ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:

 - როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო? - ჰკითხა მამამ შვილს.

 - ძალიან მომეწონა, მამა - უპასუხა შვილმა.

 - ხომ ნახე, თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები? - ჰკითხა მამამ.

 - კი, მამი. რა თქმა უნდა - უპასუხა შვილმა

 - კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან? - იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად. შვილმა უპასუხა: ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი ან მეტი. ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ღამით ჩვენს ეზოში უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვავები უნათებენ ბნელ ღამეებს. ჩვენი ეზო არაფერია, მათ მინდვრებთან შედარებით. ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს საკვებს, მათ კი შეუძლიათ მოიყვანონ იგი. ჩვენ ჩვენი სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავენ, მათ კი მეგობრები ყავთ, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაუდგნენ და დაიცვან ისინი...

      მწარედ დაფიქრებული მამა უსიტყვოდ უსმენდა შვილს.

 - მადლობელი ვარ მამა, რომ მაჩვენე, თუ რა ღარიბები ვყოფივართ - დაასრულა შვილმა.

      "გახდე მატერიალურად უზრუნველყოფილი არ ნიშნავს, რომ ბედნიერი იქნები. ცხოვრებაში ამაზე ბევრად უფრო ღირებული ფასეულობები არსებობს, რომელთაც ყველანი ვფლობთ, თუმცა მათი შემჩნევა და დაფასება სამწუხაროდ, ყველას არ შეგვიძლია. ყველა ადამიანი მდიდარია, რადგან სიმდიდრე მარტო იმით კი არ განისაზღვრება, თუ რას ვფლობთ, არამედ იმითაც,თუ რისი გაცემა შეგვიძლია. ყველას არ შეუძლია მატერიალური დახმარება გაუწიოს მეგობარს, მაგრამ კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია... იყავით კმაყოფილი იმით, რასაც ფლობთ. სწორედ ამაშია ჭეშმარიტი სიმდიდრისა და ბედნიერების საიდუმლოება!"

ნახვა: 319

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, ბლოგი, მეგობრობა, სიმდიდრე, სიღარიბე, სოფელი, ურთიერთობა

თათია: ივნისი 21, 2013||12:23am

ბავშვიიი გენაცვალე ^_^

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters