ძლიერი სიცივე, როგორც ძველები იტყოდნენ, ძვალსა და რბილში ატანდა, მაგრამ თოვლი მაინც არსად იყო. ხვალინდელ დღეზე კი სინოპტიკოსები გვპირდებიან უფრი ძლიერ ყინვას, ძლიერ თოვლსაც, ნისლსა და ქარბუქს. დღის სხვა ამბებში განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ბუნებრივი აირის გაიაფება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიაფება. ასევე მაჩალიკაშვილის საქმის წლისთავის აქცია და მოსამართლეობის დილემა.
პანკისის სპეცოპერაციის წლისთავი - პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქცია გაიმართა. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა. ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ პროკურატურას, პირველ რიგში მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. ოთარ კახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გამართლებულად მიიჩნევს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. მედიკო მარგოშვილი - თემირლანის ყველაფერი ვიცოდი, როგორც მეგობარი, ჩემთან გახსნილი იყო. პარლამენტთან შვილმოკლული მამების მდუმარე აქცია მიმდინარეობდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა.
ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია - სუს-ის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.
მოსამართლეების საქმე - სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს. ნინო ლომჯარია - პროცესი, როგორც შეირჩა და დასახელდა მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები, კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია. „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო. ლევან ბოძაშვილი - ეს ხალხი სახალხო პროტესტის გზით უნდა ჩამოშორდეს სისტემას და ნურავინ ჩათვლის, რომ მხოლოდ მთავრობის ან პარლამენტის გადადგომის მოთხოვნაა ლეგიტიმური და არა მოსამართლეების.
დიდთოვლობა მთებში - გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მძღოლების აქცია - სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლების აქცია მიმდინარეობდა.
საახალწლო ხარჯები და თბილისის მერია - კახა კალაძე - საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება. კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას მადლობას უხდის. ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს იმ მომღერლებისთვის, ვინც ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღო. დავით მესხიშვილი - თუ კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონისთვის ერთ კვირაში მოასწრო მომზადება, ჩნდება ეჭვი, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.
საქმე გვარით გამსახურდია - გენერალური პროკურორი ცოტნე გამსახურდიას შეხვდა. თამარ ჩუგოშვილი - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება მაქსიმალურად უნდა იყოს პროკურატურის მხრიდან გამოყენებული. ცოტნე გამსახურდია - შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, ამიტომ მე ვწყვეტ შიმშილობას.
პიროტექიკა საახალწლოდ - „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ყველა დახლთან მისვლა და თითოეული პიროტექნიკის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას, რომლიც უკვე კანონად იქცა და რომლითაც პიროქტნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე მიყიდვა იკრძალება. ეს ქმედება ჯარიმით ისჯება. ეს პრევენციაა. რეალიზატორი პასუხისმგებელია მოახდინოს პიროტექნიკის გადარჩევა. ვიცით, რომ პიროტექნიკა უცხოეთიდან შემოდის. აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს საბაჟოზე. შემოტანის დროს მოხდეს დოკუმენტაციის შემოწმება, თუ როდის დამზადდა. მასზე უნდა იყოს აღნიშნული შენახვის პირობები. ასევე, ტრანსპორტირების პირობები. დაზიანებული საქონელი კი მოვაჭრემ რეალიზაციაში არ უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჯანგებაშვილმა.
გაზის გაიაფება - სემეკ-ის წევრი - ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელი - სატარიფო მეთოდოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რა გადაწყვეტილებაც სემეკ-მა მიიღო. ირინა მილორავა - ბუნებრივი გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად სუბსიდირება ნავთობის და გაზის კორპორაციამ გააკეთა. ნათია თურნავა - სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, ამ გადაწყვეტილებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. "საქორგაზის" აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო 1-ელი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება 56.999 თეთრის ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისშიც შემცირდა. დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.
სარეკლამო კორუფცია - ვასო ურუშაძე - მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლების 20 წლით ექსკლუზიურად გაცემაში კორუფციული ნიშნები იკვეთება.
ნარკოტიკული ქართლი - შსს-მ ქვემო ქართლში ნახევარი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო.
საზღვარგარეთულები:
პოროშენკოს ფიქრები - პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ პარლამენტმა თებერვალში ევროკავშირში და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების კურსის განსაზღვრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭიროს.
სახიფათო მიგრანტობა - აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა. დონალდ ტრამპი - მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია