ნეტარია, ვინც ამაღლებულად ცხოვრობს, მაგრამ თავმდაბალიაზრები აქვს. როგორც სინათლის გარეშე ყველაფერი წყვდიადით მოცულია, ასევე კაცის სულშიც სიმდაბლის გარეშე არაფერია – მხოლოდ წყვდიადი.

      სჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.

      უმჯობესია, თავმდაბალიცოდვილი იყო, ვიდრე – აპარტავანიმართალი. ვინც მეტად შეიცნობსუფალს, მით უფრო მდაბალი ხდება.თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას – მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი სხეულით, იგი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება; მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს. თუკი მხოლოდ ამპარტავნების გამო ჩამოვარდა ეშმაკი ზეციდან ძირს, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?! ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს; ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე; რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი; და როცა ამჟამინდელი სანთელი ჩაგიქრება, სხვა გექნება უკვე ანთებული...შენი საქმების წყალობით და წყვდიადი ვერფერს გავნებს...

      სიმდაბლის ნიშანი – ურიცხვი ცრემლია, მისგან წარმოიქმნება შინაგანი ლოცვა, საკმარისია თქვა “იესო, ჩემო უფალო“ და უკვე ცრემლები მოგდის.. მაშინ იშვება სიწყნარე მთელს სხეულში და სრული მშვიდობა.

      შევიყვაროთ სიმდაბლე და ვიხილავთ ღმერთის დიდებას: რადგან, სადაც სიმდაბლეა, იქვეა ღმერთის დიდებაც. ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.

      გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.

      თუ არ დაეცი, მაშ, როგორ ადგები; თუ არ დამდაბლდი, როგორ ამაღლდები. რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევ უნდა მოიქცე შენც.. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისგან. როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცე შენც, თუ სულიერი სახლის შენება სურს და სიმდაბლის საძირკველზე უნდა ააშენო იგი. თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი. მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. ღმერთი არის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება. თავმდაბლობა სიმაღლეა.. ვინც მეტად იმდაბლებს თავს, ის მეტად ამაღლდება. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ნახვა: 1787

ტეგები: Qwellyland, სიმდაბლე, სინათლე, ცა, ცრემლი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters