მოსალოდნელი იყონ და ახდა კიდეც - აგრილდა ქალაქში, სამაგიეროდ გააქტიურა პოლიტიკური ნიუსფიდი. იწყება აქტიური პაექრობა მერობის მოსაპოვებლად და როგორც გვჩვევია ხოლმე, ეს პაექრობა არა კარგ იდეებზე, არამედ ერთმანეთის ცუდობაზე გადის. ასევე, თუ გრილა - ბარემ შევიკრიბოთო ოპოზიციამ და პოზიციამ. მოკლედ,
ვულოცავ თბილისს - დედაქალაქის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა. თბილისის და მისი მერობის კანდიდატებიც აქვე იყოს - ალექსანდრე ელისაშვილი - მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა, ახლა ასფალტს მჭადის ფქვილივით მიაყრიან და ნოემბერში აღარ ივარგებს. ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს დამატებით 50-ლარიან დახმარებას ჰპირდება. თენგიზ შერგელაშვილი - კახა კალაძის მხრიდან საქმე გვაქვს ან არაკომპეტენტურობასთან ან კიდევ უფრო უარესთან. „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა. ზაალ უდუმაშვილი - 3 წლის განმავლობაში 7 ათასი თბილისელი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე იმიტომ, რომ მაცივარი ან ტელევიზორი შეიძინეს. ირმა ინაშვილის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას არ იწვევს. კახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის. ზაზა გაბუნია - შერგელაშვილი თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტობაზე დებს თავს და მშრალი თეორიული ფორმულის დონეზეც კი ვერ სთავაზობს ხალხს გამოსავალს. ნინო ბურჯანაძე - „პატრიოტთა ალიანსის“ ამოცანა არის არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე უფრო მეტი ხმის აღება. გიორგი ხატიძე - თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია.
ჩვენ რითი ვართ არაკვალიფიციურებიო! - ”ახალი მემარჯვენეები” მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მხოლოდ კვალიფიციური პარტიების მიწვევით უკმაყოფილოა. პასუხად, კარგით მოდითო - მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგეგმილ შეხვედრაზე „ახალ მემარჯვენეებსაც“ იწვევს. ამათაც გამოიჩინეს პრინციპულობა - „დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში ორ მთავარ საკითხს არ დათმობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდთან შეხვედრის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრაში მმართველი გუნდის მხრიდან უმრავლესობაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდთან კონსენსუსის წინაპირობად 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ასახელებენ. ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებ ქვეყანაში პარლამენტი გადავაქციო ქარვასლად. ოპოზიციური პარტიები - რამდენიმე პარტიასთან მოსალოდნელი შეთანხმება, საარჩევნო ბარიერის დაწევასა თუ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით, არ იქნება რეალური კონსენსუსი. შალვა შავგულიძე - თუ მმართველი გუნდი არ დაბრუნდება მოცემულობაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებს, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით. "რესპუბლიკელები" ოპოზიციური პარტიების მიდგომას საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხის სუფთა ფურცლიდან განხილვის შესახებ არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ „ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს“. მმართველი გუნდი ოპოზიციის წინაპირობაზე კომენტარს პარტიებთან შეხვედრამდე არ აკეთებს. ირაკლი აბესაძე - პარტიები არ აპირებენ „ქართულ ოცნებას“ მისცენ შესაძლებლობა, დიალოგი ამომრჩევლის მოსატყუებლად გამოიყენოს. დავით თარხან-მოურავი - ისეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს, არჩევნებში პატრიარქმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, იმასაც ეტყვიან, ბოკერიამ შენზე მეტი ხმა მიიღო და გაჯობაო. საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა 18 აგვისტოს, პარლამენტში გაიმართება. მიხეილ ბენიძე - თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა საჭირო გახდება, მზად ვართ პროცესში მონაწილეობისთვის.
აფეთქება იყო ბათუმში - ბათუმის მერი - ბუნებრივი აირის საამქროს, რომელიც აფეთქდა, ჩვენგან მუშაობის თაობაზე ნებართვა არ ჰქონია. ბათუმში, აფეთქების შედეგად დაზარალებულების განცხადებით, ადგილზე მდებარე გაზის საამქროს გაუქმება არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ბათუმის მერიის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უზრუნველყოფენ, დაზიანებულ შენობებს კი, დროებით ბრეზენტით გადახურავენ.
რკინიგზელებს ისევ შიათ. სტუდენტების სოლიდარობა არ შველის საქმეს, ჯერჯერობით - საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები შიმშილობის აქციას აგრძელებენ. საქართველოს რკინიგზა გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურში დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ. პროფკავშირების გაერთიანება - ირაკლი პეტრიაშვილის მსგავსი საერთაშორისო მხარდაჭერა არც ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც იგი გოშიასავით ემსახურება, ვერ ეღირსებათ. სახალხო დამცველი რკინიგზელთა აქციას ეხმაურება.
თლათ კარგად არ იქცევით რელიგიის კუთხითო - გვითხრა ამერიკამ. საქმე ისაა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული. იმის მიუხედავადა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, „კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის“-ო, გვეუბნებიან ანგარიშიდან.
მართალია ელიავა, ყველა სიკეთესთან ერთად, დაიწვა კიდეც, მაგრამ - ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
პეკინით ვინც შეწუხდით - პეკინის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა, სააკაძის მოედანს კი პარკირების 60 ადგილი დაემატება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი - გამოკითხვის შედეგებით, თბილისში მცხოვრებთა უმრავლესობა პეკინის ქუჩის გაცალმხრივების მომხრეა.
გერმანიაში ვიზიტი შესაბამისი განცხადებებით სრულდებაო, უთქვამს მეანდაზეს - ქეთევან ციხელაშვილი - გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება.
კვირის ბოლომდე ვალი უნდა გადაიხადონ, თორემ მოთმინების ფიალა ამოეწურებათ - GEM Fest-ზე დასაქმებულები კუთვნილი ანაზღაურების მიღებისთვის ფესტივალის ადმინისტრაციას ვადას 18 აგვისტომდე აძლევენ. გიორგი სიგუა - GEM FEST-თან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია. გიორგი ჩოგოვაძე - არ მგონია სწორი იყოს ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტს“ ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები.
სხვა ქვეყნის მოქალაქეების თავშესაფრად ვიქეცით - მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა.
ყველაზე იღბლიანები ესენი არიან, ვაიდა ცუდად დამთავრებოდათ? კიდევ კარგი დაიჭირეს - შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის ფაქტი გახსნა - ბრალდებულები დაზღვეული ავტომანქანებით ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ახდენდნენ.
აბიტურიენტებო, წინასწარ ნუ ნერვიულობთ! - უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 27 აგვისტოს გახდება ცნობილი.
როგორც იქნა - „არტ-ვილა გარიყულას“ კოშკის აღდგენა დაიწყო.
გორის ქარებით სარგებელი საგრძნობია - გორის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 67 000 000 კვტ/სთ საათს შეადგენს.
საზღვარგარეთულები:
აფრიკაშიც არაა კარგად საქმე - ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
ირანის გუშინდელ მუქარას ამერიკამ გაეროდან უპასუხა - გაერო-ში აშშ-ის ელჩი - არ შეიძლება ირანმა ბირთვული შეთანხმება იმისთვის გამოიყენოს, რომ მსოფლიო მძევლად ჰყავდეს. ამერიკა ისევ ყურადღების ცენტრშია, კორეასთან მიმართებაშიც - რექს ტილერსონი - ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვძებნოთ დიალოგის შესაძლებლობები, თუმცა, ყველაფერი კიმ ჩენ ინზეა დამოკიდებული. დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო - კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვება.
ვენესუელის პრობლემაზე რუსეთიც ალაპარაკდა - სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვენესუელაში არსებული უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.
საბერძნეთი, თავისი ძალებით, ხანძარსაც ვეღარ უმკლავდება - საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა.
სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას მხარს არ უჭერს.
ინგლისს ძალიან არ სწყალობენ - ლონდონის საუისენდის აეროპორტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა.
ნარკოტიკებს ებრძვის ფილიპინებიც - ფილიპინებში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციების ფარგლებში 32 ადამიანი დაიღუპა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია