ისევ წვიმა, ისევ თქეში - ლექსის ან რომანტიკული სიმღერის ტექსტის დასაწყისს ჰგავს, მაგრამ რას ვიზამთ, დღის საამინდო ნიუსი სწორედ წვიმიან დასასრულს და წვიმით დაწყებული ივლისზე მოგვითხრობს. გაცილებით ვრცელი და საინტერესო გამოდგა ზელენსკის მიერ ელჩის „დაბარება“ სააკაშვილის პატიმრობის გამო და მთავარი მეოცნების ბრიფინგი 12 პუნქტზე და სხვა რამეებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარია.
მეოცნებეების მთავრის, კობახიძის ბრიფინგი - ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. ირაკლი კობახიძე - მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია. გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ კი გაიზარდა სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე - შესაბამისად, აჭარის ინტერესები იქნება სათანადოდ დაცული.
12 პუნქტის ქვეყანა - ლევან ბეჟაშვილი - თუ საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური შურისძიების მოტივები და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში ოპოზიციის ჩართულობა. ლევან ხაბეიშვილი - რუსული პარტიის და „კაგებეშნიკი“ კობახიძის ამოცანაა, კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ - ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შესრულდა. ბექა ლილუაშვილი - ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ ამ დავალებაში მიიღო სამიანი, ისიც მინუსით. კახა კალაძე - თუ რაიმე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
თავდაცვის კანონი - რიგგარეშე სხდომა პარლამენტში. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - პრობლემაა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც თავდაცვას სჭირდება, ეწინააღმდეგებით. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი. მიხეილ სარჯველაძე იაგო ხვიჩიას - გინდათ, რომ აურზაური მოაწყოთ - გაგცემთ პასუხს „ძველბიჭობასთან“ დაკავშირებით. სანდრო რაქვიაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის დერეფანში ხელით შეეხო და პერანგზე ღილები მოაწყვიტა. იაგო ხვიჩია - სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, შემოახია „საროჩკა“ - თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ! მიხეილ სარჯველაძე - ფიზიკურად არავისზე მიძალადია, პატარა ჩოჩქოლი იყო და ამას მოჰყვა ღილის შემოწყვეტა, არავის აქვს მიზეზი სხვა რამ ამტკიცოს. თეონა აქუბარდია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - თუკი „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ მიუღებელია, რატომ არის მისაღები თქვენი „ბიბლიური თავისუფლება“? გრიგოლ გიორგაძე - ბოლო წლებში უფრო მეტი საერთაშორისო სწავლება ჩატარდა, არც ერთ სწავლებაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე - პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა, მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - აქტიურად მიმდინარეობს საბჭოური იარაღის ჩანაცვლება.
ზელენსკის მიშას დასაცავად - ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს. დმიტრო კულება - სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა მთავრობასთან კონსულტაციებისთვის, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს. საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა - ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს დღეს საქართველოს ელჩმა გადასცა. რატი ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე - ჩემთვის სრულიად მიუღებელია - სააკაშვილი არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ, მიიღოს ექიმებისგან მკურნალობა, ეს არის წამება? ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ რაც ვნახე, ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა - ევროკომისიიდან ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღება არ მივაქციოთ. გიორგი კახიანი - გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინა უნდა დატოვოს, უსამართლობის განცდას იწვევს - ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ აწამებს და არავინ კლავს. ირაკლი ზარქუა - დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები - ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“. პეტრე ცისკარიშვილი - მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის - ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის. თინა ბოკუჩავა - ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს - იმედია, ხელისუფლება გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ზელენსკის მოთხოვნის უგულებელყოფას. დიმიტრი ხუნდაძე - ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ - რა ჰქვია ამას?! ნიკოლოზ ვაშაკიძე - მსოფლიოს თვალწინ უკრაინასთან ურთიერთობების რადიკალური გაუარესება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ შევიდა. ანდრიუს კუბილიუსი - ადამიანის ციხეში ყოფნა, მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი ცუდია, წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის. რატი ბრეგაძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შესულა. რომან გოცირიძე - ფაქტობრივად საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე ვართ. მოლდოვის პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენებამ ღრმად აღმაშფოთა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უზრუნველყოს საზღვარგარეთ მისი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა - უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე - მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა. რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა - სრულიად უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. კელი დეგნანი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ - იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით მოახერხებენ, განსხვავებულობის დაძლევას. გიორგი ბადრიძე - ზელენსკის გადაწყვეტილება არის რეაქცია კონკრეტულ ვითარებაზე და არა ჰაერიდან მოსული ნაბიჯი. ალეკო ელისაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, სიღრმეში არ ჩავიდა, როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოზე - მძიმე მოსასმენი იყო, როცა ელჩს კისერში ხელს მოკიდებენ და გამოაგდებენ.
კალა-თბილისი - ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება. კახა კალაძე - საცხოვრებელი ფართებით უსახლკაროთა უზრუნველყოფის პროექტი მანამდე გაგრძელდება, სანამ თითოეული ადამიანი ფართით არ დაკმაყოფილდება. კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, ექსპლუატაციის სტატუსი, 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ 400-მდე შენობას მიენიჭა, 700-მდე ობიექტის საქმე კი განხილვაშია. კალოუბნის N18-ში არსებული ავარიული შენობა 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება.
საზღვაო სეზონი - გარემოს ეროვნული სააგენტო - შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა. ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი ღონისძიებებით გაიხსნა.
საზღვარგარეთულები:
მარია ზახაროვა - კიევის რეჟიმის მცდელობა, იერიში მიიტანოს რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტია განლაგებული, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია. ოლექსი დანილოვი - ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ. ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაზე უფრო თამამი რეაგირება უნდა მოახდინონ. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს, გილოცავ 4 ივლისს, ამერიკა - უკრაინის იმედი გქონდეთ. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი - ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანება არა ნაკლებ 1036 არასრულწლოვანს აქვს მიღებული. უკრაინის რადას დეპუტატი - უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან დიპლომატიაში კიდევ ერთი ახალი შეუსაბამო სიტყვაა - ნამდვილი მტერი სახელმწიფო ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ? იენს სტოლტენბერგი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსებმა შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ.
განვითარება რუსულად - ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ღირსეულად ეწინააღმდეგება გარე ზეგავლენას, სანქციებს და პროვოკაციებს - ქვეყანა მდგრად განვითარებას განაგრძობს.
არეული საფრანგეთი - საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის დასრულების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია