მიყვარს ჩემი შუახევი
პერანგას და ღომას წყარო,
ჩირუხის და კიკიბოს მთა
რა გინდა რომ შეადარო?
დაბას მხარბეჭს უმშვენებენ
იქით ხევი, აქეთ ხევი,

ნეტავი ვინ მადლიანმა
უწოდა მას შუახევი.
მთათა ხორუმს დაინახავ,
რომ შედგები ღომას მთაზე,
თაგინურზე ფრთებს თუ გაშლი
დაეშვები ზედ შავ ზღვაზე.
ჭინჭაოს წყალს თუ კი დალევ 
გულს მალამოდ ეფინება,
ამ წალკოტში დასვენებით
განა ვინმეს ეწყინება?
განა ვინმეს წამოცდება 
ცუდი სიტყვა ვინც მას იცნობს?
მე შუახევს ვენაცვალე,
სულ არ ვწუხვარ, ვინ რას ფიქრობს.
მომწონს მისი მთაც და ბარიც 
მისი ცა და მისი მიწა,
ისიც მომწონს ამ მიწაზე
ვინც კაცურად დაიფიცა. 
საქართველო, ქართველობა
და ქართული სიამაყე
საქართველოს ნაწილი ხარ
შუახევო იამაყე.

ნახვა: 766

ტეგები: Qwelly, პოეზია, შუახევი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters