- მაინც მართალი გამოდგა ნიავი, - შენიშნა ქოლგოსანმა, თან რობიკოს გადახედა, - მწვანე ტყეში არასოდეს არ ტყუიან, იქ გავრცელებული ხმები ყოველთვის სწორია.
- უკეთესი იქნება, დროზე გვითხრა, სად ვეძებოთ ალისფერი ყვავილი, - შეახსენა რობიკომ, - უნდა მოვასწროთ, სანამ დათუნა დაიღვიძებდეს.
- მაგას რა კითხვა უნდა, მწვანე ტყისკენ უნდა გავწიოთ, - გამოეხმაურა მახარე, - ალისფერი ყვავილი მწვანე ტყეშია.
- მწვანე ტყისკენო, ასე თქვი არა, ჩემო ბიჭუნი, - ავიშვიშდა ქოლგოსანი, თან წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა თავისი ქოლგისთვის, - ძალიან კარგი. გავწიოთ მწვანე ტყისკენ, იქ ახლა ისე გარგია. მწვანე ბალახი ბიბინებს, წყაროები მოჩუხჩუხებენ, რომლებშიც კალმახები დასხმარტალებენ... რა სჯობია იქ ყოფნას, ერთს კარგად გამოვიძინებ წყაროს პირას, ძალიან დავიღალე... - ქოლგოსანმა თვალები მილულა.
- ჩვენ კალმახები კი არა, ალისფერი ყვავილი გვჭირდება, - შეახსენა მახარემ.
- ჰო, მართლა, - თვალები დააჭყიტა ქოლგოსანმა, - სიბერეს რა ვუთხრა, ერთი წამით კიდეც დამავიწყდა, აქ რისთვის მოვედი. მე იმის თქმას ვაპირებდი, რომ მწვანე ტყეში ვერ ვიპოვით ალისფერ ყვავილს.
- რას ამბობ, - შეიცხადა მახარემ - მწვანე ტყეში იმდენი ყვავილია...
- დიახ, მწვანე ტყეში ბევრი ყვავილია, მაგრამ მათ შორის აღარაა ალისფერი ყვავილი, რომლისგანაც ალისფერ საღებავს ამზადებენ, - სიტყვა ჩამოართვა ქოლგოსანმა.
- შეუძლებელია.
- მე, ქოლგოსანმა ვიცი, რასაც ვამბობ, როცა საქმე მწვანე ტყეს შეეხება, _ იწყინა კაცუნამ, _ მე თვითონაც ძალიან მიყვარს ის ალისფერი ყვავილი, ჩემს ქოლგას ვრთავდი ხოლმე იმით. უკანასკნელი ყვავილით აღარც კი მახსოვს, როდის მოვრთე ქოლგა.
- ის შენი დაპირება რაღას ნიშნავდა, - ღელავდა მახარე.
- ახლავე გეტყვით, ნუ ჩქარობთ, სიჩქარე საქმეს ყოველთვის ვნებს. მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს... ჩემი დაპირება იმას ნიშნავდა რომ... ნამცეცა ბიჭო, როგორ მიხარია, ასე რომ გიყვარს დათუნა და მისთვის ზრუნავ, იმედი მაქვს, მასაც ძალიან უყვარხარ... ჰო, იმას ნიშნავდა, რომ... ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ ალისფერი ყვავილი უნდა მოვძებნოთ... წარსულში.
- წარსულში? - წამოიძახა გაკვირვებულმა მახარემ.
- დიახ, წარსულში, თუ არ ვცდები, რობიკოს მანქანის აბრაზე აწერია, რომ დროში შეუძლია სვლა.. ანდა ვინ იცის, იქნებ ეს რეკლამაა და მეტი არაფერი?
- არაფერი მაგის მსგავსი, _ გაცხარდა რობიკო - ჩემს მანქანას ნამდვილად შეუძლია დროში სვლა... ამაში თქვენ ახლავე დარწმუნებით. ოღონდ ამისთვის ჯერ მაქსიმალური სისწრაფე უნდა განვავითარო, რისი განვითარებაც ჩემს მანქანას შეუძლია.
ამ სიტყვებით რობიკომ ძრავა ჩართო, მანქანა რბილად გასრიალდა ასფალტზე.
მართალია, რობიკოს მანქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, სულ რაღაც ორმოცდაათი კილომეტრით საათში, მაგრამ ჩვენს მგზავრებს მაინც ძალიან ესიამოვნათ, რომ ბოლოს და ბოლოს ადგილიდან დაიძრნენ. მახარე თვალებდაქცეული იყურებოდა ღია ფანჯრიდან, მოსწონდა ნაირ-ნაირი სანახაობები, რომლებიც კინოკადრებივით მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ქოლგოსანმა რამდენიმე წუთის განმავლობაში იბუტბუტა და იხვნეშა: `ოჰ, როგორ დავიღალე, დასვენება მჭირდება, უკვე ასაკმაც მიწია, ჩემი ხნის ქვაც აღარ დაგორავს მიწაზედ. როგორც კი ალისფერ ყვავილს ვიპოვით, აუცილებლად დავისვენებ მწვანე გრილ ტყეში, წყაროს პირას გამოვიძინებ...~
რობიკო ყურს არ უგდებდა ქოლგოსანის ბუტბუტს, გზას გაჰყურებდა ანთებული თვალებით. ქუჩებში ისეთი ჭედვა იყო, ვერაფრით ვერ შეძლო მაქსიმალური სიჩქარის განვითარება,. კარგა ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა თავი დააღწიეს ხმაურიან ქუჩებს და ქალაქგარეთ ამოყვეს თავი.
- მაინცდამაინც შესაფერისი ამინდი არაა მოგზაურობის დასაწყებად, _ თქვა რობიკომ, როგორც კი ქალაქს გაცდნენ, - აუცილებლად იწვიმებს, შეხედეთ, რა შავი ღრუბელია ცაზე.
მახარემ მაშინვე მაღლა აიხედა, ცას დაუწყო თვალიერება. ქოლგოსანმაც თავი ანება ფაცი-ფუცს, მანაც ცას მიაპყრო თვალი, ღრუბლის დანახვაზე სახე გაებადრა.
- ნუ დარდობ, წვიმა არ იქნება.
- საიდან იცი? - დაინტერესდა რობიკო.
- ეს ხომ შავი ღრუბელია...
- მერე რა...
- რა და, წვიმა დაეკარგა, რახანია ცდილობს, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო წვიმად მოსვლა.
ამასობაში შავი ღრუბლის ქვეშ მოექცნენ და მისი გაავებული ბუზღუნიც შემოესმათ:
- ეჰ, რა დრო იყო! წვიმის წვეთებს ნიაღვარივით დავუშვებდი ქვემოთ, რისხვად ვატყდებოდი სასეირნოდ გამოფენილ ბავშვებს და პეპლებს, ტოტებს დავუზნიქავდი მწვანე ხეებს, ყველაფერს ცივ წყალს გადავავლებდი. ჩემს მოსვლას ყველა კარგად გრძნობდა... შიშით თვალს ვერ მისწორებდნენ, მოკრძალებით ამომხედავდნენ ხოლმე. ახლა აღარაფრად მაგდებენ, ქოლგასაც კი აღარავინ ატარებს თან, ქოლგოსნის გარდა...
ასე ბუზღუნებდა შავი ღრუბელი, თან სიბრაზისგან შიგადაშიგ გრუხუნებდა ხოლმე, ელვის ნაპერწკლებსაც აფრქვევდა.
- რა გაურკვევლად ლაპარაკობს, ვერაფერი გავიგე, - თქვა რობიკომ.
მახარესაც, ცოტა არ იყოს გაუძნელდა, მაგრამ ძალიან დაძაბა ყურადღება და გაიგო, რას ბუზღუნებდა შავი ღრუბელი. მაშინვე თვალები აუწყლიანდა, შეეცოდა საწყალი ღრუბელი.
- მოდი, თან წავიყვანოთ“- შესთავაზა თანამგზავრებს.
- ჩვენთან რა უნდა, - გაიკვირვა ქოლგოსანმა - რა უნდა გააკეთოს წარსულში. წვიმას იპოვის, თუ რა. თუ პოვნაა, აქაც იპოვნიდა.
- შეიძლება ვერც წვიმა იპოვოს, ვერც ვერაფერს მიაღწიოს ამით, მაგრამ ცოტათი ხომ გაერთობა? გულს გადააყოლებს მოგზაურობას. სულ ასე ცუდ ხასიათზე ყოფნა ძალიან ძნელია. შეიძლება წნევამ აუწიოს. არც არავინ ჰყავს გვერდით, რომ სამკურნალო წვეთები დაუსხას. - აქ მახარეს გაახსენდა, დათუნას ბებიები წვეთებს რიგრიგობით როგორ უსხამდნენ ერთმანეთს.
- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რობიკოს სთხოვე ნებართვა, - თქვა ქოლგოსანმა.
- თუ შენი ძველი ნაცნობია, წამოვიდეს, - ქოლგოსანს მიმართა რობიკომ.
- როგორც ეტყობა, იდეა მართლაც ყველაზე ძვირფასი რამეა ამქვეყნად, - ყურში უჩურჩულა მახარემ ქოლგოსანს. - რობიკომაც შესანიშნავად იცის მისი ფასი. უფრო თავაზიან მასპინძელს ვერსად შეხვდები.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, - საპასუხოდ ასე უჩურჩულა ქოლგოსანმა მახარეს და მანქანიდან გადახტა. მარჯვედ გაშალა თავისი ქოლგა და ისე სწრაფად დაატრიალა, თვითმფრინავის პროპელერი გეგონებოდათ, თან კალიასავით დახტოდა აქეთ-იქით. ბოლოს ერთი მაგრად დაჰკრა ფეხი მიწას, მაღლა შეხტა და ცაზე მობუზღუნე შავი ღრუბელიკსენ გაფრინდა თავისი ქოლგით. რამდენიმე ხანს წერტილივით მოჩანდა, მერე სულაც თვალს მიეფარა. ახლა ცაზე მხოლოდ შავი ღრუბელი ჩანდა. უეცრად ეს ღრუბელი ადგილიდან დაიძრა, მანქანისკენ გამოემართა. რობიკო ეჭვით უთვალთვალებდა, მახარეც აწრიალდა. როგორც იქნა, ქოლგოსანიც დაინახეს, გაშლილი ქოლგა გამოედო შავი ღრუბლისთვის და ძალისძალით მოჰყავდა.
- ეჰ, ამაოა ყველაფერი, ამაო... - ბუზღუნებდა შავი ღრუბელი. - მე წვიმას ვერასოდეს ვერ ვიპოვი.
- იპოვი, ნუ გეშინია, - უთხრა ქოლგოსანმა, მანქანის კარები გამოაღო და შავ ღრუბელს უბიძგა.
- ვერა, ვერ ვიპოვი. - ამ სიტყვებით შავი ღრუბელი მანქანაში შეძვრა.
შავმა ღრუბელმა მანქანაში დიდი დავიდარაბა გამოიწვია. ჯერ იყო და მთელი მანქანა აავსო, დანარჩენებისთვის ადგილი აღარ დარჩა. თანაც სულ ნაპერწკლებს აფრქვევდა, მის გვერდით თავს მშვიდად ვერ იგრძნობდი.
- ასე არ შეიძლება, შავო ღრუბელო, - ტკბილი ღიმილით უთხრა მახარემ, - თანაც ეს ნაპერწკლები... სჯობია მათ გაუფრთხილდე, იქნებ სხვა დროისთვის უფრო გამოგადგეს.
შავმა ღრუბელმა ერთი კი გაუსწორა თვალი მახარეს, მის ტკბილ ღიმილს და მაშინვე დაემორჩილა, რაც კი შეეძლო, შეიკუმშა. ოღონდ ამ შეკუმშვის შედეგად ძალიან ჩამუქდა, უფრო საშიშარი შესახედავი შეიქნა.
მერე მისთვის ადგილის მოძებნაზე ატყდა ერთი ამბავი. რობიკომ ლითონისებური ხმით გამოაცხადა, ჩემს გვერდით ასეთ თანამგზავრს ვერ მოვითმენო, მანქანის მართვაში ხელს შემიშლისო. ბოლოს ასე განაწილდნენ: რობიკოს გვერდით მახარე უნდა დამჯდარიყო, შავი ღრუბელი და ქოლგოსანი უკანა სავარძლებს დაიკავებდნენ.
შავმა ღრუბელმა ლამის მთელი სავარძელი მიისაკუთრა, მის გვერდით ქოლგოსანი ძლივსღა ჩანდა... თან ვერა და ვერ ისვენებდ, რამდენჯერმე შეუცვალა ადგილი ქოლგოსანს, ხან მარჯვნივ უნდოდა დაჯდომა, ხან მარცხნივ...
- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, - თქვა ამის თაობაზე რობიკომ.
რობიკომ ხელახლა ჩართო ძრავა. მანქანა ადგილიდან დაიძრა, ნელ-ნელა უმატა სიჩქარეს. სიჩქარის მაჩვენებელზე ისარმა ციფრ 50-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უკვე მაქსიმალური სიჩქარით მიჰქროდნენ. აქ რობიკო რკინის მარწუხით რომელიღაც ღილაკს შეეხო. სიჩქარის მაჩვენებლის გვერდით მაშინვე ეკრანი აინთო, მასზე ელვის სისწრაფით მოჰყვებოდნენ ერთმანეთს ციფრების სვეტები. თვალები ორბიტებში დაუტრიალდნენ რობიკოს, რაც დაძაბულ გონებრივ მუშაობაზე მიუთითებდა. რობიკო დროში სამოგზაუროდ ემზადებოდა, ამისთვის კი უამრავი განტოლების ამოხსნა იყო საჭირო.
მალე მათ ირგვლივ რაღაც უცნაური ამბები დატრიალდა. ასფალტით დაფარული გზა, რომელზეც ისინი მიჰქროდნენ, სადღაც გაქრა, ჯერ არაფერი ჩანდა, ნაირფერადი გაურკვეველი კორიანტელის გარდა, რომელიც სპირალივით ბრუნავდა მანქანის ირგვლივ. მერე ის სპირალიც გაჰქრა და მოგზაურებმა მწვანედ დაბურულ ტყეში ამოყვეს თავი.
- სადა ვართ? - იკითხა გაოცებულმა მახარემ.
- ზუსტად იქ, სადაც ვიყავით, - გამოეხმაურა რობიკო.
- კი, მაგრამ ასფალტიანი გზა ?
- წარსულში მის ადგილას ტყე იყო.
ამ დროს ხვრინვის ხმა შემოესმათ, თურმე ქოლგოსანს ჩასძინებოდა.
- ქოლგოსანო, გაიღვიძე, წარსულში ვართ უკვე, - შესძახა მახარემ.
ქოლგოსანმა ბარაქიანი ამოხვრინვა დაუბრუნა პასუხად. თეთრი, მსუბუქი წვერ-ულვაში ბუმბულივით უფრიალებდა.
შავმა ღრუბელმა ითავა მისი გაღვიძების საქმე, წარრრრრსულში ვარრრთ! ისე დასჭექა, რომ ქოლგოსანი ნახევარ ადლზე შეხტა და გამოეღვიძა.
- რა საჭიროა ამდენი აურზაურის ატეხა, ისედაც გავიღვიძებდი, - აბუზღუნდა იგი, პირველი გადახტა მანქანიდან. მახარე და შვი ღრუბელიც გადმოვიდნენ და იქაურობას დაუწყეს თვალიერება.
საოცარი სილამაზე სუფევდა მათ ირგვლივ. სიმწვანე ისე ბარაქიანად ბიბინებდა, თავის დღეში რომ არ ენახათ. ათასფერ ყვავილებს მოერთოთ იქაურობა. მათ შორის, ფერის სიმვეთრით გამოირჩეოდა ალისფერი ყვავილი, სწორედ ის, რისგანაც ძალზე ჭახჭახა ფერის ალისფერ ბუნებრივ საღებავს ამზადებენ.
- ოჰ, რა სილამაზეა! - თვალები აღტაცებით აუციმციმდა მახარეს.
- ნეტავი შემეძლოს ამ ალისფერი ყვავილების წვიმით მორწყვა, - ამოიოხრა შავმა ღრუბელმა. - ერთი ორად გავალამაზებდი...
ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ძახილი მოესმათ.
- რაღას უყურებთ, წავედით...
ქოლგოსანი ეძახდათ. მას დრო არ დაუკარგავს, სასწრაფოდ ამოიოხრა მიწიდან ალისფერი ყვავილის ნერგი და ახლა უკვე მანქანაში იყო მოკალათებული. რაც შეეხება რობიკოს, იგი საერთოდ არ გადმოსულა მანქანიდან. მახარე და შავი ღრუბელიც შეძვრნენ მანქანაში. რობიკომ ძრავა ჩართო, მანქანა მწვანე ხავერდივით რბილ მოლზე გაგორდა. ფერადი სპირალი ისევ დატრიალდა მათ ირგვლივ, მომცრო ეკრანზე ციფრები ელვისისწრაფით კვლავ ცვლიდნენ ერთმანეთს. მალე ფერადი სპირალიც გაქრა, ისინი ისევ იმ ასფალტიან გზაზე იდგნენ, საიდანაც მოგზაურობა დაიწყეს.
- მოვედით, - ახმაურდა ქოლგოსანი - ახლა ამ ნერგს მწვანე ტყეში დავრგავ, რათა ისევ იხაროს. ყვავილს კი მოვწყვეტ და მისგან ალისფერ ბუნებრივ საღებავს დავამზადებთ. მე ვიცი, როგორ მზადდება იგი.
ქოლგოსანს არავინ გამოხმაურებია. ყველანი რაღაც მეტისმეტად სევდიანი გამომეტყველებით შეჰყურებდნენ იმ ნერგს, რომელიც მას ასე მოწიწებით ეპყრა ხელთ. გაოცებულმა ქოლგოსანმა თვითონაც დახედა ნერგს და ნახა, რომ სულ ერთიანად გამხმარიყო, უსიცოცხლო ღეროები ეპყრა ხელთ.
- ნეტავი რა დაემართა? - გაოცებით იკითხა ქოლგოსანმა, - ასე მალე როგორ გახმა...
ამ შეკითხვის გაგონებისას რობიკომ ჭადრაკის დაფასავით აჭრელებული თავი მოაბრუნა და მწვანე უჯრას შეახო რკინის მარწუხი. მწვანე უჯრაში მცენარეების შესახებ ჰქონდა ცნობები. ზუსტად ერთი წამი სდუმდა რობიკო, თან თვალებს ატრიალებდა, მერე კი ასეთი რამ თქვა:
- ახლა უკვე ცნობილია, თუ რატომ გახმა მწვანე ნერგი. ეს მხოლოდ ჩვენთვის გავიდა ძალიან ცოტა დრო, სულ რამდენიმე წამი, თორემ ნერგისთვის თითქმის მთელი წელიწადი გავიდა. ეს ხომ მწვანე მცენარეა, მუდამ ცვალებადი, ცოცხალი არსება, საკუთარი დროის რიტმი გააჩნია, რომელიც არ ემთხვევა ჩვენი მოგზაურობის დროის რიტმს. ამიტომაც გახმა, თუ ჩემს განმარტებაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ჩემს მიერ ამოხსნილი განტოლებები შეამოწმოთ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია