებულება შემეცვალა მის მიმართ, როცა ვნახე ასლან აბაშიძე რომ გარბოდა, როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჰერმან საბო - სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა დიდწილად კარგია, თუმცა არის არასწორი მესიჯებიც, რაც ავტორიტარულ გემოს ატარებს. მიხეილ სააკაშვილი - რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად: გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის - გადავცემდი რამდენიმე „დიდგორს“.

      გადაუსვლელი მერია - მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე და მისი ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, თუმცა ახალ შენობაში, რომელიც გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება, გარკვეული სამსახურები განთავსდება. გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მერიის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ, არის ტყუილი და მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს. კახა კალაძე - თბილისის მერიის გადატანა არსად იგეგმება, ეს არის მორიგი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კალაძე ვაკის პარკში კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

      სხვადასხვა სტატისტიკა - წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. მიხეილ დუნდუა - ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას. ვახტანგ ცინცაძე - არსებული პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3- პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება. სხვადასხვა სტატისტიკა - 2022 წლის იანვარში საქართველოს 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, 2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა, 11.11%-ით გაიზარდა ქრთამის მიცემის ფაქტები. საქართველოში 2021 წელს დანაშაულის 56 343 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა. გასულ წელს იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის 1637 ფაქტი გამოვლინდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე წყალზე, ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე იანვრის თვეში ფასებმა მოიმატა. სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვარი - 3 თებერვლის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა 26081 მოსწავლის მშობელმა მოითხოვა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჩეხეთში კოვიდ საშვების წარდგენის ვალდებულება უქმდება. სომხეთში კორონავირუსის 4 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 155 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

      პასუხი გერმანიას - რუსეთი „დოიჩე ველეს“ მოსკოვის ბიუროს ხურავს.

      უკრაინაზედ - იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების 30 000-მდე ჯარისკაცსა და თანამედროვე შეიარაღებას აგზავნის. ნატო რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, რუსეთის მიერ ნებისმიერი აგრესიის განხორციელებას მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 173

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters