რუსეთმოყვარე ბიბილოვი და გაწვეული ელჩის პრობლემა საქართველოში

      გაზაფხულის პირველი თვე მიიწურა. მართალია, ამ თვეში გაზაფხული მხოლოდ ბოლო დღეებში ვიგრძენით, მაგრამ კლასიფიკაციას ვერაფერს მოვუხერხებთ. უკრაინაში კლავ ომია და კვლავ მედგრად დგანან პუტინის ტანკების წინააღმდეგ. ტანკები გადაადგილდებიან. ჩვენთან დღეს რეფერენდუმის დღე აღინიშნება, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ასევე ელჩის გაწვევის პრობლემატიკაზე ისმოდა ბევრი და ბაბილოვის გუშინდელ განცხადებაზე რუსეთთან მიერთების შესახებ. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0896 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 31 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.

      უკრაინის ამბები უკრაინიდან - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა. გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება - ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები. ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება - დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით. ზელენსკის განცხადებით, ის ქაოსი, რაც რუსეთმა უკრაინულ მიწაზე მიიტანა, ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. ზელენსკი ნიდერლანდების პარლამენტს - საჭიროა უფრო ძლიერი სანქციები, შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან. ზელენსკი ბელგიის პარლამენტს - არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ანტვერპენში გაყიდული ბრილიანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრძოლა, რომელსაც ვაწარმოებთ - მშვიდობა ბრილიანტზე ბევრად მეტი ღირს. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მარიუპოლისთვის საევაკუაციო დერეფნები შეთანხმდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 17 500-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ მას აქვს „მცირე ოპტიმიზმი“ სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ. უკრაინული მედია - უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების ჯგუფი გაანადგურეს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ. უკრაინული მედია - ოკუპანტების ნაწილი ჩერნობილს ტოვებს და უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ გადაადგილდება. რუსმა სამხედროებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

      უკრაინის ამბები მსოფლიოდა - ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთს დროის დაზოგვა, აღდგენა და სამხედრო შანტაჟისთვის, ახალი, მგრძნობიარე ადგილების პოვნა სჭირდება - თუ დასავლეთში ვინმეს ჰგონია, რომ სიტუაცია მშვიდდება, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ. სერგეი ლავროვი „თალიბანის“ ერთ-ერთ ლიდერს ჩინეთში შეხვდა. ტაივანის თავდაცვის მინისტრი - ტაივანი უკრაინის მიერ გამოყენებულ საომარ ტაქტიკას სწავლობს. უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 148 ბავშვი დაიღუპა და 232 დაიჭრა. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთა შორის არიან მედიის მფლობელები და გენერალი, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ. იტალიის პრემიერი - პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არ არის. იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს მთელი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ვლადიმერ პუტინი - უსასყიდლოდ არავინ არაფერს მოგვყიდის და არც ჩვენ ვაპირებთ ქველმოქმედებას. თურქეთი ინიციატივით გამოდის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს. პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. იენს სტოლტენბერგი - რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან - ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევას ველოდოთ. რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს შეეხება. ფრანგი მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რუსეთმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ჯო ბაიდენი - როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაშია და არის გარკვეული მინიშნებები, რომ გაათავისუფლა ან შინაპატიმრობა მიუსაჯა ზოგიერთ მრჩეველს.

      გაწვეული ელჩი - იაგო ხვიჩია - იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა - ეს არ მოხდა, რაც იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა. გიგა ბოკერია - ჩვენი საქმე არაა იმის გარჩევა, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი რით არის უკმაყოფილო თუ კმაყოფილი ელჩით - მე ვიცი ის, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან. გიორგი ვაშაძე - უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ელჩის გაწვევის თაობაზე, დემარშია - კიდევ მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ამ ვითარებაში საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ხაზი ბოლომდე არ გადაჭრა. ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო - გამომდინარე აქედან, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა. გია ვოლსკი - უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან.

      ბაბილოვის პროვოკაცია თუ რუსეთის ახალი რეალობა - ბექა დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე - როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. გიგა ბოკერია ბიბილოვის განცხადებაზე - მტერი ბოლომდე აფორმებს ანექსიას - მტერი მოქმედებს და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცევა. პაატა დავითაია - რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ამზადებს. მიხეილ სააკაშვილი - მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა - ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ზურაბ ბატიაშვილი ბიბილოვის განცხადებაზე - ეს ქართულ დიპლომატიასაც უხსნის კიდევ ერთ არგუმენტს, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დააყენოს საკითხი, რომ ამ ნაბიჯებთან მიმართებაში სანქციები დაემატოს რუსეთს. დავით ზალკალიანი - მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა. გიორგი ვაშაძე - როგორ ფიქრობთ, ბიბილოვმა თვითონ გააკეთა განცხადება? ეს მისი პოზიციაა თუ რუსეთის?! ანზორ ბიწაძე - ბიბილოვის განცხადების შემდეგ განგაშის ხმა უნდა ისმოდეს, პოზიციიდანაც, ოპოზიციიდანაც, საზოგადოებიდანაც, სად არის ეს ხმა? გრიგოლ ვაშაძე - არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ამ „კლოუნადას“, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება და რუსეთის აგრესორი ეწევა, არ ექნება.

      ზვიადის დღე - ირაკლი ღარიბაშვილი - 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისკენ, ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო. გიორგი გახარია - დღევანდელი თარიღი იმის დასტურია, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო. შალვა პაპუაშვილი - 31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

      ავსტრალიური გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში“.

      ფასთა ზრდა - ოთარ შამუგია - პირველად პროდუქტებზე ფასები მომატებულია, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რაც რეგიონშია და მთელ მსოფლიოში ხდება. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ უკრაინას. ჩვენ ფერმერებს ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დასრულებული მარკეტინგით და ბაზრებზე წვდომით.

      საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

      ანა დოლიძე - დღეს ის ვითარება გვაქვს, როდესაც ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი ახალი, სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters