სიკეთე თავად სიცოცხლეა... სიკეთე ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია... რაც ადამიანი არსებობს სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება... ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე. სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, ხოლო როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ჩვენი ცხოვრება. სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლის შემძლე მთის მწვერვალისაკენ. სიკეთე სიყვარულია, უფლისა და ადამიანის კავშირი სიყვარულით ხორციელდება, იგი ღვთითკურთხეული ძალაა, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება. სიყვარულია გზა მოწყალე უფლის იდუმალებით მოცული ბილიკისაკენ. გიყვარდეთ, ხალხნო, ერთმანეთი! რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულს, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას. სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია. დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე! ძლიერია ადამიანი, რომელიც თავისი ძლიერების დემონსტრირებას სუსტის დაჩაგვრით არ ახდენს, რომელსაც გააჩნია საკუთარი პრინციპები და მათ არასოდეს არ ღალატობს, არის სულიერად თავისუფალი და საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის ამღები. ძლიერი ადამიანი არის პიროვნება, რომლესაც სწამს ღმერთის და ყოველდღე სიკეთეს აკეთებს. ადამიანი სულით ძლიერი მაშინ არის, როცა სწამს ღმერთის და ლოცულობს ყოველთვის, ადამიანი ძლიერი მაშინ არის როცა სწამს ლოცვის ძალის და იმის, რომ თუ სიკეთეს გააკეთებ ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს. აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!!!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია