შემაშფოთებელი კოვიდსტატისტიკა, წვიმა და წყალდიდობები, არჩევნები და ევროპული დარიგებები

      ძლიერმა წვიმებმა მთელი საქართველო შეაწუხა და დღის მთავარ ამბად იქცა. სინოპტიკოსები კი ამბობენ, რომ მსავსი ამინდი 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდებაო. დღის მთავარი იყო კოვიდის უამრავი ახალი შემხვევადი და ახალი რეგულაციების მოლოდინი, ასევე აცრებსა და ვაქცინაციაზე მსურველთა რაოდენობები და აქტიურობა. დღეს ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც მეინსტრიმული აღმოჩნდა მედიაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.0892 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინფიცირებული პირი. ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს, განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დაწესებულია. გუშინ, 24 საათის განმავლობაში 13 800 ადამიანი აიცრა, დღეისთვის კი ვაქცინაცია 14 300 ადამიანს ჩაუტარდება. ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების 40-50 % უკვე „დელტაზე“ მოდის. იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ - უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით. საქართველოში კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც ორჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ. საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან - საწოლფონდის რესურსი რთულად, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს. ტურიზმის ადმინისტრაციას კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზრდილების იზოლაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზაცია დაევალათ. პაატა იმნაძე - „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა. ბიზნესი ცუდ დღეში აღმოჩნდება, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მოდის ინფორმაცია აქედან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე. საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, რადგან მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა. ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ. სერგო ჩიხლაძე - არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად, ყველა მისი განცხადება არის უბრალოდ ხულიგნობა. თამარ გაბუნია - მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000-მდე. ივანე ჩხაიძე - არსად გაქრება კორონავირუსი - პანდემია არ დამთავრდება. ბიძინა კულუმბეგოვი - რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან საყურადღებოა და რაც მეორე ტალღისგან განგვასხვავებს, გაგვიჩნდა დაცვის სერიოზული ფარი, ესაა ვაქცინაცია - დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს. მთავრობის ადმინისტრაცია - მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება, გატარდება ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების კუთხით. ვაქცინაციის პორტალზე „ფაიზერის“ ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო, თუმცა ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის დოზები ერთი კვირის განმავლობაში დაემატება.

      ევროპული დარიგებები - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ჩემი პირველი გზავნილია, ეცადოთ არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული - შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ გააკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ხალხს. რიკ დემსი - შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება. საქართველოში რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება. ოქტომბერში არჩევნები გაქვთ - როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვოთ გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ.

      საარჩევნო კანდიდატი - ხატია დეკანოიძე - მაჟორიტარებთან დაკავშირებულ კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია - „ლელოს“ პასუხი იქნება უახლოეს დღეებში. ალეკო ელისაშვილი - ჯერჯერობით, ვინც თბილისის მერობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილი, არც ერთს მხარს არ დავუჭერთ. ვახტანგ მეგრელიშვილი - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ - ეს ისეთ პიკშია მისული, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ. ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა - სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა", გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან. ირაკლი კობახიხის ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენენ. თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება. ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებას არ სჭირდება ყველა პარტია ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში - საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება.

      საშიში წვიმა - ხობის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ეზოები და ქუჩები დაიტბორა. უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ზუგდიდში, უხვი ნალექის გამო, ხე წაიქცა, რომელიც ავტომანქანას დაეცა. სტიქიამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა - მერიის სამსახურები ადგილზე მუშაობენ. რუსთაველის გამზირზე, სადაც ასფალტის საფარი ჩაინგრა, სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასფალტი ჩავარდა, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. GWP-ის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაზიანების გამო, წყალი 5 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. მესტიის მერია - ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები. ლენტეხში სტიქიის გამო დაზიანებული გზები ნაწილობრივ აღდგა - ამ დროისთვის 4 სოფელი კვლავ გარემოს მოწყვეტილია.

      გადასახადები - „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ფინანსთა მინისტრი - შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან" - თემით სპეკულირება, ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 3.89 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 25.4%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. რუსეთში კორონავირუსის 23 032 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 779 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters