როგორც ნავარაუდები იყო ერთ აქციას მეორე მოჰყვა და მეორეც არეულობაში გადაიზარდა - ამ წუთებში კვლავ ხმაურია რუსთაველზე. მდუმარე აქცია ხმაურიანი გამოვიდა. დღეს უკვე სპეცრაზმიც ჩაერთო საქმეში და პოლიციამ მშვიდობიანად განარიდა რუსთაველს მდუმარე აქციონერები. დღეს კიდევ აქტიური იყო მოსამართლეებისა და ეკონომიკის საკითხები. ვალუტის საქმე ასეთია - 1 აშშ დოლარი - 3.1478 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 25 606 ტესტი ჩატარდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. თამარ გაბუნია - ამ დროისთვის თავისუფალია 2 485 საწოლი - ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში, რათა შემთხვევების მართვა მოხდეს. ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ნებისმიერი აქტივობა - პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით. ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 160 დაწესებულებაა ჩართული. გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს. ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე ჯავშანი 27 000 ადამიანს აქვს გაკეთებული. ამირან გამყრელიძე - დღეს აცრისთვის „სინოფარმზე“ 4 556 ადამიანი დარეგისტრირდა, „სინოვაკზე“ - 1196, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ 204. რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. „ინდური შტამის“ ცირკულაცია ევროპაში მთლიანად ანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“ და როგორც პროგნოზია, აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“.
აქცია პირველის შეფასებები - იაგო ხვიჩია - ეჭვის თვალით ვუყურებ ვერსიას, რომ ღარიბაშვილის მოტივი ჩხუბის მოწყობა იყო, რადგან ჩემი აზრით, რაც გუშინ მოხდა ხელისუფლებას არ აწყობდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ - დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა. თეა წულუკიანი - არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ. ბადრი ჯაფარიძე - პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რატი იონათამიშვილი - ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას. ნათია თურნავა - დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ. გიორგი ვაშაძე - ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ ვართ ჯოგი - ეს იყო დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ოცნების“ ლიდერები. “პალიტრანიუსის”, “ტვ პირველისა” და “პირველი არხის” ოპერატორები, რომლებსაც გუშინდელი მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩებიან. ანა ნაცვლიშვილი - მითითება იყო, ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის - ეს „ოცნების“ პოლიტიკური დავალებაა, რაც მოქალაქეების ხელით გაკეთდა, მაგრამ მითითება ღარიბაშვილისგან იყო. კახა კუჭავა - არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ?! გიორგი ვაშაძე, მედიაზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად, რიგგარეშე სესიაზე პრემიერის და შს მინისტრის მისვლას ითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს. ნინო ბურჯანაძე - საომარი მოქმედებები ისე მთავრდება, რომ 40-47 ჟურნალისტი არ არის დაზარალებული, გუშინ ჟურნალისტების სასტიკი ცემა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შავი ლაქაა. თინა ბოკუჩავა - მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ხელისუფლების უშუალო წახალისებით და ორგანიზებით განხორციელდა. „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. აკაკი ბობოხიძე - გუშინ რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა, პრაქტიკულად, დაიპყრო და დაარბია თბილისი. "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შალვა პაპუაშვილი - მოულოდნელი იყო, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასობრივი ძალადობა მოხდებოდა. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთს 2300-ლარიანი ჯარიმა, ორს 3-3-დღიანი, ერთს კი 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გიგი უგულავა - გუშინ იყო გამიზნული ბრძოლა თავისუფალ მედიასთან - ეს ქვეყანა არ ჩაბარდება რუსეთს! პროკურატურამ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამ დროისთვის „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული 23 პირია დაზარალებულად ცნობილი, რომელთა შორისაც 17 ჟურნალისტი და ოპერატორია.
აქცია და ხმაურიანი - დღე მეორე! - ზურაბ ჯაფარიძე - თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. „თბილისი პრაიდი“ პარლამენტის წინ დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება. პარლამენტთან, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, „პალიტრანიუსის„ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად მივიდა - ადგილზე დაპირისპირება იყო. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების მობილიზებაა - ადგილზე პოლიციამ რკინის ჯებირები მიიტანა. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე - როგორც „სირცხვილიას“ ოფისი დაინგრა გუშინ, ისე დაინგრევა ზურა-გირჩი ჯაფარიძის ოფისი. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე შეიჭრებიან. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი - პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ „უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!“, ყალბი პათეტიკაა და არაფერი აქვს საერთო გულწრფელ წუხილთან. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი დავით სუბელიანი - დღევანდელ, მდუმარე აქციაზე შემოერთება იქნება ღირსების მარში. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებაა - პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ. პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი - ხელისუფლებამ თავის მოქმედებების „გაპრავება“ უნდა მოძებნოს, ამიტომ დღეს არაფერი აღარ უნდა მოხდეს. ზურაბ ჯაფარიძე - დღეს იყო ხმა ამოსაღები და დღეს უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი - არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მოითმინოს, როდესაც ქუჩაში დარბის ჯოგი და ურტყამს ბავშვებს. ვაჟა სირაძე - არსებობს პროპორციული ძალა, რომელიც უნდა გამოიყენოს პოლიციამ - რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით. პირი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია, თავად ოპერატორი კი, გამოკითხვაზე იმყოფება. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან. პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე პირი დააკავა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი მდუმარე აქციის მონაწილეებთან მიახლოებას შემოვლითი გზით ცდილობს - პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და რკინის ჯებირები დაამატა. მდუმარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. საპატრიარქო - მივმართავთ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს, დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია - ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან მოლაპარაკების საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს.
სამართალი საძებარი - მოსამართლეობის კანდიდატი - ვაქცინაციის კუთხით უფრო მკაცრი ღონისძიებები უნდა მივიღოთ, იძულებითი ვაქცინაციაც შეიძლება, ამას ევროპული სასამართლოს პრაქტიკა უშვებს. რატი იონათამიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არმონაწილეობა უპასუხისმგებლო საქციელია. ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს - მიშელის შეთანხმებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო - რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს, იყოთ დღეს აქ, ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ? ნათია მეზვრიშვილი მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესზე - მოვედით პარლამენტში და დავსვამთ კითხვებს, რათა დავანახოთ საზოგადებას ამ პროცესიის მანკიერი მხარეები. მოსამართლეობის კანდიდატი - ნებისმიერი ხელისუფლების ცდუნებაა, ჩაერიოს სასამართლოში. თინა ბოკუჩავა - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის ფარსი და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ალუდა ღუდუშაური - მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე გაუგებარი მიზეზების გამო, ცარიელი არგუმენტებით უარის თქმა და მისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა დამაზიანებელია თვითონ ოპოზიციისთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მოსამართლედ იმუშაო ამდენი წელი და განაწყენებული მხარე არ დაგიგროვდეს, შეუძლებელია. ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს საქმიანად, შინაარსობრივად და ხანგრძლივად.
ეკონომიკა - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო თვეებში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს. ექსპორტზე ორიენტირებულ და იმპორტჩამნაცვლებელ ბიზნესებს მხარდაჭერის ახალ, კომპლექსურ ბერკეტს შევთავაზებთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურიზმის მხარდაჭერა მოხდება. ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია მზადდება.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - აზერბაიჯანში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით 737 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესის 90% დაასრულა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია