საახალწლო მოლოდინებთან ერთად ბევრი ანონსი ჩნდება დღის პოლიტიკურ წესრიგში. განაკუთრებით მომავალი წლის ბიუჯეტის განაწილებასა და მთავრობს შესაძლო გადაწყობა-გადმოწყობაზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ აგორდა ჭორი პრემიერის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით. მთელი დრე მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდი ბიუჯეტსა და გაზრდილ შესაძლებლობებზე საუბრობდნენ და ასევე სააკაშვილის უკრაინულ ორომტრიალზე:
განახლება პარლამენტში - გედევან ფოფხაძე - ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა. გედევან ფოფხაძე - სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი ინტერესი და ვალდებულება, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. თამარ ჩუგოშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია. ზურაბ ალავიძე - ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და გუნდიც.
პარლამენტის ფასი და სტატისტიკა - პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ. მიმდინარე წლის 11 თვეში, საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალურ ვიზიტებზე 1 597 863 ლარი დაიხარჯა. პარლამენტის სხდომებს ყველაზე ხშირად ოპოზიციონერი დეპუტატები აცდენენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღი წესრიგში - პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ეკა ბესელია - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში არც ერთი ისეთი ცვლილება არ შედის, რომელიც რომელიმე საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება. თამარ ჩუგოშვილი - თუ პრეზიდენტი "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს და პარლამენტისთვის მისაღები იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ. ნატა ძველიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება დამაზიანებელი იქნება სამაუწყებლო ბაზრისთვის. სულხან სალაძე - მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც მიუღებელია. ლაშა ტუღუში - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს და ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნინო ჯანგირაშვილი - კერძო ტელევიზიებისთვის სასურველი გადაწყვეტილებაა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს. თამთა მურადაშვილი - ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი ყველა კერძო ტელევიზიას აზარალებს და მორგებულია მხოლოდ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვითომ განვითარებაზე.
ქართველი ძიუდოისტების წარმატება - სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს მსოფლიო მასტერზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
შსს-ს საქმე - შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ახალი გზები - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში წელს დაახლოებით 850 მლნ ლარი დაიხარჯა.
ოკუპირებული საქართველო - სოფო ქაცარავა აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაციის ვიზიტზე“ - ბრიუსელში „ვიზიტი“ კერძო ინიციატივაა. გიგი წერეთელი - რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს საზღვარგარეთ სეპარატისტული ხელისუფლების ვიზიტების დაბლოკვა.
ქართული კინოს დაბრუნება - „გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოში ჩამოიტანეს
მსოფლიო პატრიარქის განცხადებები - მსოფლიო პატრიარქი - ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით, აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. მსოფლიო პატრიარქი - ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა.
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟები - მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვედრას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილის მომხრეების "ოქტომბრის სასახლეში" შეჭრის მცდელობის გამო, სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში პუტინის აგენტურა გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. უკრაინის ეროვნული გვარდია - სააკაშვილის მომხრეების მიერ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობისას გვარდიის 60 თანამშრომელი დაშავდა. მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა, სადაც კონფლიქტის დეესკალაციისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი თქვა. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვაზე მეორედ გამოიძახებს. მიხეილ სააკაშვილი - თუკი მართლა სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რატომ არ დამკითხეს პირველივე დღეს? უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილი უკრაინაში ჩამოვიდა საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო. უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის საქმეზე - უკრაინული სამართალწარმოებისთვის ასეთი შემთხვევა საერთოდ პირველია, ეს სრული ინოვაციაა.
გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი - იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება.
ამერიკა-რუსეთის ბლოკი - რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში აღკვეთილი ტერაქტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. რუსეთში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო. მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რუსეთი არასდროს ყოფილა საომრად განწყობილი ქვეყანა. ივანკა ტრამპსა და მის მეუღლეს დეკლარაციის შევსებისას ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის დაფარვასთან დაკავშირებით ადანაშაულებენ. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, ევროპის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღება გაიტანოს. დიმიტრი პესკოვი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით კრემლს ინფორმაცია არ აქვს. დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის წარდგენისას ჩინეთსა და რუსეთს კონკურენტებად გამოაცხადებს.
საპრეზიდენტო არჩევნები - ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში ხუან ორლანდო ერნანდესმა გაიმარჯვა. ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა.
ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება და ფრანგული გამოსვლები - ემანუელ მაკრონი - თებერვლის ბოლოს სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას მივაღწევთ. ემანუელ მაკრონი - ბაშარ ალ-ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია