მართლია შაბათია, მაგრამ ქველინიუსი მაინც გადის, რადგან წლის ბოლოა და ბოლო დღეების ნიუსები შესაძლოა ერთობ მნიშვნელოვანი იყოს. დღესასწაულები განსაკუთებით გზებზე იგრძნობა ხოლმე, დღესაც ასე იყო, როდესაც ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე თვალუწვდენელი საცობი შეიქმნა. ახალი წლის სამზადისში ქალაქის მერიაც ჩართულია - ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. რაც შეეხება სხვა ამბებს, შსს მინისტრი იყო აქტუალური, ხანძარი და პანკისელები. ასევე, დღის ამბავია, საზ.მაუს გადაწყვეტილება დახუროს ევროპის ბიურო.
გიორგი გახარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია მეზვრიშვილი - არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი იყო საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე. სოფიო ვერძეული - რატიანის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ. ეკა გიგაური - მესამე სექტორი დაინტერესდა, რა ხედვები აქვს შს მინისტრს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. სოფიო ვერძეული - შს მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე პოლიციაში ძალის გადამეტების პრობლემაზე ვისაუბრეთ. ეკა ბესელია ზვიად რატიანის საქმეზე - გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით.
ხანძარი თბილისში - ზუბალაშვილების ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენი დაიწვა. დავით ასათიანი - ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სახანძრო– სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის.
ექიმი - სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ირაკლი ქადაგიშვილი - უხუცესებს ინფორმაცია მივაწოდეთ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი - ჩვენ გვინდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ სპეცოპერაციის საქმე.
მიხეილ ჯანელიძემ ქართულ დიასპორას დამდეგი დღესასწაულები მიულოცა. სოფიო ქაცარავა - მომავალ წელს ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება.
პრეზიდენტი - როდესაც შენი პოლიტიკა, აკრძალვები და სიმკაცრეები უკეთეს შედეგს არ გაძლევს, ჯობია მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ.
კახა კახიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ციხე უნდა იყოს გამოსასწორებელი მანქანა სადამსჯელო ელემენტებით.
დაკავებული უკრაინელი - ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვით გაუხანგრძლივდა.
სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვის ფაქტების გახშირებას სისტემურ პრობლემად მიიჩნევს.
საზღვარგარეთულები:
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ვერ შეძლებს.
ისრაელმა იუნესკო-ს მისი შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა.
დიდი ბრიტანეთი „ფეისბუქსა“ და „ტვიტერს“ სანქციებით ემუქრება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ახალი წელი მიულოცა.
ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საუდის არაბეთის ორი პრინცი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
აზერბაიჯანული მედია - მილი-მეჯლისის დეპუტატებმა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის თაობაზე უკმაყოფილება გამოხატეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია