სახლიდან ლოცვა, კორონა და განათლება, ინსტრუქციები და ავტობუსები

      კორონავირუსის რიცხვები საქართველოსა და მსოფლიოსთვიტს. ამ დროისთვის, საქართველოში აღრირცხული კორონავირუსიანების საერთო რაოდენობაა - 188, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. იგივე სტატისტიკა მთელი მსოფლიოსთვის - 1323641 ინფიცირებული, აქედან ~277 გამოჯანმრთელებული და ~ 74k გარდაცვლილი. მკურნალობის რეჟიმში რჩება ~ 973K მსოფლიო მოქალაქე. სინოპტიკოსები ცუდ ამინდს გვპირდებიან, ხოლო ვალუტის ჯიხურები 1 დოლარს, 3.1740 ლარად ჰყიდიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 აპრილი, 2020

      კორონა და განათლება - ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება. პრემიერის განცხადებით, დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოშია დანერგილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში. მიხეილ ჩხენკელი - ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება. ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება. მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის ანგარიშს, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული, სამინისტროს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

      თავდაცვა კორონასთან - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს მკაცრად აკონტროლებენ. სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა ბაზარი იხურება - 2 კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და სიტუაციის მიხედვით შეიძლება გაიხსნას. დიმიტრი ხუნდაძე - კლინიკები დღეს არიან მზად, მედპერსონალიც არის მზად, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. სამეგრელოს გუბერნატორი - არ ვაპირებდით ბაზრების დახურვას, მაგრამ მათ ვერ დაიცვეს რეკომენდაციები. თბილისის აგრარული ბაზრების დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინით ისარგებლა, რამაც შესაძლებელი გახადა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დიაგნოსტიკა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე ეტაპობრივად გადავლენ. სუნთქვის აპარატების მარაგი ამ ეტაპზე არის საკმარისი. პაატა იმნაძე - უკვე შეიძლება ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს. ცოცხალ პაციენტთან მუშაობა უფრო საშიშია, ვიდრე გვამთან, რადგან ავადმყოფი სახეში გახველებს. მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდება, რადგან ძნელია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, განსაკუთრებით გადაღლილი თანამშრომლისთვის. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. უცხოელი კოლეგებისთვის ყველაფრის გაზიარება ხდება, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით - „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“. ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა ფინანსურ მხარდაჭერაზე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებები გაიმართება. გარკვეული მიზნობრივი ჯგუფის, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც გაფართოვდება. 60 წელს ზევით მოქალაქეები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

      ინსტრუქციები იმნაძისგან - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“.

      რუსთავის წერტილი - რუსთავში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, ექთანი, მძღოლი, ასევე რუსთავის კლინიკის ექიმი და ექთანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

      ეკონომიკა შეჭამა კორონამ - ნათია თურნავა - შესაძლოა, შიდა ტურიზმი მალე განვითარდეს, როცა ეს გამოწვევა გადაივლის, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი საერთაშორისო ტურიზმია.

      გაუგონრები - შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა.

      უსახლოები - ომბუდსმენი - საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან დაიცვან „კომენდანტის საათი“, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები.

      გათანაბრდა დიდი და მცირე - საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს. თეა წულუკიანი - 1-ელ მაისამდე ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება.

      ამოცანები - გიორგი გახარია - მთავარი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა და ცხელების კლინიკების ეფექტურობა.

      ცხოველები და კორონა - ვეტერინარების განცხადებით, ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კოვიდ 19-ით არ ავადობენ, ამდენად, მიუღებელია ცხოველების სახლიდან გამოყრა.

      ემიგრაცია - უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება. „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საკარანტინო ადგილები გააორმაგოს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, კომპენსაცია გადაუხადონ.

      აუსრულებელი აღსრულება - კორონავირუსის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განახორციელებს.

      ავტობუსები - გოკა გაბაშვილი მერიის მიერ 300 მიკროავტობუსის შეძენის გადაწყვეტილებაზე - უგუნური საქციელია - თვითონ კომპანიას აქვს ვალდებულება, ჩაანაცვლოს გამოუსადეგარი ტრანსპორტი. გიგლა მიქაუტაძე - თბილისის მერმა უნდა განმარტოს, რატომ ყიდულობს მერია 30 მლნ ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს. თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19 - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კლინიკაში გადაიყვანეს. ელისაბედ მეორე - კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ, კარგი დღეები დაბრუნდება. მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა. ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ანტონიო გუტერესი - COVID19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ბევრი ქალი, შესაძლოა, მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს. გერმანიაში მეოთხე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. ფაშინიანი - სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დინამიკის სამჯერ შემცირებაა. რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ირანის ადმირალი - დონალდ ტრამპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა. საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა.

      ჩერნობილის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 107

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters