ყველაფერი არაჯანსაღი, სიგარეტი, ნარკოტიკი და სხვა საშინელებები ძალიან შორს დგანან ერთი მთავარი რამისგან, ყოველი ჯანსაღი ნაბიჯის საყრდენისგან, შინაგანი, სულიერი ძალისგან. ეს არის რწმენა, დიახ, რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისა, სამყაროს შემოქმედისა. ის უფრო მეტია ვიდრე ჯანსაღი ცხოვრება, უფრო მეტი ვიდრე არსებობა – ის არის გზა სიცოცხლისკენ. სადაც რწმენა ნაკლებია იქ ბოროტება ხშირად იმარჯვებს და ჩნდება ძალიან ბევრი საშუალება ყოველივე არაჯანსაღისა. ჩნდება ბოროტება, რომელიც რაღაც ნივთიერებებშიც კი ძვრება ადამიანის დასაღუპავად. განა ვინმე დაიჯერებს, რომ ღვთის რწმენით სავსე ადამიანი შეგნებულად სიგარეტს მოწევს, ნარკოტიკს მიიღებს ან სხვა რაიმე არაჯანსაღს გააკეთებს?ხშირად ხდება, ადამიანი სიგარეტს, ჭარბ ალკოჰოლს და, შესაძლოა, ნარკოტიკსაც ეტანება დიდი პრობლემების წინაშე ყოფნის დროს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მას არ სწამს კაცთმოყვარე ღმერთის არსებობა? განა სჯერა, რომ უფალი დაეხმარება? – ალბათ, არ სწამს, არ სჯერა… და „ხსნას“ ეძებს ბოროტებით გაჟღენთილ ამ ნივთიერებებში, რომლებიც მიღების შემდეგ მის სულში სძვრებიან და მთლიანად იპყრობენ რწმენისთვის განკუთვნილ ადგილს, რაღაც ეიფორიებებით და გაბრუებებით თითქოსდა ათავისუფლებენ ყოველგვარი პრობლემისაგან. ყველას გექნებათ ნანახი მათზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, დამონებული ადამიანები. ამ დამოკიდებულებას და შებოჭილობას, თან მოყვება ფორიაქი, მოუთმენლობა, სულიერი სიმშვიდის რღვევა – კიდევ რამდენიმე არაჯანსაღი შედეგი. ამ სიას შეიძლება მწეველებმა კიდევ ბევრი მიამატონ, რადგან მათ უკეთ იციან რას გრძნობენ.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ბევრი ჩემი თანატოლი და უფრო ახალგაზრდაც სიგარეტის აქტიური მწეველები არიან. ასაკის მატებასთან ეს დამოკიდებულება ისე ძლიერ იკიდებს ფეხს და უხილავი ჯაჭვით ისე ბოჭავს გულს, რომ მისგან გათავისუფლება ზოგჯერ მწეველსაც და არამწეველსაც შეუძლებლად ეჩვენება. ეს ასუსტებს ყოველგვარ იმედს გამარჯვებისა, რომლის მიღწევაც რწმენის გარეშე შეუძლებელია. როცა აცნობირებ, რომ რაღაც საწამლავზე ხარ მიჯაჭვული და ის გიმორჩილებს, თითქოსდა გერევა შენ, ამარცხებს შენს ნებისყოფას, გკლავს ფიზიკურად და გკლავს სულიერად, თავისთავად ხვდები – ასე არ უნდა გაგრძელდეს, საჭიროა მისი მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო მარცხი გარდაუვალია. ბევრ მწეველს ასეც უფიქრია და საკუთარი ძალებით, მაშინ როცა დაკარგული აქვს სულიერი სიმტკიცე, ნებისყოფა და რაც მთავარია – რწმენა, ერთხელ მაინც უცდია მისი მიტოვება. მაგრამ ამ ბრძოლაში დასაწყისშივე განწირულია და მარცხი გარდაუვალია.

მაგრამ თუ გვექნება რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისა, მისი შემწეობისა და კაცთმოყვარეობისა, ის დაგვეხმარება, გაგვაძლიერებს და უფრო მარტივად დავძლევთ ყველაფერს, რაც ჩვეულებრივ ძალიან რთული გვეჩვენებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება დანგრევა ბოროტებისა, გაძევება იმისა, რისი ადგილიც ჩვენში არ არის და ჩვენში შემოსაძრომად უამრავ ხერხს მიმართა, იმ უხილავი ჯაჭვის გაწყვეტა და მისგან გათავისუფლება, რომლის მოშორებაც ადრე შეუძლებლად გვეჩვენებოდა... ადამიანი რწმენით უნდა ცხოვრობდეს. რწმენა უხილავი, წმიდა ძალის არსებობაზე ბადებს სულიერად ამაღლებულ განწყობას, ოპტიმიზმს, სულიერ სიმშვიდეს და ყოველივე ჯანსაღს. მე ვფიქრობ და ალბათ ასეც არის, რომ რწმენის გარეშე დაწყებული ყოველი საქმე დასაწყისშივე განწირულია.

ნახვა: 227

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სარწმუნოება, ცხოვრება, ჯანმრთელობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters