ფაროსანას დაბრუნება, ანტიოკუპაციური ტალღა, მოსამართლეები უალტერნატივოდ, რობაქიძის საქმე და ტრამპის ამერიკა

      უქმეებსა და ახალ კვირაშიც, დღის მთავარი თემა რა თქმა უნდა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცის თემაა. ამასვე ემატება სასამართლო ხელისუფლების უვადო მოსამართლეები, ფაროსანას მწერობა თუ არამწერობა და დღის კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი - გია მაისაშვილის გარდაცვალება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 თებერვალი, 2018 /

      ორშაბათი დავიწყოთ საკვირაო ქადაგებით - ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო.

      ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ციხეში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის საქმე - საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს. აქვე ვისაუბროთ ოკუპაციასა და მომიჯნავე თემებზე - გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით. ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც ცხინვალში მოხდა. მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე დააყენებს. ლინას ლინკევიჩუსი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს. სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და მტკივნეული შედეგი საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის. კერსტი კალიულაიდი - რუსეთი რთული მეზობელია, რომელიც იმედგაცრუებას იწვევს. ხატია დეკანოიძე - ტატუნაშვილი და სხვა ოფიცრები არიან მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების. ევროკავშირი - ტატუნაშვილის სიკვდილი და 2 მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა, მზად ვართ, სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას. მამუკა არეშიძე არჩილ ტატუნაშვილზე - მხოლოდ ჟენევის ფორმატით პრობლემები ვერ მოგვარდება, ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს. საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. გიორგი აბაშიშვილი - სუს-ი, ისევე როგორც ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურა, აქტიურად მუშაობს, რომ დროულად იქნას გადმოცემული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. მაია კოციანჩიჩი - ცხინვალში მომხდარი ფაქტი ხაზს უსვამს დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას გამჭვირვალეობისა და ნდობის უზრუნველყოფისათვის. მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ჩაინიშნა. გიორგი მარგველაშვილი - ეთნიკურ უმცირესობებს მოვუწოდებ, აქტიურად ჩაერთონ საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნაში. საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივა დააყენა. სალომე სამადაშვილი - რეზოლუციის მოთხოვნა დაგვიანებულია, "ქართულმა ოცნებამ" მრავალი წელი უმოქმედობით დაკარგა.

      სასამართლო ხელისუფლება - გაურკვევლობაში მყოფი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი - გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე - თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი. გიორგი მიქაუტაძე - შესაძლოა პრემიერს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ლია მუხაშავრია - ისეთი მოსამართლეების უვადოდ განმწესება, რომლებთანაც საზოგადოებას კითხვები აქვს, თეა წულუკიანის რეფორმების "დამსახურებაა". ნაზი ჯანეზაშვილი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე ლევან თევზაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გვარის შეცვლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს. ანა დოლიძე - სამწუხაროდ, იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილი აგრძელებს უარყოს ის მძიმე ვითარება, რა ვითარებაშიცაა მოხვედრილი სასამართლო ხელისუფლება. ნაზი ჯანეზაშვილი - არ მაქვს იმედი, რომ ჯგუფი, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ნაზი ჯანეზაშვილი - დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ სასამართლო იმართება კონკრეტული ჯგუფის მიერ და ეს უფრო საშიშ ფორმებს იღებს.

      ფაროსანას აქტუალურობა - ლევან დავითაშვილი - ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის. ისევ სოფელი და ბუნება - ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო. "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალი წელს ისეთი არ იქნება, როგორიც შარშან იყო. არჩილ თალაკვაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მოხდეს. აკაკი ბობოხიძე - აზიური ფაროსანა კალენდარს არ უყურებს, ის უყურებს ტემპერატურას, ძალიან თბილი ზამთარია და გაცილებით ადრე მოგვიწევს ამ პრობლემასთან შეტაკება. გიგი უგულავა - ფაროსანასთან ბრძოლაში მოსაშველებელია თურქეთი და აზერბაიჯანი, სალაპარაკოა რუსეთთან, რადგან ეპიცენტი სოჭიდან მოდის. დავით ჭიჭინაძე - სულ მცირე, არაკორექტულია, რომ აზიური ფაროსანა უბრალოდ მწერად მოვიხსენიოთ. ოთარ დანელია - მნიშვნელოვანია, რომ აზიური ფაროსანა არ გახდეს რაიმე საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით პოპულიზმი მოსახლეობაში უიმედობას ნერგავს. ლევან დავითაშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც ფაროსანასთან დაკავშირებულ, ისე სხვა საკითხზე. ლევან დავითაშვილი - მთავრობას აქვს აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი ფაროსანასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე. ლევან დავითაშვილი - სასოფლო-სამეურნეო მიწას პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ, უნდა არსებობდეს რეგულაციები - ტოტალურ აკრძალვაზე არასდროს გვისაუბრია.

      უარი თანამშრომლობას და სხვა მერიული ამბები - კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას და ეს ასე იქნება, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან, რა უნდათ. ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა. თბილისის მერიამ, შესაძლოა, ბანერებზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურების რეაბილიტაცია ექსპერტიზის დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ გააგრძელდება. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან ქართული ენა და „რეკლამის შესახებ კანონი”. კახა კალაძე - ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი მშენებლობები დედაქალაქში დამთავრდა. კახა კალაძე - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალური ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეისწავლის. არჩილ თალაკვაძე - წინაპრებმა ქართული დამწერლობა იმისთვის არ დაგვიტოვეს, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებში მხოლოდ უცხოური წარწერები იყოს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება

      საინფორმაციო ტალღები - საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას იწყებს. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია და არ გვაქვს უფლება ვიაზროვნოთ არასახელმწიფოებრივად.

      რობაქიძის საქმე - დღეს დაიკითხა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ამირან რობაქიძის საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს. ბუტა რობაქიძის მამა ოქრუაშვილს - სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი. ირაკლი ოქრუაშვილმა ამირან რობაქიძის საქმეზე რაიმე სახის უკანონო ბრძანების გაცემა უარყო. ირაკლი ოქრუაშვილი - როგორც ჩანს, დღეს მე ორივე მხარეს იმედები გავუცრუე, ორივე მხარე ელოდებოდა, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორის – უდანაშაულობა. ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს - შენ იცი კონკრეტული ადამიანი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს - ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი. ია მეტრეველი - ირაკლი ოქრუაშვილმა რომ განაცხადოს, დანაშაულის შესახებ იცოდა, ისიც დამნაშავე გამოვა დანაშაულის დაფარვისთვის.

      გარდაცვალება - გია მაისაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

      კარგი ამბები ტრადიციულად სპორტიდან - ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო ხელისგულზე - კოსმოსის გლობალური ათვისების პროექტის ფარგლებში BTU-ს კონცეფცია NASA-ში გაიგზავნა.

      ტრამპის ამერიკა - დონალდ ტრამპი - დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, უამრავი უთანხმოების მიუხედავად. აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 35% აფასებს. დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ გავიმარჯვე, რომ გაცილებით უკეთესი კანდიდატი ვიყავი, ვიდრე ჰილარი კლინტონი.

      კომპარტია ჩინეთში - ჩინეთის კომპარტია მოითხოვს, კონსტიტუციიდან ამოიღონ მუხლი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ვადით შეიძლება.

      აფეთქება ინგლისში - ინგლისში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოთხივე ადამიანი გარდაიცვალა.

      სასიკვდილო განაჩენი ერაყში - ერაყის სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ბრალდებულ თურქეთის 15 მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

      ღალატი უპატიებელია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ მოკავშირეებს არ ვღალატობთ და პატივცემას არ გამოვიჩენთ მათ მიმართ, ვინც გვიღალატა.

      საუბრის მნიშვნელობა - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილოეთ კორეამ რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოლაპარაკებები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 249

ტეგები: qwellynews, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters