დღე ერთია და დღეში ათასგზის იცვლება ამინდიო, თუმცა ამჯერად პოლიტიკურ და ნიუსლისტურ ამბებზეა საუბარია. დღის მეინსტრიმული აღმოჩნდა ჯერ სინოდის ყველასთვის უცნობი და უეცრად დანიშნული კრება, საღამოს კი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ამბავი.
პატრიარქმა ცხვრების შეწირვაზე იქადაგა, და როგორც ხდება ხოლმე, უმალვე განმარტება გაკეთდა, რომ ცხვრების შეწირვა ნებაყოფლობითი აქტი იქნება. თუმცა საეკლესიო საკითხები უფრო მნიშნელოვანი იყო სინოდის დღევანდელი მოულოდნელი სხდომით. შესვლისას მღვდელმთავრები აკეთებდნენ განცხადებას, რომ არც კი იცოდნენ რატომ იკრიბებოდნენ - მეუფე გრიგოლი - სინოდის სხდომა გუშინ დაინიშნა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა. მამა მიქაელ ბოტკოველი - ეჭვი მეპარება, რომ სინოდის სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრონ. მეუფე პეტრე - დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა. მეუფე ზოსიმე - მგონია, რომ სინოდის სხდომა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან იქნება დაკავშირებული. ედიშერ ქარჩავა - სინოდის დღევანდელ სხდომას ვერ დავარქმევთ რიგგარეშე სხდომას, ჩვეულებრივი სხდომაა. უკვე სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება - მეუფე პეტრე - წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია ეკლესიისთვის, მე კი გაფრთხილება არ მიმიღია. მიტროპოლიტი იოანე - სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმემ მონასტერში წასვლა ითხოვა, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება. მიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, საპატრიარქო იმსჯელებს, შეუჩეროს თუ გაუგრძელოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება. მიტროპოლიტი იოანე - სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა. და უკვე დღის ბოლოს გამოქვეყნდა წმინდა სინოდის სხდომის ოქმი - იხილეთ განჩინება.
რიგგარეშე სინოდი და რიგგარეშე პარლამენტის სხდომა, ოღონდ დაანონსებით - საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა.
რეზონანსული იყო გუშინდელი აქციაც და დღეს განხილვებიც ამოვიკითხეთ. ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, გაარკვიოს, ვინ გასცა ბრძანება, ბლოკირებული ყოფილიყო თბილისის საკრებულოს შენობა. საპარლამენტო უმცირესობა საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. მამუკა ახვლედიანი - საკრებულომ ძალისმიერი მეთოდებით მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ. რომან გოცირიძე - ეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე საკრებულოს პატარა, ჭიაღუა ჩინოვნიკების მიერ. ხათუნა სამნიძე - იმისთვის, რომ ქონება 1 ლარად გადასცემოდა ბიძინა ივანიშვილს, მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მობილიზებული. ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთის მიწის და პუშკინის სკვერში მიწის გადაცემის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში გაასაჩივრებს. ნიკა მელიას განცხადებით, მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა - ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან. მამუკა მდინარაძე - რასაც ოპოზიცია ქონების ერთ ლარად გადაცემას არქმევს, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება. გიორგი ალიბეგაშვილი - ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს ვიდეო რგოლს, სახელით „გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ“. გიორგი კვირიკაშვილი - სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ. პრემიერი - დასრულდა ის ხანა, როცა ოპოზიცია წარმატებულად ახერხებდა სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. “ევროპული საქართველო” თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ზაქარია ქუცნაშვილი - თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო. გრიგოლ ლილუაშვილი - თუკი მე ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დავიწყებდი და პოლიციელების თავზე გავივლიდი, შენობაში არ უნდა შევეშვი. საკრებულოსთან ”ნაცმოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირი მომდევნო სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლეს.
არჩევნების წარდგენები და პრემიერის გამოსვლები ყოველ წარდგენაზე - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. გიორგი კვირიკაშვილი - ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს. გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერი მოუწოდებს ყველას, ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდოს.
პრემიერის ახალი თავსატეხი - ზაქარია ქუცნაშვილი - მომავალი წლიდან პრემიერი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად წარსდგება ანგარიშით.
სოზარ სუბარი - აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.
დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა!
რუსეთი მოგვიწოდებს - რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. მიხეილ ჯანელიძე - მოველით, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად.
ძლიერი საქართველოსი რა ვთქვათ, მაგრამ ძლიერი მოკავშირე ვართ - მიხეილ ჯანელიძე - საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია. ვიქტორ დოლიძე - საქართველო მზადაა, ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააფართოვოს.
ბავშვები ჩქარა - ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ.
ფაროსანა ადამიანს არ ვნებს - პაატა იმნაძე - აზიური ფაროსანა არ იკბინება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
დღის ბოლოს კი სუიციდი და მძიმე ამბავი - ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს - მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ზაზა კოლელიშვილი - ლიკა ქავჟარაძეს თავის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონია. პრემიერი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე - ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა.
საზღვარგარეთულები:
დამოუკიდებელი კატალონია - კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მიხეილ გორბაჩოვი - რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - კატალონიის ლიდერის მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადება მიუღებელია და საჭიროა მადრიდთან დიალოგის გამართვა. კატალონიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი - კატალონიის ხელისუფლება არ აზუსტებს თუ რა დრო დასჭირდება მადრიდთან დიალოგის დასამყარებლად.
ჰიზერ ნაუერტი - თურქეთში აშშ-ს საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება თეთრ სახლთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით მიიღო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 24, 2026.
საათი: 10:40am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია