ჯერ წინა არ ჩამცხრალა, არ გაქარწყლებულა და უკვე ახალი ტალღა წამოვიდა საპატრიარქოს ამბებიდან - ამჯერად უცხოეთში მოღვაწე მღვდლის პოსტებიგ ახდა აქტუალური. ცხადია ჭყონდიდის თემა ისევ გრძელდება. დღეს აქტუალური იყო კინოჩვენება და მისი პრობლემატიკა, მოსამართლეობა და საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში.
ამბების ახალი ტალღა საპატრიარქოში - პრეზიდენტი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე - ეს იყო დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მცდელობა, რასაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა. მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებებზე - ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს - ახლა მე რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ? მეუფე იოანე - ჭყონდიდის ეპარქიაში ახლა მიმდინარეობს გადაბარების პროცესი და ამ პროცესში გაირკვევა ყველაფერი. ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, საპატრიარქოში ზარები შევიდა, რომლის თანახმად, ადგილობრივებს მეუფე პეტრესთან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს. მეუფე იოანე ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ჩვენ ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ. მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ ბრალდებაზე - შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე, ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ. მეუფე ზოსიმე მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენებაზე - ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი, უფრო ფრთხილი მოქმედებაც შეიძლებოდა. დეკანოზი შალვა კეკელია - „ნაცმოძრაობა“ წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ - როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და მოითხოვეს - თუ მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ. სინანულიც კი დაუფლებია კალაძეს - მეუფე ზოსიმე. საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ "ფეისბუქში" 1988 წელს მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. მიტროპოლიტი იხსენებს, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მან თავიდანვე შეატყო, რომ „სხვა სულით“ გამოირჩეოდნენ.
უკვე გახმაურებული ფილმი - ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. მამა ბასილ იაშაღაშვილი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - მთავრობისადმი ჩვენი თხოვნაა, წინ აღუდგეს ამ ფილმის ჩვენებას და არ მიიღოს მონაწილეობა ცოდვის გავრცელებაში. რომან გოცირიძე - მოსამართლეს ვერ ვათქმევინეთ, რომ შიშველი ხელებით ფილმის ჩაშლა ძალადობაა - კომბალი ხომ არ უჭირავსო, დაახლოებით ასე გამოუვიდა. სერგო რატიანი - ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთონ, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება და ვერავინ გაბედოს ძალადობა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს - ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველვყოფთ. საპატრიარქო ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.
დაზარალებული თვალი - მაკო გომური - დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო - ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?
მოსამართლეთა კომიკური შერჩევა - რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს - მოსამართლეობის გამოცდილება არ გაქვთ, ხომ არ ჯობდა, უფრო დაბალი ინსტანციის მოსამართლეობიდან დაგეწყოთ? რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს- რომ არა თქვენი მუშაობა მიხეილ ჩინჩალაძესთან, მოხვდებოდით ამ 20-კაციან სიაში? ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატს - რატომ გვიჭირს სახელის დარქმევა, როდესაც ამ უბედური სისტემის ავტორებიც კი ვეღარ უარყოფენ, როგორი სასამართლო იყო. რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს - გაქვთ ბილეთი, შედიხართ დარბაზში და ვიღაცას თქვენი ადგილი აქვს დაკავებული, კომბლები სახლში აქვს დატოვებული და შლის სეანსს - როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? ეკა ბესელია ქეთევან ცინცაძეს - საჩივარი გადმოგიგზავნეთ მეთოფიშვილთან და გვრიტიშვილთან დაკავშირებით, 8 თვეა გასული, არ მითხრათ, რომ მოსამართლეების არაეთიკური ქცევა ვერ იპოვეთ.
ხელფასის მინიმუმი - პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. ბექა ნაცვლიშვილი - მინიმალური ხელფასის დადგენა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
დებატები - ზურაბ ჯაფარიძე კახა კალაძეს „შმაქსზე" და ტაქსების რეფორმაზე სასაუბროდ დებატებში იწვევს.
საფულე პროექტი - ივანე მაჭავარიანი წყალტუბოს პროექტზე - არ არის აუცილებელი, ადამიანი იყოს ეკონომისტი ან ბიზნესმენი, რომ მიხვდეს, რამდენად მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივასთან გვაქვს საქმე. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია.
საერთაშორისო კონფერენცია - ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე საევაკუაციო სიგნალის ჩართვის გამო, ღონისძიების მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ე.წ. კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას. საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა. ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე, საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა. ბათუმის და ფოთის პორტებში ნატო-ს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ამერიკელი კონგრესმენი - „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ერთიანები ვართ. არჩილ თალაკვაძე უცხოელ პარტნიორებს - მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომ საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ და ქმნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო მომავალს. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამერიკელი კონგრესმენი - გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი. არჩილ თალაკვაძე - გვწამს, ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით მიუღებელია. ელიზაბეთ რუდი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების მეტად გაძლიერებას. არჩილ თალაკვაძე - ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიო მესიჯები გააჟღერეს, თქვეს, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს. როზარია პუგლისი - საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე - ჩვენ გეხმარებით, რომ დაიცვათ თავი. როზარია პუგლისი რასმუსენის ინიციატივაზე - ეს საკითხი ნატოს დღის წესრიგში არ დგას, რადგან მე-5 მუხლი მთავარი ელემენტია და ჩვენ ვაღიარებთ მის მნიშვნელობას.
საზღვარგარეთულები:
ირანი და ბირთვული იარაღი - ირანი "ფორდოუს" ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას, მას უნდა ისრაელი გაანადგუროს.
კლიმატი - 11 000 მკვლევარი მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება კაცობრიობის „წარმოუდგენელ ტანჯვას“ გამოიწვევს.
ვიკიპედიის რუსული ალტერნატივა - ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ რუსული, უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. სერგეი ლავროვი - რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია