შენი ფანჯრის სარკმლიდან
დნება ვნება სიცივის,
გაყინული ფიქრებით,
სურათები მიცინის.
ნება-ნება მიწა ცას,
ალაგ-ალაგ მიბარებს,
გულიანი ღიმილი…
ალბათ გამომიდარებს.
გაყინული წვეთები
მარგალიტად ქცეული,
ალბათ დილის ნამია,
დროში გამოქცეული.
ზამთრისფერმა გრძნობებმა,
მიწის თოვლი მახურა,
მომეწება, დამადნა
კალთა გადამახურა.
სასიცოცხლო სხივებით,
ჰორიზონტში ჩავრგულვარ,
უფრო მეტიც მომხდარა
მზესთან გადავკარგულვარ.
ჩაბურული ღრუბლებიც ,
სიცივით რომ თბებიან,
დედამიწას ღობავენ
სითბოს ეფარებიან.
შენი ფანჯრის სარკმლიდან
ქვეყნის სითბო თვალებში,
მოსჩანს ვიცი ასეა
მზე გაქვს სიმხურვალეში.
შენ შარმი გაქვს თითქოს და
სამოთხის დაისია,
სიბნელესაც ჩამიქრობ
ესეც საკმარისია...
მოძრაობის მანერით,
დროს რომ ლექსი აყოლო,
გაჩერდება, ეცდება
თვალი გამოგაყოლოს.
რომ სამყაროდ მისუნთქო,
რომ სამყაროდ მიდარო,
გამოაღე ფანჯრები,
უნდა გამომიდარო,
თვალთახედვის არეში,
ცარიელი ფონია,
გამიღიმე გამითბე,
თეთრი პოლიფონია,
სხივებივით კაშკაშებ,
სითბო ფერებს გაკუთვნებს,
ეს სამყარო შენია,
მოდი … დაესაკუთრე!
შენი ფანჯრის სარკმლიდან,
ყვავილები ხედავენ
რომ შეყვარებულები
პირველ კოცნას ბედავენ.
გააჩერე ეს წამი,
მერე რა რომ რთულია,
ამ გაყინულ ჰაერში
ეს ხომ სასწაულია,
რომ პირველი გრძნობები,
თოვლივით რომ სუფთაა,
რომ პირველი "მიყვარხარ"
სულის ფეთქვის სუნთქვაა,
გამაჩერე მეარღნედ,
გამაჩერე მგოსანად,
ოღონდ ვრჩები მე შენში,
გულის სტიქაროსანად.
მშვიდი არის ჰაერი,
რადგან მე მაქვს იმედი
რადგან ვხვდები სამოთხის
სარკმელთან რომ მივედი
იქ კი დამხვდი საწყისად
ზამთრის დასასრულისა,
რადგან ბუდობ ჩემს გულში
ვნებად გაზაფხულისა.
ლექსს კი სტრიქონს ვუჩერებ,
დაორთქლილი სარკიდან,
სტროფებს ვშლი და კვლავ ვიწყებ
შენი ფანჯრის სარკმლიდან
/ზურა სალუქვაძე/
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია