მგონი წინა შესავალში უკვე დავწერე, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ისეთი ამბების კითხვა, რომლებშც ბევრი ევროპა, ევროინტეგრაცია, ევროკომისია, ევროკავშირი და ა.შ. ეწერება, რადგან ახლა ძალიან აქტუალურია. პარალელურად აქტუალურდება ამერიკა და მისი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დღეს მოსამართლეც გაპოპულარულდა და მეისნტრიმში მოხვდა თავისი „მწუხარე“ განაცხადით ამერიკაში ვერ წასვლის შესახებ. პრეზიდენტმა დასასვენებლად წასული დეპუტატები უკან მოიხმო და ოცნება გააბრაზა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8504 ლარია.
ევროინტეგრაციის გზის ფართო წახნაგები - პაატა მანჯგალაძე - შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც პაპუაშვილმა გააკეთა - ქვეყნის ინტერესებით თუ ვინმე ვაჭრობს, ეს „ქართული ოცნებაა“. რომან გოცირიძე - სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებით ვაჭრობს - „ქართული ოცნება“ ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს. გიგი წერეთელი - ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი ადამიანების მტრებად გამოცხადებამ, ლანძღვა-გინებამ, როგორ შეიძლება მოიტანოს კარგი შედეგი? - წინ დაგვხვდება და დაგვხვდა კიდეც. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. კელი დეგნანი - აშშ მუშაობს მტკიცედ, რათა შეაჩეროს პუტინის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომ ის არ გავრცელდეს საქართველოზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე. გია ვოლსკი - ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს. პროკურატურაში ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დასატრენინგებელი მოსამართლე უამერიკოდ - რომან გოცირიძე - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია - ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. კელი დეგნანი - ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი. რატი იონათამიშვილი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს - აუცილებელია აშშ-ის საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს. იაგო ხვიჩია - ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის - ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო. ლანა გალდავა - გახრწნილი ხელისუფლების გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკური ვირეშმაკობით ხან ვიღაცები გაჰყავთ საკუთარი გუნდიდან და რაღაცებს ალაპარაკებენ, ხან მოსამართლე მიდის აშშ-ის წინააღმდეგ. გიგა ბოკერია - თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება. გია ვოლსკი - მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული, აქ რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის. დიმიტრი საძაგლიშვილი - ლაშა ჩხიკვაძე ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა - უკვე ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში. „ნაციონალური მოძრაობა“ - სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში „კლანურ“ მმართველობას. სალომე ზურაბიშვილი - ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა.
მოსმენა - კელი დეგნანი - ფარული მოსმენების საკითხი არის შეშფოთების სფერო ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ფარული მიყურადების გამო.
ეპისტოლმწერი - მიხეილ ყაველაშვილი - როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას - თითოეული მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია, როცა შენი ქვეყნის მოსამართლეზე ზეწოლაა. ყაველაშვილი ჟურნალისტს - თუ კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო - რა წერილები მაქვს დაწერილი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.
სესიის დაბრუნება - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, პარლამენტში შევიდა. გრიგოლ გეგელია - ძალიან მაღალია შანსი, რომ საგანგებო სესიას „ქართული ოცნება“ ჩაშლის. პაატა მანჯგალაძე - თუ პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი მოხდება, როგორც ეს ერთხელ უკვე ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი. იაგო ხვიჩია - შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი. პრეზიდენტი - ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის - სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება. გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი - ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას. ანრი ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე - „ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს. გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე - შატალოზე წავიდნენ, შეიძლება კარიც დაკეტილი დაგვხვდეს პარლამენტში.
საზღვარგარეთულები:
დაუსრულებელი ომი - უკრაინის გენერალური პროკურორი - ამერიკელი პროკურორები მზად არიან უკრაინაში, ომის დანაშაულის ადგილზე იმუშაონ. აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. ჯო ბაიდენი - პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შეტევა და ორი სოფლის აღების მცდელობა შეაჩერეს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსული ძალები ირწმუნებიან, რომ სივერსკის შემოგარენში შევიდნენ. უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ, 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში ორი უნივერსიტეტი დაბომბეს. ჰააგის სასამართლოს პროკურორი - სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიმუშავებთ. ევროკომისარი ილვა იოჰანსონი - უკრაინას იარაღი თავის დასაცავად სჭირდება, ევროკავშირი მას სრული ნდობით უჭერს მხარს. ოლექსი რეზნიკოვი - წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები იქნება. ევროკავშირი სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვასაც გაითვალისწინებს. უკრაინაში სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანეთის მოქალაქე პოლი ურეი გარდაიცვალა. რუსეთი აცხადებს, რომ იაპონიის პარლამენტის 384 წევრს სანქციები დაუწესა. უკრაინამ შორი მანძილის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო. კანადამ რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიური სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში, ქალაქი ბახმუტი „ურაგანის“ რაკეტებით დაბომბეს.
ლატვია რუსეთიდან გაზის იმპორტს კრძალავს.
ჯო ბაიდენი მაჰმუდ აბასს შეხვდა.
ებრაული მედია - ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმის, როგორც პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისგან თავს იკავებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია