საარჩევნო თადარიგი, გრძელი ივნისი და სტატისტიკური ნიუსები

      უჩვეულო სიწყნარით დაიწყო ახალი კვირა, მძიმე ორშაბათი არ გამოვიდა ალბათ ან ზაფხულია და ყველამ დასასვენებელ ადგილებს მიაშრა, ერთი კია - ზღვაზე ამინდობაა - მეტიც, შტორმის გამო ცურვა აკრძალულია. საქმიან სამყაროში დარჩენილებს კი არჩევნებისთვის ფიქრი ამ დროიდანვე უწევთ, ასევე რამდენიმე რიცხვებიანი ნიუსი, ივნისის ვრცელზე-ვრცელი თვე და ანაკლიის პორტის ამერიკული მენეჯმენტი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 აგვისტო, 2019

      რიცხვებიანი ნიუსები - ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ღვინის ექსპორტი 4%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა. ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა. 7 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა. მარიამ ქვრივიშვილი - ტურისტთა რაოდენობის ზრდის ტემპის შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ ისახება მოსახლეობაზე.

      პატრიარქის ქადაგება - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? - პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა 4 აგვისტოს ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა.

      გრძელი ივნისი - ელენე ხოშტარია 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებზე - ისინი ხელისუფლების მძევლები არიან - „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები მოგონილი ჯგუფური ძალადობით გადაფაროს. ელენე ხოშტარია 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 10 ადამიანის მოსანახულებლად გლდანის ციხეში შევიდა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ შვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს. მალხაზ მაჩალიკაშვილი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ძმისშვილზე - ჰუსეინთან კომუნიკაცია შეზღუდული მაქვს, არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. გიგა მაქარაშვილი - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების მთავარი თარიღი 20 სექტემბერი იქნება - „ქუდზე კაცს დავუძახებთ“.

      მომავალი წლის არჩევნები - თადარიგი - ეკა ბესელია - 2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე პრინციპული არჩევნები, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტით, პარტიებს საკუთარი საეთერო დროის ერთმანეთისთვის გადაცემა აეკრძალებათ. თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა. „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი - პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იარსებონ. ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტზე - ჩამოყალიბდება სამართლიანი, ძალიან სწორი თამაშის წესები. "გირჩი" 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის. პარტიას არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 5000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში შეეძლება. ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები ცვლილებების მეტად დახვეწისთვის. ირაკლი კობახიძე - ბლოკი ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, აყალიბებს ძალიან მახინჯ სურათს. გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტიტუციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია ასახული, რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ეს არის ერთჯერადი. ხათუნა ლაგაზიძე - საარჩევნო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის შემოთავაზებები არის დღემდე არსებულ შემოთავაზებებზე უკეთესი.

      ხორავას სხდომები - ადვოკატი - მიხეილ კალანდიას საზოგადოებასთან დასამალი არაფერი აქვს და მისი სურვილია, სასამართლო სხდომები გაიხსნას.

      ანაკლია - „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და ბადრი ჯაფარიძე თავიანთ აქციებს „ანაკლიის კონსორციუმში“ სამართავად გადასცემენ საერთაშორისო სატრასტო ფონდს, ვიდრე არ გაქარწყლდება მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები. გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, ამერიკელების ჩართვის შემდეგ, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ანაკლიის პორტის საბოტირება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 143

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters