სიტყვაწყლიანი პარლამენტარები, შადრევნის საქმე და რეზოლუცია ქვეტექსტებით

      დღეს მზე დაგვენახა მაგრამ მცირე ხნით, უახლოეს დღეებში კი ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი. პოლიტიკური დღე მთლიანად პარლამენტს დაეთმო და ტრადიციულ გადაძახილებს, ერთმანეთზე ხელის გაშვერა-შეწმენდა და ლაპარაკ ლაპარაკისთვის ანუ ჩვეულებრივი დღე იყო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. აქტუალურია შადრევნის საქმე, უკრაიანში დრონების ომი, რეზოლუციაში „შეტანილი“ მიშა და ა.შ. რა თქმა უნდა, ხანძთელობა ისევ არ აღინიშნა განსაკუთრებულად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7627 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 ოქტომბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ოქტომბერი

      ადეიშვილი გამოჩნდა - მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე - თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იმის დანახვა, როგორ თამაშობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწეს. ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლებასთან ათი წელია ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა გვაკავშირებს, რაც ძალიან მძიმეა - ადეიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი იყო. ლევან ბეჟაშვილი ზურაბ ადეიშვილზე - საქართველოს კლანურ სასამართლოს, რომელიც პოლიტიზებულია, არც ერთი ნორმალური საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო არ აღიარებს.

      გელათის პრობლემა - ანა ნაცვლიშვილი - დანამდვილებით ვიცით, რომ რამდენიმე ძალიან კვალიფიციურმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა გელათში არსებული ვითარება და დასკვნები არის ძალიან კრიტიკული - ამ დასკვნებს წულუკიანი მალავს.

      „დამეგობრება“ - ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება" კონსტიტუციაში ცუდი ცვლილებების დაკანონების მომხრე არიან - როცა სჭირდებათ, მშვენივრად ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას. ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევაზე - თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ეს წესი მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება - ამ არასწორ წესს გრძელვადიან პერიოდში არ დავტოვებთ. კახა კახიშვილი - მაქვს შიში, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე შეთანხება ვერ მოხდება და სამართალდამცავი სისტემა ჩამოიშლება. პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

      შადრევნის საქმე - შალვა პაპუაშვილი - ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. გია ვოლსკი - 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა - ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - ყოველთვის ასე იქნებით პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული - ტრაგედიებზე მონადირენი ხართ, როგორ არ გრცხვენიათ?! რამე წმინდა არ გაგაჩნიათ, კაცო? გიორგი ბოტკოველი საპარლამენტო უმრავლესობას - გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე - გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? გახსოვთ რა ხდებოდა იმ დღეებში? პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - დიახ, მართალია ტრაგედიით არ უნდა ვისარგებლო, მაგრამ თუ დღეს გავჩერდები და არ ვისაუბრებ, თქვენი განუკითხაობის პირობებში უარესი დანაშაულები და ტრაგედიები მოხდება. ბექა დავითულიანი ოპოზიციას - ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ ისეთები გქონდათ გაკეთებული, ხალხმა ეს დაიჯერა. ლევან ხაბეიშვილი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა, იმ კომპანიას რომ ანდობ ვაკის შადრევანს, მერე საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ალეკო ელისაშვილი - ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა, ქალაქის მერმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაცია, ზედამხედველობა, ჩაბარება, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩეროს უფლებამოსილება. თბილისის მერია - გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი - „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. იაგო ხვიჩია - როცა ხალხის ფულით რაღაცას აკეთებ და ეს არის შენი კამპანიის საგანი, მაშინ უნდა იცოდე, რომ უარყოფითი რომ მოჰყვება, იმაზეც მოგიწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. დაკავებულები ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილივაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს. შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა. შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ადვოკატი აცხადებს, რომ „მშენექსპერტის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დააკავეს, საექსპერტო სამუშაოები მხოლოდ ხარჯთაღრიცხვაზე ჩაატარეს და ბრალდებას არ ეთანხმებიან. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი - ბრალდება აბსურდია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან წუხს, ჯერი მასზეა - თუ შენი სამსახურის უფროსის მოადგილე ბრალდებულია 13 წლის ბავშვის გარდაცვალებაში, მაშინ მისმა უშუალო უფროსმა არ უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს - ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახი კალაძე უნდა გადადგეს, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის?

      რეზოლუციის მხარდაჭერა - გია ვოლსკი - პროცედურა არ ითვალისწინებს რეზოლუციაზე კენჭისყრას დათქმებით - იგივე იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც: ის, რომ საქართველოსთვის არ დაებრალებინათ ომის დაწყება, მოითხოვდა, რომ მასზე ხელი არ მოგვეწერა. გივი მიქანაძე - 650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით, 56 ხმით მხარი დაუჭირეს აბსურდულ დამატებას. შალვა პაპუაშვილი - რაც არ უნდა ჩაიწეროს რეზოლუციაში, როცა ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ხალხზე, მას არც ჩემი და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - გარჩევების, პოლიტიკური ზიზღის, შურისძიების გამო, საქართველოს ეროვნული ინტერესები ზიანდება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერის გაჩენა ავანტიურაა, რომლის ავტორებიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები და უკრაინელი დეპუტატები არიან. რომან გოცირიძე უმრავლესობას - ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები, რა ილუღლუღეთ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად და აქ თავს ვერ გაიმართლებთ! შალვა შავგულიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული შესწორება „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო დოკუმენტისათვის მხარი არ დაეჭირათ. მამუკა მდინარაძე - დღეს ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ ვირეშმაკობა, რეზოლუციაში თავისი პარტნიორების მეშვეობით შეაპარეს სააკაშვილის შესახებ პუნქტი და სცადეს ორი კურდღლის დაჭერა. ნიკოლოზ სამხარაძე - იმაზე აპელირება, რომ თურმე ჩვენ ევროპის საბჭოში რეზოლუციას ხმას არ ვაძლევთ და ეუთოში, მსოფლიო საპარლამენტო კავშირზე ან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - ვაძლევთ, სრული უვიცობაა.

      სისტემა - ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის ნაწილი არ არის - წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაცია შეამცირონ, სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს. დავით უსუფაშვილი - 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას, ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას.

      ომბუდსმენი - ირაკლი კობახიძე - თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, ამ ოფისზე სრული კონტროლი ისევ „ნაცმოძრაობას“ დარჩება. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს, რადგან კანონით ფაქტობრივად „ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ“. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ. ნაზი ჯანეზაშვილი - აუცილებელია სახალხო დამცველსა და ხელისუფლებას შორის იყოს კოორდინაცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ გარიგებაში უნდა შევიდნენ და დავალებები შეასრულონ.

      პირადი ტყე - 2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა.

საზღვარგარეთულები:

      ომი დრონებით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის გენშტაბი - გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელა. მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა - 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც ქვეყანაში შუქის მასიური გამორთვა გამოიწვია. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია, მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია და სურს, შექმნას ევროპაში სიცივისა და შიმშილის ზონა. უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინული ქალაქები ტანკებით და მხდალივით დრონებით თავდასხმას ცდილობს - სასოწარკვეთილი ქმედებებია კაცის, რომელიც ბრძოლის ველზე ომს აგებს. კირილ ბუდანოვი - ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ. ანდრეი ერმაკი - სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ „წითელი ჯვარი“ ჩვენი ტყვეების დასაცავად მუშაობს. უკრაინული მედია - უმაღლესმა რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა და ჩეჩნების წინააღმდეგ რუსების მიერ ჩადენილი დანაშაული დაგმო. უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების თხოვნით ნოტას გადასცემს. ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. იენს სტოლტენბერგი - უახლოეს დღეებში ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

      ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 76

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters