დღის მთავარი ამბები ჩვეულად კორონას გარშემო ვითარდება - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 70 ადამიანია. აქედან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სავალალოდ აქვს საქმე ქართულ ლარს ან დოლარს აქვს ძალიან წარმატებულად - 1 დოლარის ოფიციალური 3.4494 ლარია.
შინაური კორონა - ჩინეთის ელჩი - კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე, რასაც ჩინეთი დადებითად აფასებს. საქართველოში დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება. მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მარნეულის მაჟორიტარი - პანიკა არ არის საჭირო და არც ამის მიზეზები არსებობს, საჭიროა მეტი სიფრთხილე - უნდა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები დილიდან მარნეულის მოსახლეობას ინტენსიურად ამოწმებენ. გიორგი გახარია - 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კლინიკას დამატებით კიდევ რამდენიმე პაციენტის მიღება შეუძლია. ქვემო ქართლში რწმუნებული - ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებსაც მოსახლეობაში მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ - დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება. საველე ჰოსპიტალი მზად არის, თუ იქნება საჭიროება მოქალაქეების გადაყვანის, გადაიყვანენ, თუმცა ამ დრომდე, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს. დეკანოზი თეოდორე - გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში - მსახურებები დილით და საღამოს იქნება, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. თამარ გაბუნია - ჯერჯერობით ყველა კლასტერი კონტროლდება. პროექტი „ტელესკოლა“ ეთერში 30 მარტიდან გავა და გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როცა სწრაფი ტესტი შემოვა, მისი გაკეთება მარტივად შეგვეძლება - ამას სჭირდება ეპიდემიოლოგის დასკვნა. მარნეულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს. ვტომობილის მძღოლებს, რომლებიც ბოლნისსა და მარნეულში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ, სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ. ნათია თურნავას განცხადებით, როცა კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს დეზინფენქცია მოხდება, რომლებსაც ახლა კარანტინისთვის იყენებენ. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მათი დახმარებაა, ვინც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაოს დაკარგავს. საგანგებო ვითარების დროს, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს. ეკატერინე ტიკარაძე - შექმნილი ვითარების გამო, გეგმური ოპერაციები გადავადდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფი ტესტების გამოყენებას კომერციული მიზნით სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ნათია თურნავას ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღის ბოლომდე კიდევ 50 000-მდე პირბადე გაიგზავნება და იქ მომუშავე ადამიანებს დაურიგდება. პაატა იმნაძე - კერძო ლაბორატორიამ კორონავირუსით ინფიცირების 1 თუ 2 შემთხვევა გამოავლინა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა. პაატა იმნაძის განცხადებით, გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება. ბულგარეთსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყვეს. მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან. ზურაბ ჭიაბერაშვილი - სწრაფი ტესტები არის სასწრაფოდ დასაწყები - ეს მოგვცემს საშუალებას, ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას და ასევე, დავიცვათ ყველაზე დიდი რისკჯგუფები. გიგა ბოკერია - ახლა სჭირდება ხალხს ფული, მოსახლეობას ე.წ. საპენსიო გადასახადი უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 600 ლარამდეა. ზაალ უდუმაშვილი - როცა ათიათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ფიქრობენ პური როგორ იყიდონ, ამ ფონზე მილიონების ფლანგვა საკუთარი ახირების დაკმაყოფილებისთვის არის დანაშაული. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა პირველ რიგში მარნეულში მოხდება. სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებს და მეტროს მემანქანეებს პირბადეები დაურიგდებათ. პაატა იმნაძე - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჩემთვის სულერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში, ყველას ვსწავლობთ. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება. გიგი წერეთელი - კორონავირუსის ტესტირებაზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ჯერ განცხადებული ფართო პროცესი არ ჩანს. ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით. შექება - euractiv.com-ი საქართველოზე - ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის.
კორონას ფონდი - გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს. ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, დღეისთვის 5 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული. “თეგეტა მოტორსი” კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საქართველოს სამთავრობო ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს.
შეუჩერებელი ინფრასტრუქტურა - თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შესყიდვასა და დამონტაჟებაში 1 მილიონ 311 870 ლარს გადაიხდის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის. ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება.
საგარეო კორონა - ბრიტანეთმა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. პანამაში კორონავირუსით 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ესპანეთში, მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები აღმოაჩინეს. დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს, თვეებს ვერ დაველოდებით. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა. დონალდ ტრამპი - ვირუსის გავრცელება აზიური წარმოშობის ამერიკელების ბრალი არ არის. თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე, დაინფიცირებულთა კი - 1 529-მდე გაიზარდა. უცხოური მედია - უდიდესი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ცხოველები გამოჩდნენ. გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 4 767-ით გაიზარდა. ანგელა მერკელის პირველმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. დონალდ ტრამპი - გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება - ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს.
საზღვარგარეთულები:
მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ერთ-ერთი ეპისკოპოსის სახლში, ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Flynn CarterBra_მ.
თარიღი: მარტი 26, 2026.
საათი: 10:43am
0 კომენტარი
0 მოწონება
Box ScoreDay a person of the clinch keep track of didn 't shift carefully in accordance toward application. The Brewers couldn 't consider a lot shifting towards Zack Wheeler and the Phillies upon Tuesday night time. In the meantime, the…
გამოაქვეყნა Flynn CarterBra_მ.
თარიღი: მარტი 26, 2026.
საათი: 10:43am
0 კომენტარი
0 მოწონება
I don't forget 2001 such as it was yesterday the optimistic components of it, in any case; I include a significant blank vacation spot all through that working day that truthfully likely for the perfect. Train rops of Jupiteraccurately…
გამოაქვეყნა Flynn CarterBra_მ.
თარიღი: მარტი 26, 2026.
საათი: 10:42am
0 კომენტარი
0 მოწონება
Perfectly, Astros supporters. Below we of the period of this crafting, the Guardians contain now received by a walkoff HBP from the Texas Rangers towards clinch a playoff berth and formally knock the Astros out of Oct rivalry. It took till…
გამოაქვეყნა Flynn CarterBra_მ.
თარიღი: მარტი 26, 2026.
საათი: 10:42am
0 კომენტარი
0 მოწონება
It was even further exciting soon after a staff members led via Terry Francona above the class of virtually 8 weeks than it at any time was immediately after a staff members led through David Bell. It was even more gregarious, a lot more…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია