ელექტრონული კომუნიკაციის რეგულაცია, გამოფეისბუკებული არჩევნები და რუსეთის რიტორიკა

      ჩინეთი რისი ჩინეთია ეკონომიკური ზრდა არ ჰქონოდა სულ მალე, თუნდაც კორონას პერიოდშივე. დღის ამბები ელ კომუნიკაციების კანონია, ასევე რუსეთის რიტორიკა და საარჩევნო რეიტინგები და კანდიდატებით ტრაბახობანა. ძალიან ჩამოცხა დღეს, თუმცა 18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. დოლარის კურსს რაც შეეხება - აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ივლისი, 2020

      კორონას პერიოდი - ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება. გიორგი კანდელაკი - მივმართავ მთავრობას კითხვით, გაივლის თუ არა ორკვირიან კარანტინს დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა? თუ არ გაივლის - რატომ არის გამონაკლისი? ბრიუსელიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი კარანტინში არ იმყოფება, ის დღეს მთავრობის სხდომას დაესწრო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას ზოგიერთ მედიკამენტზე ფასის შესაძლო მომატების თაობაზე, არ იზიარებს. ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი - გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლოა დეფიციტი შეიქმნას, ფასის მატება, სავარაუდოდ, 7-10% იქნება. საგარეო უწყება განმარტავს, რომ დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

      საარჩევნო გამოფეისბუკება - „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქს“ მიმართეს, წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა.

      ზრდა - კობა გვენეტაძის შეფასებით, ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტია.

      ელ. კომუნიკაციების კანონი - სერგი კაპანაძე - სამარცხვინო კანონია, ეს კომიტეტიც სამარცხვინოდ იქცა და თავმჯდომარეზე აღარ ვიტყვი არაფერს წევრებთან ერთად. ლუიზა ვინტონი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც ჩვენ ველოდებით 2020 წელს, იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება. მეთიუ ბრაიზა - ვშიშობ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული. „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რომან კაკულიას - ჩვენი კომპანია არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე არ წასულა, არ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას!

      მიკროფონი პრემიერისთვის - გიორგი გახარია - ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. „განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ აბიტურიენტთან, რათა მან წელი არ დაკარგოს. წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ქვეყნისთვის უნიკალური პარკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის. თელავისა და ყვარლის სოფლები დაისეტყვა, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამიტომ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და მოქალაქეებს მივეხმაროთ. ვაშაძე გახარიას რეიტინგზე - ტელევიზორში ლამაზად საუბრობდა, კაბინეტს იქით კი კატასტროფა ხდება.

      შაქარას საქმე - სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი - საქმის ახალ მასალებში არანაირი მტკიცებულებები არ არის, რაც დაამტკიცებს რაიმე შემხებლობას გარდაცვლილთან. შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე - სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი

      რუსეთის რიტორიკა - გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა შეცვლილია და განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ პარტნიორ ქვეყნებსაც. რომან გოცირიძე - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება შეურაცხმყოფელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. რუსეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიში - საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა მხრივ ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

      ბათუმური მმართველობა - „ლელოს“ წევრი - რაც ბათუმის მერიაში ხდება, სრული უსინდისობაა. აჭარის უმაღლესი საბჭო საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა.

საზღვარგარეთულები:

      კოვიდ მსოფლიო - სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 6 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 167 ადამიანი გარდაიცვალა.

      ომი კავკასიაში - სომხეთის თავდაცვის მინისტრი - აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონის უსაფრთხოებაზე მოახდინოს ზეგავლენა. ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა.

      როცა მწარმოებელი ხარ - ჩინეთში ეკონომიკური ზრდა განახლდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 188

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters