მარტი აქციების და გამოუსადეგარი კანონის მიღების და მერე გაპროტესტების თვე იქნება. ასეთია ბოლო ორი დღის ქრონიკით დანახული უახლოესი დღეები. გუშინ და დღეს გამართული აქცია, ჯერ-ჯერობით კვლავ სპეცრაზმის ძალით, წყლის ჩავლით, სპრეით და მისთანებით იშლება. დღის მთავარი თემაც სწორედ ესაა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6009 ლარია.
მხარდამჭერები და მოწოდებები - ზაზა ფაჩულია - საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა - მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ - მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ - ვგმობთ ყველა იმ კანონს და ქმედებას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ პროცესში. „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები - ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ვგმობთ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ჩვენი არჩევანია - ევროპა! „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია“ - მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
აქციები კანონის წინააღმდეგ - ნიკა მელია - 8 მარტს, 15:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე - რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, კიდევ უფრო მეტი. პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები კვლავ განათავსეს. რკინის ჯებირები დაამატეს. ცოტნე კობერიძე - დღეს აქციაზე უფრო მეტ მოქალაქეს ველოდებით. პარლამენტის შენობაზე გაკეთებულ საპროტესტო წარწერები წაშალეს. ხატია დეკანოიძე - ევროპისკენ ღირსებით კი არა, უღირსობით მიდიან რუსეთისკენ - თავგანწირულმა სულისკვეთებამ აჩვენა, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთის ნაწილი, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი რაც არ უნდა ეცადოს. ანა ნაცვლიშვილი - კარგ, ხალხისთვის სასიკეთო კანონებს ძალადობრივად არ იღებენ! - გვექნება კიდევ უფრო ერთიანი, კოორდინირებული მოქმედებები, ჩვენ ახლა მრავალფუნქციური და გონიერი პროტესტი გვმართებს. ლევან ხაბეიშვილი - თუ აქამდე ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის პარლამენტში - მოვუწოდებ მოქალაქეებს - ჩვენი დასაცავია ევროპული მომავალი! „არა რუსულ კანონს” - ამ ლოზუნგით ბათუმში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „არა რუსულ კანონს“, „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“, - ამ მოწოდებებით ქუთაისში ქალების აქცია იმართება. „არა რუსულ კანონს“ - ამ მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. „არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით აქცია ოზურგეთშიც მიმდინარეობდა. „ღირსება არ იყიდება, ჩვენ გვინდა ევროპა“ - ამ მოწოდებით აქცია თელავშიც გაიმართა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ფოთშიც გააპროტესტეს. ბაჩო დოლიძე - ხალხის წინააღმდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია - არავინ შეეგუება, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთში გაიღვიძონ. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავდნენ. სტუდენტებმა და „ქალების მარშის“ მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს. „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა მოეწყო. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. აკაკი მინაშვილი - პროტესტი არის ის მთავარი გზა, რითაც შეიძლება ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან მან უკვე მკაფიოდ აირჩია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და რუსული გზა. ანა ნაცვლიშვილი აქციის მონაწილეებს - არ შეგეშინდეთ, ერთად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად! გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, გუშინდელი აქცია გამონაკლისი იყო, როცა ომბუდსმენის აპარატთან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის გამოც, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ლაშა ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ ღმერთისგან და ქართველი ხალხისგან დაისჯება. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ანა დოლიძე - ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო ძალაში, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიასა და ყაველაშვილის „თხა და გიგოს“ გზამ. ინგა გრიგოლია - გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? არ გვეშინია ხელკეტების, გაზის გაშვების, რეზინის ტყვიების - პუტინის გზაზე ვერ შეგვაყენებთ! გიორგი ქადაგიძე - ბევრჯერ წავქცეულვართ, წავბორძიკებულვართ, მაგრამ რუსეთთან ბრძოლა არასდროს შეგვიწყვეტია, ეს ბრძოლა არასდროს დასრულდება, ვიდრე სამშვიდობოზე არ გავალთ და ჩვენი სამშვიდობო არის ევროპა. გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ალყა შემოარტყან პარლამენტს და მოახდინონ შენობის მშვიდობიანი პიკეტირება. პარლამენტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია განთავსებული. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს - მომიტინგეები ადგილზე განთავსებულ რკინის ჯებირებზე ხელებს აბრახუნებენ. შსს აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დადგენილ ნორმებს არ გასცდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განთავსებული ჯებირი დაშალეს. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ქვებს და სხვადასხვა საგნებს ესვრიან - ჩამსხვრეულია მინები. სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
აქციების ძალოვნები 7 მარტი - შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს. შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შსს-ს 50-მდე თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა - აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. ბორის ყურუა - დადასტურებულად ვიცი, რომ დაკავებულ ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები აქვთ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქციისას ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სერგო ჩიხლაძე - ზურა ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ - "ქართული ოცნებისთვის" არა თუ ადამიანის უფლებები, სიცოცხლეც არაფერს ნიშნავს. ადვოკატი - ზურა ჯაფარიძე დაჭერის შემდეგაც სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა - თავზე ხელკეტის დარტყმისგან გაჩენილი წითელი ლაქები აქვს. სანდრო რაქვიაშვილი - იყო პროვოკაცია, რომ დამდგარიყო სურათი, თითქოს აქციის მონაწილეები რაღაც ცუდს აკეთებდნენ, მე დავინახე მათ შორის ის, რომ პოლიციიდან ისროდნენ ქვებს მომიტინგეების მხარეს. არასამთავრობო ორგანიზაციები - მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სახალხო დამცველი - დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ - რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს.
კობახიძის და მხარდამჭერების გამართლებები - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს ვიცავთ. თავის დროზე ჯაშუშებისთვის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა - დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში - სააკაშვილში, ბოკერიაში, ვაშაძეში, ჯაფარიძეში, ხაბეიშვილში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! რა მოუტანა მაიდანის აქციებმა უკრაინას - ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა - ეს არის იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს და რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავაკეთებთ! ვიღაცას არ უნდა გამჟღავნდეს, ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეფერხებას ან PVT-ის გაყალბებას. ამ ორ კვირაში ყველას დაავიწყდა სააკაშვილი - 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“. ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ქვია მიხეილ სააკაშვილი. თავიდანვე ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში - ამაზე მეტი პატივისცემა, ბუნებრივია, არ შეიძლება გამოხატო ევროპული სტრუქტურების მიმართ. დიმიტრი ხუნდაძე - დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კახა კალაძე - თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ - ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ! შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და კანონის განხილვა სთხოვა. ინალ არძინბა - აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ეცდება. კახა კალაძე - სრული გულწრფელობით ვამბობ, არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან - ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენ.
შეფასებები მსოფლიოდან - რასა იუკნევიჩიენე “ქართულ ოცნებას“ - გთხოვთ მოუსმინოთ თქვენს ხალხს - ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს. მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება - Reuters - დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს. BBC - საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას. Guardian - „უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროპარლამენტარი - 2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც ირჩევს საერთო ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. ევროპარლამენტარი - ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს. ლიეტუვის ელჩი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე - შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ედგარ რინკევიჩსი - ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. მარია ზახაროვა - ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება - ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში. ევროპის საბჭოს გენმდივანი - ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს. აშშ-ის საელჩო - მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. ჰელსინკის კომისია - „უცხოური აგენტების“ კანონპროექტისთვის კენჭისყრა და როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა. დიდი ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი. შარლ მიშელი - ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით - „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას. ვიოლა ფონ კრამონი - მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა - ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ, თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით. უკრაინის საგარეო უწყება - ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ესტონეთის პრემიერი - საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია შესაძლოა, თანდათანობით, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარეს. ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - ევროპარლამენტარი აღნიშნავენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების” კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას.
ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ხვალ აღარ გაიმართება.
საზღვარგარეთულები:
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გზა ხსნილი იქნება დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებისკენ. ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. მედია - კანადა უკრაინისთვის თანამედროვე დრონების მიწოდებას გეგმავს. უკრაინის გენშტაბი - რუსები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ბახმუტის, კამენკას ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში. ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარეს. გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა. ოლექსი რეზნიკოვი ბალტიის ზღვაში რუსული „ნორდ სტრიმის“ გაზსადენის აფეთქებაზე - ეს კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეციალური ძალებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია. იენს სტოლტენბერგი - ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ბახმუტი უახლოეს რამდენიმე დღეში შეიძლება დაეცეს - უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Game of Parliaments = 2 season
ეჰჰ რაც გააკეთეს დღეს ოცნებამ მთავრობა ნაცებს გადააბარა თვეებუს ამბავია დიდი ალბათობით ვადამდელ არჩევნებამდეც მიიყვანენ ეხლა მაგ ქათმებს
შეილება შეთანხმებაც მოხდა და საელჩოდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიცეს დანარჩენუ კი გაფორმების ნაწილია
გინდა პირველი იყოს გინდა მეორე ხელისუფლებაში აღარ იქნებიან მალე
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია