ამერიკელი სენატორები და ევროპელი კომისრები საქართველოს სვეზე

      ჯერ კიდევ გუშინვე ცხადი იყო, რომ მთელი დღე სენატორების გუშინდელ გამოსვლებს დაუკავშირდებოდა. განცხადებები, მართლაც დღის მთავარი განსახილველი თემა იყო, ამას დაემატა ევრო-კომისრების დასკვნები და მთელი დღე მხოლოდ ჩვენი ევროპულ-ამერიკული მხარე ისმოდა. ვაქცინაცია პრობლემაა, ამიტომ შეიძლება საყოველთაო გახდეს. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278628, ბოლო დღე-ღამეში - 450, გამოჯანმრთელებული - 270922, ბოლო დღე-ღამეში - 254, გარდაცვლილი - 3722, ბოლო დღე-ღამეში - 8; კარანტინის რეჟიმში - 265. დოლარის ფასი ლარში - 3.3413.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - 200 ლარის სანაცვლოდ კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 293 ტესტი ჩატარდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა. თამარ გაბუნია - ამ ეტაპისათვის ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული. ვფიქრობ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები გამოუყენებელი არ იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თანამშრომლები კი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ. შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს. ეპიდემიის ზრდის მაჩვენებელი მობილობასთან კავშირშია - ბოლო დროს ინფიცირების შემთხვევების მცირედი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ლევან გოფოძე - ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთე. ვლადიმერ კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. თენგიზ ცერცვაძე - ან ვაქცინაციის და პირბადეების გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს „ლოკდაუნების“ შემოღება. ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან - ჩვენ, იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავედით. 2 კვირაში გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა. ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს. რამდენიმე შეძლებული ადამიანი ვიცი, რომელმაც „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“არ ისურვა, წავიდა თურქეთსა და აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრა. საქართველოში „ბრიტანული შტამი“ მასიურად რომ იყოს გავრცელებული, ინფექციის დაბალ რიცხვს ვერ შევინარჩუნებდით. „რემდესივირმა“ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ, ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობაა, ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ასეთი პასიურობა შენარჩუნდება, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა. ამირან გამყრელიძე - პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს ამირან გამყრელიძე - პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება. ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა.

      სენატორები საქართველოზე გულისტკივილით - კარა მაკდონალდი - საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა ქართველ ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, ქართველი ხალხი ნაკლებს არ იმსახურებს. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და უნდა განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა. პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში, არის მაგალითად, ის რომ უმაღლეს საბჭოს „კლანად“ მოიხსენიებენ. ჯიმ რიში - ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლო სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე. ჯიმ რიში - თუ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ უთახმოება - „ქართული ოცნება“ ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო კრიზისიდან. საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის ფინანსურადაც - ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება. ჯორჯ კენტი - მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური - კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. რუსეთის აგრესია გრძელდება, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ არის დაშინება. ჯორჯ კენტმა უპასუხა სენატორ ჯიმ რიშის კითხვას, განიხილავს თუ არა ამერიკული მხარე საქართველოსთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიცემისთვის გარკვეული პირობების დაწესებას. სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. გრიგოლ გეგელია - აშშ-ის სენატში “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ. შალვა პაპუაშვილი - ჯორჯ კენტი არ ეთანხმება "პრონწკი" საზოგადოების აზრს, რომ „ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის "პუწინის" მონა. გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ სენატორებისგან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო - ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს. მიხეილ სარჯველაძე - სენატორების გზავნილებიდან იკვეთება ის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში მოუწევს გადახედვა საკუთარი დამოკიდებულების. ლევან იოსელიანი - სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ - „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა. მგონია, რომ ამჯერად კრისტიან დანიელსონს ბევრად განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და მისი მედიატორობა შეიძლება უფრო მკაცრი და ხისტიც იყოს. კახა კუჭავა - სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა - სენატის შეფასებით, საქართველო პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანაა. სენატში გამოთქვამენ წუხილს და ისურვებენ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ იყოს დაპატიმრებული და აქვე აღნიშნავენ, რომ კანონი დაირღვა. მამუკა კაციტაძე - არ მახსენდება, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ენა ყოფილიყო ისეთი, რაც იყო - ხელისუფლება მთლად ისე რეგვენად არ მიმაჩნია, რომ ვერ მიხვდეს, რასთან აქვთ საქმე. თენგიზ ფხალაძე - ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს. გიორგი ვაშაძე - ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია. ირაკლი ჩიქოვანი სენატში გამართულ მოსმენაზე - მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილს და რჩევას, რომ საქართველომ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოს. სალომე სამადაშვილი - სენატში კითხვები შეეხებოდა იმას, უნდა გადახედოს თუ არა აშშ-მ დახმარების გაცემის პირობებს და შეთანხმდა, რომ დაიწყება რეზოლუციაზე მუშაობა, სადაც განახლებული პოლიტიკა აისახება. შალვა პაპუაშვილი სენატში მოსმენაზე - ასეთ პოლიტიკურ დონეზე მოხდა ხაზგასმა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, წერტილი. ირაკლი ზარქუა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. არჩილ თალაკვაძე - მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს - “ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული. გიგი წერეთელი - გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია. დავით ზალკალიანი - სენატორების გზავნილია, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, ცივილიზებული ქვეყნებისთვის კი არ არის მისაღები, როცა ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება - აშშ-სა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ. ალეკო ელისაშვილი - სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?

      ვენეციის კომისია - ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს. პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება. თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნით „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ კობახიძის ბოლშევიკური მეთოდებით პარტიების დევნა შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან. ანა ნაცვლიშვილი - იმედია, მედიაციის მორიგი რაუნდის წინ ვენეცია-ეუთოს დასკვნა მგლის თავზე სახარების კითხვად არ დარჩება. ანრი ოხანაშვილი - პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტები აუცილებლად იქცევა კანონებად. დავით ზალკალიანი - სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ - ბრიუსელში ასეთი რამ არ განხილულა და არც იქნება.

      თბილისი ჰე - კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე - სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თბილისის მერია ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას იწყებს. კალაძე მერიის მთავრობის სხდომის მონაწილეებს - კორუფციასთან ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო - მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, რომ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა.

      ევროპაში მუშაობა - ნატალი საბანაძე - ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი. მიხეილ სარჯველაძე - ნატალი საბანაძის განცხადება ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ხელისუფლება ვაცხადებთ. ირაკლი ზარქუა - თუ ქალბატონმა ნატალი საბანაძემ თავისი ადგილი ვერ ნახა ან შესაძლებლობები ამოწურა, ევროკავშირში ახალი ელჩი ევროპასთან მეტი ძალისხმევითა და შემართებით დაგვაახლოებს. თამარ ტალიაშვილი - ნატალი საბანაძემ ცალსახად განაცხადა, რომ 8 წელი იმუშავა და ცხოვრებაში ახალი ეტაპისაკენ ნაბიჯს დგამს, როგორც ჩანს, მან ამ პოსტზე საკუთარი საქმიანობა ამოწურა. დავით ზალკალიანი - ნატალი საბანაძესთან არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია - თემის ხელოვნურად პოლიტიზირება ხდება.

      არეულობა მარტვილში - მარტვილის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში დაპირისპირება იყო - მამა ათინოგენი - მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავაზე თქვა, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავდა. პირველშეწირული ლიტურგია არსებობს ასეთი და ჩაატარა. ჩვენ რა თქმა უნდა, სასაუბრო გვქონდა და გვინდოდა გვესაუბრა ამ ყველაფერზე. მან წირვა ჩაატარა როგორც უნდოდა, ჩვენი თანამსახურების გარეშე. როცა გამოვიდა იქიდან, მრევლი დახვდა, ვისაც ტკივილი და განცდა ჰქონდა, რომ მან ნაშიერები ნაციონალური ნიშნით დაყოფილად ​და ზონდერებად გამოაცხადა. ამ ხალხს უნდოდა საუბარი მათთან. ეს საუბარი შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ მან თქვა, მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო. მე ვუთხარი, რომ ამას დაამტკიცებ, თუ არადა ცრუ ადამიანი იქნები - მეთქი, მერე მტყუანსო, ასე დამიძახა",- განაცხადა მამა ათინოგენმა. მიტროპოლიტი სტეფანე ტაძრიდან გააცილეს შეძახილებით – „ცრუ“.

      გერმანიაში 350 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 436 მოქალაქეს სურს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა. გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2.69 მილიონს, მსხვერპლთა რაოდენობამ კი 75 000-ს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 164 და გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში კორონავირუსის 8 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 401 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში, კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

      პუტინი მარად - რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters