ქველინიუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საზღვარგარეთული ამბები, რომელიც ბოლო დღეებია ისეთი დიდი ოდენობით განიხილება ჩვენს მედია სივრცეში, უკვე რთულია თქმა, რამდენადაა საზღვარგარეთული ის, რაც მთელს მსოფლიოს აწუხებს? ცხადია, ირანსა და ამერიკის დაპირისპირების ამბავი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს გასცდა (საზღვრებში არც არასოდეს ყოფილა). ჯერ თვითმფრინავი აფეთქდა, შემდეგ კი ირანმა ამერიკის ბაზაზე შეტევა განახროციელა. ქვეყნის შიგნით მთავარი ამბავი დეკანოზ გიორგის გარშემო ვითარდებოდა, ასევე საბჭოთა საბაგირომ დააგროვა რამდენიმე ნიუსი. ზამთრის ამბავი - 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში თოვლია მოსალოდნელი.
მოშიმშილე დეკანოზი და მამხილებელი ძმა - მიხეილ რამიშვილი - ყველანაირად ვეცდები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადავათქმევინო. დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. თორნიკე მამალაძე - მინდა, რომ ჩემმა ძმამ უფლება მომცეს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრო და რა ფორმით მოხდება ეს, ამას ციხეში მისი მონახულების მერე ვიტყვი. სახალხო დამცველი მზადაა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს. მიხეილ რამიშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ - მისი მკურნალობისთვის მიზანმიმართულად არაფერს აკეთებენ. პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს. თორნიკე მამალაძე - საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება მტკიცებულებები იმ პრობლემებზე, რომელიც საპატრიარქოშია - ვინც წინა ფლანგზე იდგა საშობაო წირვაზე, მათ ეხებათ. გიორგი კახიანი - გამოვრიცხავ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხელოვნურად ხდებოდეს. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. „თავისუფალი საქართველო“ - დეკანოზ მამალაძის საქმე ხელახლა უნდა იქნეს გამოძიებული. ნინო ლომჯარია - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
მოზარდის საქმე - გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მარიანა ჩოლოიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
საბჭოთა საბაგირო - მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, მათი მენეჯმენტის ქვეშ არ არის. ლევან ალაფიშვილი - ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენება კანონდარღვევაა და ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა უნდა დაიწყოს. ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს-მა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო
საზღვარგარეთულები:
ახალი ომი ირან-ერაყში - აშშ-ში ჯარისკაცებს ახლო აღმოსავლეთში აცილებენ - „ჩვენ ომში მივდივართ მეგობარო!“. საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს. CNN-ის ინფორმაციით, ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა და დაჭრილთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება. თორნიკე შარაშენიძე - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ირანელებმა ამერიკელები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ამ მიმართულებით გაუშვებდნენ ბომბებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე - დონალდ ტრამპი - ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. თენგიზ ფხალაძე - მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ არსებობს - მგონია, რომ ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს. აიათოლა ალი ხამენეი - ჩვენ აშშ-ს სახეში სილა გავაწანით. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ლევან ბოძაშვილი - თუ ირანი აშშ-ის გარდა კიდევ 2 სხვა სახელმწიფოს დაარტყამს, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დადგება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე - თუ ახლო აღმოსავლეთში ვითარება სამხედრო ესკალაციისკენ წავიდა, ნავთობის ფასები მოიმატებს, თანაც, მნიშვნელოვნად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობთ ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას - შეშფოთებული ვართ ცნობებით მსხვერპლის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი დონალდ ტრამპის გვერდით დგას - ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინონ. ირანის პრეზიდენტი - რომ არა სოლეიმანის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ევროპის დედაქალაქები ახლა დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ. „როიტერსი“- ინფორმაცია ქუვეითიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ ჰაკერული თავდასხმის შედეგად გავრცელდა. დონალდ ტრამპი - ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა. აშშ ირანულ რეჟიმს დამატებით სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს. ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია - ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. სანამ აშშ-ს პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ირანის ატომური სადგურის ტერიტორიასთან მიწისძვრა დაფიქსირდა.
დასაფლავება დასაფლავების მიზეზი - ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადადეს. გადაწყვეტილება გენერლის მშობლიურ ქალაქში მომხდარი ჭყლეტის გამო მიიღეს, რომლის დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, 35 ადამიანი დაიღუპა და 190 დაშავდა. ყასემ სოლეიმანი მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს.
„როიტერსი“ - ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა და ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა - თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. BBC - ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა და არა ტერორიზმი. სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მედიის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში კანადის, ირანის, უკრაინის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ირანში უკრაინის საელჩომ თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წაშალეს და დააზუსტეს, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვიმფრინავის „შავი ყუთი“ მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს.
საშვილთაშვილო დანაშაული - ავსტრალიაში ტყის ხანძრის განგებ გაჩენაში 24 ადამიანია ბრალდებული.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია