თითქმის არ ვწერ ხოლმე ვრცელ პოსტებს და ბლოგშიც აქამდე არაფერი დამიპოსტია, მაგრამ რამდენიმე დღისწინანდელმა სიბრაზემ ჯერ კიდევ ვერ გამიარა და მინდა ჩვენი კულტურის და ხალხის ერთ მოუშორებელ ჭირზე დავწერო.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ყველა წერს, ყველა ამბობს რომ ცუდია, იქმნება მრავალი სხვადასხვა პროექტები, გამგეობები ალაგებენ და ასუფთავებენ, ინტერნეტ აპლიკაციებს აკეთებენ კომპანიები, კანონებს იღებს პარლამენტი და ა.შ. მაგრამ მაინც არაფერი ეშველა.
იმ დღეზე მინდა საუბარი, რომელზეც მრავლად ვხვდებით ხოლმე სტატუსებსა თუ ფოტოებზე "რა ლამაზი დღე იყოოო" "ყველაზე მაგარი ადგილიი" და ა.შ. სიონის წყალსაცავი ერთ-ერთი მშვენიერი ადგილია, რომელიც თბილისიდან არც ისე შორსაა, მაგრამ საკმაოდ გრილა, წყალიც უხვადაა და ბუნებაშიც ისიამოვნებთ, ანუ დასვენებისთვის საჭირო კომფორტი სრული სახით არის.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს ქართველი, რომელსაც ჩვენი მთა-ბარის, სამშობლოს, მამულის, მიწა-წყლისა თუ მდინარისა და უდაბნოს, ცვრიანი ბალახის თუ გამხმარი თვისი სადღეგრძელო არ დაულევია, განსაკუთრებით მაშინ თუ ბუნებაში ქეიფობს. სწორედ იმ ბალახის სადრეგრძელოს მიირთმევენ, რომელზეც კარგად დანაყრებულნი, ნასუფრალის ნარჩენებს (პარკი, სალფეტკი, ბოთლი და ა.შ.) მიმოფანტავენ და თან ისე და იმდენს, რომ სხვას, იმავე ადგილას მისულს, აღარც ქეიფი უნდა, აღარც სამშობლო უყვარს და აღარ ბუნების სილამაზით ტკბობის სურვილი აქვს შერჩენილი.
გარემოს დამცველებმა დაალაგონო, რა ვქნა არ არის ნაგავსაყრელები, არ გააქვთ ნაგავიო, სახლამდე წავიღოო - გაიგონებთ ასეთ არგუმენტებს. მაგრამ ადამიანები ექსკურსიაზე ძირითადად ავტომობილებით ან მარშრუტკებით გადაადგილდებიან, რომელსაც სუფრიდან არც ისე შორს აჩერებენ ალაგებულის გადატანა, რომ ვერ შეძლონ უახლოეს ნაგავსაყრელამდე. ლაშქრობის შემთხვევაში, თუ საჭმლით სავსე ბარგის თრევა არ ეზარებათ ზურგით, იმისთვის, რომ კარგად მოილხინონ, იდღეგრძელონ "მამულის სიყვარული", რატომ არის შეუძლებელი ცარიელი "პარკებით" და ბოთლით უკან გამობრუნება? ასეთ ვითარებაში, სიონის წყალსაცავზე, სადაც ტყე ნაგვით იყო სავსე, დაგვხვდა ერთ წყვილი, რომელსაც თავად მოეწყო ტყეში ნაგავსაყრელიც, მაგიდაც, კარავიც, წყლის დასაგროვებელი ავზიც, მაყალიც თავის ადგილას დაედგა და ხელსაბანიც. ცხოვრობდნენ რამდენიმე დღე, ტკბებოდნენ ბუნებით და მათ შემხედვარე სხვა ადამიანებსაც ასეთი მამულის და ბუნების სიყვარულისკენ უბიძგებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი და განსაკუთრებული შემთხვევაა, ამის მიღმა მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი სადაც ჩვენი სიავე ჩანს და კითხვაზე თუ რატომ აკეთებენ ამას ქართველები, პასუხის გაცემა არც ისე მარტივი და სასიამოვნოა.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია