რელიგიური განათლება, თავდასხმა დოდო გუგეშაშვილზე, პრეზიდენტის და პრემიერის ტრიბუნები, თსუს იუბილე, იუსტიცია და საზმაუ

      განათლება იწყება სკოლებიდან - მანდატურის სამსახური შესაძლოა იმ სკოლებშიც შევიდეს, სადაც ახლა არ იმყოფება. მეუფე იოანე - რელიგიების ისტორიის საგნის სწავლებას სკოლებში საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, მოქალაქემ უნდა იცოდეს ისტორიულად არსებული რელიგიების შესახებ. რუსუდან გოცირიძე - სკოლებში რელიგიების ისტორიის საგნის სწავლებისთვის განათლების სისტემა მზად არ არის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 თებერვალი, 2018 /

      შეიარაღებული თავდასხმა და მსხერპლი - დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, ოჯახს იცნობდა. დოდო გუგეშაშვილის მეზობელი - სახლიდან ხმაური და ჩხუბის ხმა ისმოდა, ქალბატონი ითხოვდა შველას. კობა კობალაძე დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით - შემზარავი ფაქტი მოხდა - მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა. დოდო გუგეშაშვილის მეგობარი - ყაჩაღობას გამოვრიცხავ, რადგან შეძლებული ოჯახი არ არის. დოდო გუგეშაშვილის მეზობელი - მე-11 სართულზე სისხლიანი ხელთათმანი და პლედი ვნახე, თუმცა არ ვიცი, ისინი მკვლელმა დატოვა თუ სახლიდან კრიმინალისტებმა გამოიტანეს. დოდო გუგეშაშვილის სახლში თავდასხმის საგამოძიებო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ. მამუკა ჭელიძე - ოპერატიული ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახის წევრებს. დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ახლობელი - ოპერაცია დასრულდა, გვითხრეს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ირაკლი შიხიაშვილი - მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები. დოდო გუგეშაშვილის მეზობელი - სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა. მეზობელი - დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, თან ყვიროდა, მიშველეთ შვილი მომიკლესო. დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ადგილზე პროკურორი მივიდა, ადგილზე მიიყვანეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თვითმხილველიც. მალხაზ თოფურია - სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო - იმდენად მძიმე შეკითხვა იყო, მოვიტყუეთ, რომ კარგად არის. ექიმი - დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დოდო გუგეშაშვილის ყოფილი თანამებრძოლების ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს ვერსიას, რომ მომხდარი დანაშული გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ნათია მეზვრიშვილი - პირველადი ინფორმაციით, მკვლელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახისათვის ნაცნობი იყო. ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

      ვარკეთილის ამბავი - ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს. ვატო შაქარაშვილი - ხშირ შემთხვევაში სიტუაციას მედია ძაბავს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაციები მიეწოდება.

      პირდაპირი თანაკვეთა მერიის ამბებთან - ალექსანდრე ელისაშვილი - უგულავა აბრალებს ზოდელავას, ნარმანია აბრალებდა უგულავას, კალაძე აბრალებს ნარმანიას. კახა კალაძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩას თუ უბანს დავუტოვებთ დედაქალაქს.

      საპრეზიდენტო ტრიბუნა - გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო ისეთი პოლიტიკური აბსურდი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ვერ ინატრებდა, რომ ჩვენ თავს გავუკეთებდით. პრეზიდენტი - ქართული საზოგადოება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჯერჯერობით არის მოგებული. გიორგი მარგველაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია უყუროთ რუსულ პოლიტიკას და იცოდეთ, რაზე ფიქრობენ თქვენი მოწინააღმდეგეები. გიორგი მარგველაშვილი - თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ოკუპაციის ხაზზე ყველაფერი რიგზეა, ე.ი. თვითონ ვერ არის რიგზე. გიორგი მარგველაშვილი - ვისაც წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად არ მოუვა, აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს. გიორგი მარგველაშვილი - შარშან კონსტიტუციის განხილვისას, ერთი კომენტარიც არ მომისმენია როგორ წარმართეს კონსტიტუციის განხილვის პროცესი 1918-22 წლებში. გიორგი მარგველაშვილი - განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია. ექიმი - დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე, ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

      პრემიერ მინისტრის ტრიბუნა - გიორგი კვირიკაშვილი - ევროკავშირის შეფასებით, საქართველოსთვის დასახული სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს. პრემიერი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე - უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, მოსახლეობაც იყოს დამუხტული იმ დღის წესრიგით, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს. პრემიერის ინფორმაციით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მთიან რეგიონებში მინი საბაგიროების დამონტაჟება დაიწყო.

      ციანიდის საქმიდან - დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დღეს წარდგება. პროკურორი - ჩვენ მოვითხოვთ გიორგი მამალაძის დამნაშავედ ცნობას ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში. დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, პირები, რომლებიც პროკურატურის თანამშრომლები არ არიან, დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ. პროკურორი - გიორგი მამალაძე არ არის მსხვერპლი, პირიქით, ის არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელობას.

      იუსტიცია და იურისტი - ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ჩემზე ცენზურა დაეწესებინათ. ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოში თუ ვინმე არღვევს ეთიკის ნორმებს, ეს საბჭოს მოსამართლე წევრები არიან. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დროს მნიშვნელოვანია, რომ საბჭო გასაუბრების ფორმატს არ გასცდეს. თამარ ჩუგოშვილი - ცუდია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია. რევაზ ნადარაია - ანა დოლიძემ თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა - მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები სისტემას ზიანს აყენებს. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სასამართლო შეგვიძლია ვუწოდოთ. სალომე სამადაშვილი - ცუდ სპექტაკლში, ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო სცენა დამოუკიდებელ და წარმატებულ სასამართლოზე საუბარი იყო. ანა დოლიძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩემი აცილება კამპანიის ნაწილია. დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო კორპუსში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. არასამთავრობოები - კრიტიკული მოსაზრების გამო, ანა დოლიძის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან ჩამოშორება, აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს. ვასილ მშვენიერაძე - ანა დოლიძეს მოვუწოდებ, იყოს კორექტული - იუსტიციის საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს ჩვენი წარსულის და უკან მოხედვის არ გვრცხვენია, პირიქით, გვეამაყება.

      სტატისტიკა - 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემთხვევებზე მოდის. 2016-2017 წლებში განრიდების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს. პროკურატურის ანგარიშის თანახმად, ყოველ მომდევნო წელს პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი მცირდება. 2010-2016 წლებში განრიდებულ არასრულწლოვანთა 9 %-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა. იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა 2017 წელს და მიმდინარე წლის იანვარში 8023 ერთეული ყალბი ფულის სხვადასხვა კუპიურა ამოიღეს. 2017 წელს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა 185 პირის მიმართ დაიწყო, აქედან 61 მაღალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეა.

      იავნანამ რა ჰქმნა?! - პაატა ბურჭულაძე - ეს ყველაფერი სასაცილოა, ფონდ „იავნანას“ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია - მეც მაქვს კითხვები პროკურატურასთან.

      უკომპრომისობა უმბუდსმენისგან - ომბუდსმენი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, არ წავიდნენ კომპრომისზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე.

      ნამდვილად იმპორტირებული ყოფილა - საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

      საზმაუ - თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია და კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს. რომან გოცირიძე - ვეტოს დაძლევა არ უნდა მოხდეს, უმრავლესობა უნდა მიხვდეს, რა დიდი შეცდომები აქვს ჩადენილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ფრაქცია „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყების ინიციატივით მიმართავს.

      უნივერსიტეტი 100 წლისაა - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით. მიხეილ ჩხენკელი - თსუ არა მხოლოდ ცოდნის ტაძარია, არამედ წარმოადგენს ინტელექტუალურ ცენტრს და საქართველოში განათლების სისტემის ბურჯს. ირაკლი კობახიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ თსუ-ს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.

საზღვარგარეთულები:

      მიწისძვრა - ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ რაოდენობამ ოთხს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 225-ს მიაღწია.

      ბლოკი რუსეთით და ამერიკით - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა. ჯეიმს მეტისი - რუსეთი მხარს უჭერს „ბირთვული ესკალაციის“ თეორიას შეიარაღებული კონფლიქტებისას და თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას განაგრძობს. რექს ტილერსონი - თუ რუსეთის განზრახვა არჩევნებში ჩარევაა, ისინი ამისთვის გზას გამოძებნიან. სერგეი ლავროვი - დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა აშშ, ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირების პროცესს.

      გაერო - გაერო-ს გენმდივანი - ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

      „იაკუძას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს.

      თურქეთი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ობამამ მოატყუა თურქეთი და დონალდ ტრამპი იგივე კვალს მიყვება. მევლუთ ჩავუშოღლუ –ანკარა არ დაიწყებს ვაშინგტონთან აფრინში მიმდინარე ოპერაციის განხილვას. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - თურქეთი ბაშარ ასადის რეჟიმთან დიალოგს არ გეგმავს.

      სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ჩრდილოეთ კორეის და ირანის სპორტსმენებს სმარტფონებს არ გადასცემენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო ►

ნახვა: 299

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 9, 2018||1:38pm
ყველაფერს აკეთებენ რო სკოლებში რელიგია არ შევიდეს, დაჟე გადაცემას ვუყურებდი სადაც ამ არასამთაცრობოს წარმომადგენელმა ისიც არ იცოდა რო თეოლოგი შეიძლება საერო პირი იყოს
vako: თებერვალი 9, 2018||2:32pm

ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებდით იმაზე, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა აღზრდის ლიბერალური და "პროგრესული" სისტემების გაჩენასთან ერთად, მაგრამ ამ სისტემებმა ეს იმედები არ გაამართლეს. უბრალოდ აშკარა ავტორიტეტი შეცვლილ იქნა ანონიმურით, აშკარა ბრძანება – "მეცნიერულად" დასაბუთებული ბრძანებით, ფრაზა "ამას ნუ გააკეთებ" შეიცვალა ფრაზით "შენ არ მოგეწონება ამის გაკეთება". ფაქტობრივად, ანონიმური ავტორიტეტი მრავალი თვალსაზრისით უფრო დამთრგუნველიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე აშკარა ავტორიტეტი. ბავშვი მეტად ვეღარ აცნობიერებს, რომ იმართება, მშობლებიც კი ვერ აცნობიერებენ, რომ მბრძანებლობენ, ბავშვს არ ძალუძს, წინააღმდეგობა გასწიოს და ამით საკუთარ თავში დამოუკიდებლობის გრძნობა განავითაროს. მას მეცნიერების, საღი აზრის სახელით და თანამშრომლობის მიზნით იყოლიებენ და აჯერებენ, აკეთოს ან არ აკეთოს რაიმე, – ვინღა აღუდგება ასეთ ობიექტურსა და სანდო წყაროებს?

 ეს უწერია ფრომს და ძაან მომეწონა ზუსტად ესადაგება ამ არასამთავრობოების ხმაურს 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Warborne: Above Ashes Review – PvP Factions and Guild Struggles

გამოაქვეყნა Anselmrosseti_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 4:57am 0 კომენტარი

In a gaming landscape saturated with MMORPGs trying to recapture the magic of classic genre-defining titles, Warborne: Above Ashes has quietly emerged as a sleeper hit among those lucky enough to be invited into its playtests. Though still in development, the game is already drawing attention from veteran MMO players and content creators alike, not just for its aesthetics and design, but for its ambitious PvP systems and faction warfare.

This article aims to go beyond the…

გაგრძელება

Lamine Yamal: The Prodigy Shaping The way forward for Soccer

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:48am 0 კომენტარი







In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters