"უნაყოფო ლეღვის ხის" იგავს როგორც მრავალ სხვა იგავს, წმინდა სახარებაში აქვს წინამავალი ნაწილი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია, ამ იგავში უფალი იესო ორ მნიშვნელოვან თემას ავითარებს: სინანულს, ღვთის მოთმინებისა და სულგრძელობის თემებს. ბოლოს სულგრძელობის თემას მიერთვის უფლისმიერი გაფრთხილება სამართლიანი სამსჯავროს გამო - ეს გაფრთხილება მიემართება მათ, ვინც ბოროტდ გამოსცდის ღვთის მოთმინებას, ღვთის სამსჯავროს დაყოვნებით დაიმედებული, სახვალიოდ გადადებს სინანულის კეთილი ნაყოფის გამოღებას.

       უფალი ყველას განკითხვის ცოდვაზე დააფიქრებს, როგორი მონდომებით მივმართავთ ხოლმე სხვათა განკითხვას, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ვინმეს დასჯის დაღუპვის ან შეცოდების ამბავს შევიტყობთ, სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ საკუთარი ცოდვები გაიხსენეო, გვაფრთხილებს უფალი: "თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათ მსგავსად დაიღუპებით" (ლუკ. 13;3)

       უფალი სულის ცხონების საშურ საქმეზეც დაგვაფიქრებს. ამ საქმის აღმსრულებელი ვიწრო გზებით მიიწევს სასუფევლის ბჭისკენ. ხშირად უნდა ვიკითხოთ:უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან?_ხშირად უნდა გავიხსენოთ, რომ მცირედ არიან რჩეულნი.

       "უნაყოფო ლეღვის ხის" იგავი რამდენიმე სახარებისეულ ალეგორიას შეიცავს, ესენია:თავად ლეღვის ხე, ვენახი, ვენახის პატრონი, ნაყოფი რომელიც ვერ იპოვა ვენახის პატრონმა, მევენახე (ვენახის მოქმედი). ასევე სამი წელი. ანუ ვადა რომელიც მევენახემ გამოითხოვა ვენახის პატრონისგან.

       კომენტატორთა უმეტესი ნაწილის თქმით ვენახი წუთისოფელია, კაცობრიობა.

       მევენახე - მამაღმერთია, სამყაროს შემოქმედი, ხოლო ლეღვის ხე იუდეველი ერი. ბულგარელი უფრო კონკრეტულ მნიშვნელობას უძებნის ვენახს და ამბობს რომ იგი იუდეველთა ტაძარია, ლეღვის ხე კი არსებითად გამოხატავს ამ ტაძარში მყოფ იუდეველებს, რომელთაც მხოლოდ მწარე ფოთლებიღა შერჩენიათ და ნაყოფის გამოღება უკვე აღარ ძალუძთ.

       ასევე იძლევა მეორე განმარტებასაც სადაც ლეღვის ხე არის კაცობრიობა, რომელიც მამა ღმერთმა (ვენახის პატრონმა) შესაქმისეულ სამყაროში ჩანერგა.

       თვითონ ვენახის ალეგორია როგორც ჩანს სათნოა უფლისთვის რადგან მას ხშირად მიმართავს თავისი სათქმელის იგავურად გამოხატვისას. უფლის იგავებში ვენახი ხან ცათა სასუფევლის მნიშვნელობით წარმოდგება (ბოროტი მევენახეები), ხან საღმრთო მუშაკობის ალაგს გამოხატავს (ორი ძის იგავი), ხან ღვთისგან ქმნილი ჩვენი სამყაროა, ხან კიდევ ეკლესიაა და ა. შ.

       თავად უფალი ბრძანებს: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამი ჩემი მოქმედი არს". ყოველი უფლისმიერი განაცხადი უდიდეს ნუგეშს გვრის მართლმორწმუნე ქრისტიანს, რადგან ცხონებისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე ქრისტე ჰყავს შემწედ. იგი გვაწვდის სულიერ საზრდოს, იგი გვფენს ზეციურ ნათელსა და მადლს, იგი გვიმსუბუქებს მძიმე ტვირთს ცხონებისათვის, იგი განგვიღებს კარს სასუფევლისა, იგი გვიცავს და გვიხსნის მგლად მოვარდნილი ბოროტისაგან- მხოლოდ ქრისტეს წყალობით გვეძლევა ცხონება!

       მაშასადამე, მხოლოდ ქრისტეში ყოფნა, მისი მცნების რწმენითა და სიყვარულით აღსრულება გვაცხოვნებს და განგვამართლებს. უფლისათვის სათნოა ჩვენგან კეთლი ნაყოფის გამოღება. ამავე ნაყოფის გამოღების მოლოდინშია „უნაყოფო ლეღის ხის“ იგავში ვენახის პატრონი, ანუ მამაღმერთი.

       ამ იგავის სათქმელი შემდეგია რომ ებრაელმა ერმა თავად უნდა გამოიღოს ეს ნაყოფი ანუ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და საკუთარი ნება გამოხატოს ამ ნაყოფის გამოსაღებად- ღვთის სადიდებლად!მაგრამ რა ნაყოფია ეს გამოსაღები, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ეძებს და ელის ვენახის პატრონი?

       - მევენახე აქ თავად უფალი იესო ქრისტეა, რომელიც უვლის და პატრონობს ამ ლეღვის ხეს - ებრაელ ერს. ზრუნავს მის გადასარჩენად და ყველანაირ კეთილ პირობას უქმნის, რათა იხაროს, ინაყოფიეროს და გადარჩეს, ამგვარად უფალი ებრაელი ერისგან ითხოვდა ჭეშმარიტ რწმენას, ქრისტესმიერ გამართლებას, მისი მცნებების აღსრულებას, ქრისტეთი შემოსვას. ამ მიზნით ეძებდა სამი წლის განმავლობაში ღმერთი ნაყოფს. ასევე შენიშნავენ რომ სამი წელი საკმარისია საამისოდ რათა დარწმუნდე, ნაყოფის მომტანია ხეხილი თუ არა, ამიტომ სამი წელი იგავში გამოხატავს ვადას რომელიც ებრაელ ერს მიეცა, სათანადო ნაყოფი რომ გამოეღოთ ღვთივსათნო.

       ვენახის პატრონი რწმუნდება რომ ხე უნაყოფოა, უფუნქციოა და ადგილს ტყუილა იკავებს მიწაზე, ვენახის პატრონისათვის უნაყოფობა მიუღებელია და გადაწყვეტს უნაყოფობა მოკვეთოს. "ესე რა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძებ ნაყოფსა, ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ, მოჰკუეთე ეგე, რაისათვის ქუეყანაიცა დაუპყრიეს უქმად". საღვთისმეტყველო შინაარსით იგავის ეს მონაკვეთი ამოწმებს ებრაელი ერის უღირსებას ღვთის წინაშე, ღვთისგან რჩეულმა ერმა არ (ვერ) გამოიჩინა მზადყოფნა ჭეშმარიტი საღმრთო მუშაკობისათვის. ამაზე მეტყველებს ლეღვის ხის უნაყოფობა ვინაიდან საღმრთო მუშაკობის საზომია ნაყოფიერება, ანუ ღთისგან ბოძებულის გამრავლება. ნაყოფია მცნებათა დაცვა, რჯულის სიყვარულით დაცვა, სათნოებანი ღვთის სადიდებლად და ა. შ.

       ძვ. აღთქმის წინასწარმეტყველებიც ხშირად საყვედურობდნენ ისრაელიანებს უნაყოფობის გამო, მაგრამ ამ იგავში თავად მამაღმერთი საყვედურობს, რომელსაც შუამდგომლობას იესო ქრისტე უწევს და ევედრება: უფალო, უტევე ეგე ამასაცა წელს, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა; ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა. მერმე მოჰკუეთე იგი". ქრისტეს შუამდგომლობის მიზანია ამ უნაყოფოთა ხსნა და გადარჩენა იგი სამართლიანია და გამოტანილი განაჩენის აღსრულების ვადის გადაწევას იმისთვის კი არ გამოითხოვს ზეციერი მამისაგან რომ კვლავაც ვცოდოთ, არამედ თავისი სულგრძელობით კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას მივეცეთ სინანულს. საკუთარ ცოდვები განვიცადოთ.

       ერთი წელი არის ღვთის წყალობით ბოძებული ჟამი სინანულისათის და არა მიტევებისათის. ჩვენ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი სინანულისა.

       ასევე მნიშვნელოვანია მევენახის ბოლოთქმა: „ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი- ანუ იმედოვნებს რომ ნაყოფს გამოიღებს თუ არა და თანახმაა მოიჭრას ხე. უფალი იესო ქრისტე გამაოგნებელი სულგრძელობითა და მოთმინებით ეკიდება ყოველ ცოდვილს. არ ჩქარობს დასჯას, პირიქით შუამდგომლობს- მოვთოხნი, სასუქს დავუყრი და იქნებ, გამოიღოს ნაყოფიო ვედრებს უფალს.

       უფალი იგავურად გვანუგეშებს, რომ განაჩენს- მოჰკუეთე ეგე- არასოდეს გაიგონებს ის, ვინც გამოიყენებს ამ ღვთაებრივ შესაძლებლობას:შეინანებს, ცოცხალი რწმენით შეიმოსება, თავდამბლობით მორჩილებით აღივსება და ა. შ.

       ასევე იგავში მნიშვნელოვნად განმარტავს სამ წელს ეპისკოპოსი მიხეილი რომლის თქმითაც ეს იგავი ეხება ქრისტეს მსახურებას მისი ნათლისღებიდან სამ წელს ქადაგებდა, მეოთხე წელს კი ჯვარს აცვეს, რითაც აღსრულდა კიდეც ღვთის მიერ უარყოფა რჩეული ერისა, და წარმართთა დამკვიდრება ქრისტეს სასუფეველში, ანუ ქრისტეს ეკლესიაში.

       მრავალი წმინდა მამა მევენახეში ჭვრეტს ეკლესიას. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: მევენახე რომელიც თავდებად უდგება ლეღვის ხეს, არი სახე ყოველი წმინდანისა, რომელიც ეკლესიის წიაღშია და იმათთვის ლოცულობს, რომელნიც ეკლესიის გარეთ არიან.

       მასაშადამე, "უნაყოფო ლეღვის ხის" იგავით უფალი მოყვასისადმი სასმსახურსა და სიყვარულსაც შეგვაგონებს. მევენახის შუამდგომლობის მაგალითით იგი სულგრძელობას, მოთმინებასაც გვასწავლის.

       წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვაფრთხილებს, რომ მევენახე ამ იგავში უპირველესად უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. მევენახის ალეგორიით უფალი იმასაც მიგვვანიშნებს, რომ თავის ერთგულ მიმდევრებს იგი უსანატრელესი ნუგეშინისმცემლის სულიწმინდის მადლის მოვლინებისთვის უშუამდგომლებს მამა ღმერთის წინაშე. ხოლო "ყოს ხოლო თუ ნაყოფი" ეს არის დიდებული იგავური გაცხადება უფლისმიერი ნდობისა, რომელსაც ჩვენი მაცხოვარი ამჟღავნებს ყოველი ქრისტიანისადმი!

ნახვა: 2723

ტეგები: Qwelly, იგავი, ლეღვი, ნაყოფი, უნაყოფობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters