სენატორების და სხვა კეთილისმსურველების შეფასებები და ქართული პასუხები

      თბილი დღეები გვექნება, ნოებრის ბოლოს მზე კუდს მოიქნევს და 19 ნოემბრიდან დათბება. იქამდე კი - არასპორტული კვირაა - რაგბი წავაგეთ, კალათბურთი წავაგეთ, ფეხბურთიც წავაგეთ დღეს. პოლიტიკურ ველზე რომ გადავინაცვლოტ - დღეს დაკრძალეს ნოდარ ნათაძე. თანამედროვე პოლიტიკაში, თუკი არსებობს, შემდეგი ნიუსები გვაქვს - ნაცების შიდა ამბები, ოცნების დადანაშაულება, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვა და ამერიკელების კრიტიკული კომენტარები და შეფასებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 ნოემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      ჯანმრთელობა - წელს, ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა. წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

      ამბები ნაციონალებში - ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არ გამოუვა არავის, ვინც არ უნდა იყოს ის. გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა. ბერდია სიჭინავა - მოქალაქეებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ხიდი ჩატეხილია, რაც განაპირობებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის „ჩარეცხვას“ წარმატებით ცდილობს. ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი - ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება. ლევან ბეჟაშვილი - მცდარია მოსაზრება, როცა პარტიის შიგნით გარკვეული პირები, ან პარტიის გარეთ კეთილისმსურველები არჩევნების პროცესს რომელიმე გვარს და რომელიმე ფლანგს უკავშირებენ. ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილი არის მებრძოლი ლიდერი და თავმჯდომარეობის შემთხვევაში გუნდს დამატებით ენერგიას, მუხტს და ბრძოლისუნარიანობას მოუტანს. ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია - ის იქნება მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან. ნინო კალანდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ჩამოყალიბდეს უსუსურ ოპოზიციად, რომელიც ვერასდროს შეძლებს მართვის სადავეები ხელში აიღოს - საშიშროებას ვხედავ, ცუდი თავმჯდომარე ჩაანაცვლოს ისეთივე ცუდმა, ან უარესმა.

      ამბები ოცნებაში - გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ძალაუფლების ინტერესის გამო, შეკრულია პუტინის ამოცანებთან და მარტო გვტოვებს რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილმა იცის, რომ რაღაც მომენტში ხალხის დიდი ტალღა იქნება და მოუწევს „ბარტყის გადმოგდება“ - ხელისუფლებას აქვს ალგორითმი, როგორ უნდა მოუაროს სიტუაციას რუსთაველის გამზირზე, მაგრამ როგორ მოუაროს საპროტესტო მარშებს, არ იცის. კახა ოქრიაშვილი - შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

      მინისტრი პარლამენტში - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების, ე.წ. PEFA-ს 2022 წლის შეფასებით, 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია. 2022 წელს დაგეგმილ პარამეტრებთან შედარებით, მაღალი ზრდა გვაქვს გადასახადების პრაქტიკულად ყველა სახეობაში. 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია. ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა, თუმცა ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. პანდემიის პერიოდში შევძელით კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება, რამაც საშუალება მოგვცა არ გაგვეჩერებინა ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი კაპიტალური პროექტები. ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რატომ იღებს მთავრობა ვალს შიდა ბაზარზე და როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით - ახლა უცხოურ ვალუტაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იმატებს. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ძირითადი მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება ბიუჯეტის მხარდაჭერის გარეშე. 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას. საგადასახადო შეღავათების ეფექტურობა შესწავლას საჭიროებს. 2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი - სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ. 2023 წელს დაწყებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 20 მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკური და სოციალური ეფექტები წინასწარ შეფასდება. ინფლაცია აქტუალური თემაა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის მსოფლიოში. 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კაპიტალური პროექტები 6 მილიარდ ლარზე მეტით დაფინანსდება. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება 30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია. ირაკლი კოვზანაძე - არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2023 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება კიდევ შევამციროთ.

      ტურიზმი - მარიამ ქვრივიშვილი - 2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს. 2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს.

      დესპანები - პრემიერ-მინისტრი ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვა, ნიკოლოზ ლალიაშვილს - ელჩს ყაზახეთში, თარაშ პაპასქუას - ელჩს კორეაში.

      საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

      დეოლი - ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს ე.წ. NGO სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს - ერთადერთი, სადაც ოლიგარქიული გავლენებია, ესაა: „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“.

      სენატი, ამერიკა, ევროპა და ქართული შეფასებები - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას. კარენ დონფრიდი - კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას. ოლივერ ვარჰეი - პარლამენტი არსებით როლს თამაშობს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაში. პაველ ჰერჩინსკი - 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი. სენატორი ჯინ შაჰინი - უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში - მთავრობამ აშკარად უღალატა საკუთარ სიტყვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძე - სენატორები და კონგრესმენები ღიად საუბრობენ საქართველოს პარტნიორობის საკითხის გადახედვაზე - ეს არის გზა, რომელიც „ოცნებამ“ აირჩია: რუსეთისკენ მიმავალი და არა ევროპული, ამერიკული. ირაკლი კობახიძე - ევროკომისარი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა, ვერც მოითმინეს - მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ სტატუსის მიღების კუთხით ყველანაირ ძვრას უპირისპირდებიან. ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინის განცხადებაზე - აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ იდარდონ „ენჯეოებმა“. მამუკა მდინარაძე - ქალბატონი შაჰინის შეფასება არის რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ - რატომ გამოიწვია ევროკომისრის პოზიტიურმა შეფასებებმა გაღიზიანება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. გია ვოლსკი სენატორ შაჰინის განცხადებაზე - ნებისმიერ დონეზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მედია შევიწროებას განიცდის, არასწორია, უსაფუძვლოა და უფრო სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპას და ახდენს ამერიკის დემონიზებას, გვიტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს რუსეთის სახით. ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სენატში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით. ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე - სისულელეა, შტერობაა - ამიტომაც დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა. სალომე სამადაშვილი სენატში გაკეთებულ განცხადებაზე - ეს ერთ-ერთი სერიოზული სიგნალია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ამ ხელისუფლებას სანდო პარტნიორად აღარ განიხილავენ. თორნიკე შარაშენიძე - ევროკომისრის ტონი იყო კონსტრუქციული და იმედისმომცემი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ცხვირწინ ფანჯარას არ დაუხურავენ. სოზარ სუბარის განცხადებით, თუკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დემოკრატიული წინსვლა ადამიანების წამებაა, „მაშინ სჯობს, დავრჩეთ ამ დემოკრატიულ უკუსვლაში“. ნიკა მელია - ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში. ირაკლი კობახიძე - რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში - ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც შაჰინმა თქვა. კურტ ვოლკერის შეხვედრა კორუმპირებულ ყოფილ მაღალჩინოსანთან ჩვენთვის შემაშფოთებელია - კეზერაშვილი მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ვოლკერიც პირდაპირ აკეთებს განცხადებებს „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. კრიტიკა მოდის კონკრეტული ადამიანებისგან, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება - ისინი 2012 წლამდე იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და ახლაც არიან - მაგალითად, ცნობილი და ოდიოზური კუბილიუსი, იგივე ეხება ფოტიგას, რასას.

საზღვარგარეთულები:

      ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა დახმარების მიწოდების საჭიროებაზე ისაუბრა. ლოიდ ოსტინმა ჩამოთვალა ის სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილე ქვეყნები უკრაინას გადასცემენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ პოლონეთში რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიების მუშაობას. ოლექსი რეზნიკოვი რამშტეინის შეხვედრაზე - თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. Warner Bros-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა. ნატო-ში პოლონეთის ელჩი - რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. უკრაინის შს მინისტრი - ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ. გაერო-ში უკრაინის ელჩი - მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა მელიტოპოლში მტრის შტაბი გაანადგურეს. ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი შექმნა, სადაც 500 მილიონი დოლარი გადარიცხა. რუსებმა უკრაინის ოლქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. მარკ მილი უკრაინის ომზე - სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია. მიხაილო პოდოლიაკი - „რაკეტების ცა“ მთელი უკრაინის თავზე - რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ვოლოდიმირ ზელენსკი - მანამ, სანამ მთელ ჩვენს ტერიტორიას არ გავათავისუფლებთ, მშვიდობას ვერ მოვიტანთ - უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტით ვერაფერი გადაწყდება. ენტონი ბლინკენი - უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას. ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორის რაც უფრო მეტ ფორმას გამოიყენებს რუსეთი ამ ომში, მით მეტ ფულს დახარჯავს მსოფლიო იარაღსა და თავდაცვაზე.

      რუსეთის საგარეო უწყება მარცვლეულის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივებას ადასტურებს.

      ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს მეტროსადგურში ცეცხლი გაუხსნეს. ამას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

      CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ. ჯო ბაიდენი - ვიმუშავებ ნებისმიერთან - „რესპუბლიკელთან“ თუ „დემოკრატთან” - ვისაც სურს ჩემთან ერთად იმუშაოს ამერიკელი ხალხისთვის შედეგების მისაღებად.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 68

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters