კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი თემა იყო პრემიერ კობახიძის ვიზიტი სომხეთში და სომეხი კოლეგის მასპინძლობა. რაც შეხება ამინდს - 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 მარტი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

საეკლესიო სიხარული - ავტოკეფალიის დღე - შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა. რელიგიის სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. მეუფე შიო - დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით - დავფიქრდეთ, რა უნდა ვაკეთოთ, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს დიდი საუნჯე, არამედ ეკლესია და ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს.

საოჯახო ცვლილება კონსტიტუციაში - „ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ, სქესის შეცვლა კი იკრძალება. ბექა ლილუაშვილი - „ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არ აქვს - მიხედონ ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას. ბექა დავითულიანი - მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ. ბექა ლილუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ვახტანგ მეგრელიშვილი - ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი - ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს. მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში. უფლებების დაცვის კონტექსტში უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, მაგრამ ამავე დროს, უნდა დავუპირისპირდეთ პოპულარიზაციას იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ეს უდიდესი გამოწვევები, რაც დაგვანახა ე.წ. თანამედროვე „ტრენდებმა“. იაგო ხვიჩია - რასაც ვუყურებ, საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია - ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე „გაპიდარასტება“. სოზარ სუბარი ლგბტ თემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - საკონსტიტუციო სტატუსი გვჭირდება, რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, თორემ სხვა კანონების დონეზე ეს ცვლილებები ქმედითი იქნება. დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს განმარტებების გაკეთება, რა პოზიციაზე დგანან და პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეთანხმებიან კონსტიტუციურ კანონპროექტს. არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციიდან ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება - როცა გვეცოდინება, რა იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას ავუხსნით, როგორ ვაპირებთ მის მიღებას. ფრიდონ ინჯია - ოდნავადაც რომ იყოს ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლგბტ თემის შეკრება რიგ შემთხვევაში იკრძალება. პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცემათ. ლაშა ტუღუში - როგორ უნდა აკონტროლონ ლგბტ თემის პოპულარიზაცია, ვინ უნდა გააკონტროლოს? - ცენზურა შემოაქვთ, თუ მორალის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა? ვახუშტი მენაბდე - თავად “ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება - მმართველი გუნდი საზოგადოებას პუტინის და სხვა ავტორიტარული ლიდერების იდენტურ ხედვას სთავაზობს.

საარჩევნო კოდექსის რედაქტირებები - შალვა პაპუაშვილი - დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს - ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა. გივი მიქანაძე - საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ ხშირად ნახევარი ან 1%-ის გამო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გვჭირდება, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს. არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს - თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას მათ ქალაქსა თუ სოფელში, მეორე მხრივ კი პარტიებმა - ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი სიიდან კამპანიის ხელმძღვანელი.

საყვედური - მამუკა მდინარაძე - აშშ-ს რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს? - ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ - ეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს.

მყარად - ნათია თურნავა - ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს.

მინისტრობა - ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა.

სააკაშვილის გათავისუფლება - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. ლევან ხაბეიშვილი - 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მოისმინოს ხალხის ხმა და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. სოფო ჯაფარიძე - პრეზიდენტ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების არმია დგას, რომლებიც მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან. თემურ ცამციშვილი - ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააკაშვილის თავისუფლება, რადგან მისი და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია. სოზარ სუბარი - როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით, არ იცის თავად ზურაბიშვილმა, მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ - როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია. პეტრე ცისკარიშვილი - საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი - ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს. არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებენ. გიორგი ბარამიძე - მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ქარში, წვიმაში, სიცივეში, რიგში იდგა და ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ირაკლი ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა და შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. ზაზა გოგავა - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ.

„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

EU-სგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის. ევროკავშირის ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებისთვის.

საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრემიერები სომხეთში - ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. ირაკლი კობახიძე - ვუერთდები სომხეთის პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება - პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, რაც არის ორ ქვეყანას შორის ძლიერი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური. ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს - მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში. ირაკლი კობახიძე - საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება. ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა.

საზღვარგარეთულები:

მედია - რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ორი ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა. პოლონეთის სეიმის სპიკერი რუსული რაკეტის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და მოხდება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება. კიევში აფეთქების ხმა ისმოდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე - უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება - ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს.

ემანუელ მაკრონი - მოსკოვში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ განახორციელა - ამ კონკრეტულმა ჯგუფმა თავდასხმები საფრანგეთშიც სცადა. ვლადიმერ პუტინი - ვიცით, რომ მოსკოვში დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება - ეს სისასტიკე შეიძლება დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით გვებრძვის.

ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია ასობით სახლი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 38

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Qwelly World

free counters