მოსწავლეების სისხლიანი გარჩევები, ბიუჯეტი და ანაზღაურებები, მერია ქალაქზე ზრუნვაში, მოსამართლე და სპეცოპერაცია

      ერთგვარი სიამოვნებაა, როედსაც ახალი სეზონის პირველი თვის პირველი დღე ქველინიუსის დღეებიდან რომელიმეს ემთხვევა. ასეთ დროს შანსი მაქვს მოგილოცოთ - დეკემბრის დადგომას, ზამთრის მოსვლას გილოცავთ ერთგულო მკითხველებო. დღევანდელი დღის სიახლეები რამდენიმე მიმართულებით წარმოდგინდა: სპეცოპერაციის შემაჯამაბელი განცხადებები, ბიუჯეტი და სამთავრობო ცვლილებები, დედაქალაქის მომავალი და დღის მთავარი, მაგრამ ტრაგიკული ამბავი - 16 წლის მოზარდების ჩხუბი, ჩხუბში ერთ გარდაცვლილი და ერთიც მძიმე მდგომარეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 დეკემბერი, 2017/

      ეკლესიის ამბები - მეუფეების ამერიკული, კონგრესული ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე - რუსეთში ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს. მეუფე იაკობი აფხაზეთის საკითხზე რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნაზე - ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს.

      პრემია-დანამატები, შრომა და ანაზღაურება, თანხები ბიუჯეტში - გიორგი კახიანი - სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის შესაძლებლობა არ უნდა ვრცელდებოდეს. ირაკლი კოვზანაძე - შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე არ უნდა გავრცელდეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - როგორც კი ბიუჯეტში დამატებითი თანხები გაჩნდა, ”ქართული ოცნება” უარს ამბობს ყველა მნიშვნელოვანი ხარჯის დაფინანსებაზე. დავით ბაქრაძე - ბიუჯეტში ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ 305 მლნ ლარი კვლავ ბიუროკრატიის ფუფუნებაში დაიხარჯოს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება ბიუროკრატიულ ხარჯებს არ გაზრდის. რომან გოცირიძე - 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება საბიუჯეტო თაღლითობა და ქაღალდებით თამაშია. გიორგი კახიანი - თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პრემიას ფულადი ჯილდო ანაცვლებს, ეს არასწორი წარმოდგენაა.

      სპეცოპერაცია - დავით თევზაძე - სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. გიორგი ახვლედიანი - საზოგადოება ვერ დამშვიდდება, სანამ არ გაიგებს, რატომ შემოვიდა ჩატაევი ქვეყანაში და რატომ მოხვდა ამდენი იარაღი მის ბინაში. ზურაბ ჭიაბერაშვილი - შს მინისტრის ყოველი განცხადება მეტ კითხვას აჩენს, ამიტომაც ვითხოვთ პარლამენტში მის მოსვლას და სპეცოპერაციის საკითხის განხილვას. სუს-ი - ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სუს-ი - სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორის წევრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სუს-ი - სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის. სუს-ი - ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება. სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა. ახმედ ჩატაევი საერთაშორისო ტერორიზმის შავ სიაში 2015 წლიდან შეიყვანეს. ირაკლი აბესაძე - ერთ კვირაზე მეტი გავიდა სპეცოპერაციიდან და ხელისუფლებამ დაადასტურა მხოლოდ ის, რაც საზოგადოებამ პირველივე დღიდანვე იცოდა. ნოდარ ხარშილაძე - ტერორისტებს ასე თავისუფლად შესვლა-გასვლა თუ შეუძლიათ, ეს გვიქმნის საფრთხეებს და არა რაღაც მითიური შურისძიება იმის გამო, რომ ტერორისტი მოვკალით. დავით სიხარულიძე - მთავარ კითხვად რჩება, როგორ შემოაღწია ახმედ ჩატაევმა საქართველოს ტერიტორიაზე და სად მოხდა საზღვრის გადალახვა.

      შიდსის დღე - შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რიგი ღონისძიებები გაიმართა. საქართველოში აივ/შიდსის 6 711 შემთხვევაა რეგისტრირებული, წელს 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არჩილ თალაკვაძე - სრული კონსოლიდაცია იქნება, რომ დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია საქართველოში.

      ქალაქის მმართველობა - კახა კალაძე - ქვეითად მოსიარულეების მიერ ქუჩების ზებრა გადასასვლელის გარეშე გადაკვეთის პრობლემას აქტიური ყურადღება დაეთმობა. თბილისის მერია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზე მუშაობს. კახა კალაძე - სპეცოპერაციისას დაზარალებულ პირებს 500-500 ლარი გამოეყოთ, თუმცა მათი დახმარება ამით არ სრულდება. კახა კალაძე - გვაქვს პრეტენზია, რომ თბილისი აღიარებული იქნას ერთ-ერთ საუკეთესოდ განათებულ ქალაქად. გიორგი გახარია - თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით უკვე რამდენიმე დღეა გარკვეულ ღონისძიებებს ვახორციელებთ. ისნის მაჟორიტარი - სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა. დედაქალაქში ბიოტუალეტები განთავსდება.

      საკონსტიტუციო სასამართლო - რომან გოცირიძე ევა გოცირიძის კანდიდატურაზე - ეს ბოლო წერტილია საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების, პოლიტიზაციის და დეგრადაციის. „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის საკითხის გადადებას ითხოვს. ეკა ბესელია - ევა გოცირიძის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სპეციალურ კომიტეტს კრიტიკული პოზიცია არ ჰქონია, პირიქით, ძალიან პოზიტიური განწყობა იყო. ევა გოცირიძე - არასწორი მოლოდინია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ, მე ვიქნები დამოუკიდებელი, ეს ჩემთვის თავმოყვარეობის საკითხია. პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

      ტრაგიკული ამბავი თბილისში - თვითმხილველების განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარის შედეგად ორი მოზარდი დანით არის დაჭრილი, ხოლო მესამეს სავარაუდოდ თავი აქვს გატეხილი. ხორავას ქუჩაზე დაჭრილი სკოლის მოსწავლეებიდან ერთი ალადაშვილის, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილ დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი მოსწავლეებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა ოდნავ სტაბილური გახდა, წნევა დარეგულირდა. ზაზა სოფრომაძე - ქირურგებმა შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება. მეზობელი - ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა, ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს. ავთანდილ იმედაძე - დაჭრილი მოზარდის გადარჩენის შანსი არსებობს, ამიტომ მიმდინარეობს ბრძოლა. დეტექტივ-გამომძიებლის ინფორმაცით, მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ადგილზე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს მათი შესწავლა. განათლების მინისტრი - სკოლის პერსონალი მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. პრეზიდენტი დაღუპული სკოლის მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. გიორგი ბარამიძე - ეს არის შედეგი იმ ვითარებისა, როდესაც კვლავ დაბრუნდა, ქუჩის “რაზბორკები“ და ძველბიჭური მენტალიტეტი. განათლების სამინისტროს ფსიქოლოგები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

      ახალი წლის სიძვირე - საახალწლო ილუმინაციებისთვის წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საზღვარგარეთულები:

      ექს-პრეზიდენის გასამართლება - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - მსოფლიოს არ ახსოვს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების განხორციელებული ქმედების გამო გაესამართლებინოთ. პროკურორი - მე შემრცხვებოდა მიხეილ სააკაშვილის დაცვა და ასეთი მცირე მტკიცებულებების წარმოდგენა. მიხეილ სააკაშვილი - ბიძაჩემი, თემურ ალასანია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და უკრაინაში არ უშვებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 228

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters