ბოლო დროს ცუდ ამბებს კიდევ უფრო ცუდი ამბები მოჰყვება ხოლმე. აფეთქებას 4 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, დღეს ასევე 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო საშუალება დალიაო, ამბობდნენ. სხვა ამბები, დღევანდელ დღეს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას უკავშირდებოდა, ასევე ჭიდაობის ამბებს, პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრებს და სხვა.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა. სერგი კაპანაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა. თამარ ჩუგოშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით სერგი კაპანაძის განცხადებაზე - უხერხულია მეგობრებო!
ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტი და მისი მხარდაჭერა - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილი აქციას მართავს. გენო პეტრიაშვილი - ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა. ვაკის ფალავანთა კლუბთან დაკავებული გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაიჭრას კონფლიქტი. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს.
პრემიერის შეხვედრები - მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა. მამუკა ბახტაძე - ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ტურიზმისა და განათლების სფეროში. ირაკლი ჩიქოვანი - სპეკულაცია იმაზე, თითქოს პრემიერისგან გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, უსაფუძვლო მცდელობაა, დისკრედიტებულ იქნას საქართველო-ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე. მამუკა ბახტაძე - ნატო ჩვენი მთავარი მისწრაფებაა და ამ მისწრაფების ერთგული ვრჩებით. მამუკა ბახტაძე - ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. მამუკა ბახტაძე - აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. მამუკა ბახტაძე - ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია.
პრეზიდენტი ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას. სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა. ჟან-კლოდ იუნკერი - საჭირო იქნება, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას. სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან. სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და მას არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს.
საუკეთესო თიბისი - Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად აღიარა.
მოსამართლის შერჩევა - ეკა გიგაური - საჭიროა სისტემის ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისგან გაწმენდა - მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებს უახლოეს დღეებში წარვადგენთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ღიად დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გამართეს. ჟორჟოლიანის სამუშაო ოთახში იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, მირიამ წიკლაური, ბექა ნაცვლიშვილი, რუსლან პოღოსიანი, გედევან ფოფხაძე. გედევან ფოფხაძე - არასდროს დამიმალავს საკუთარი პოზიცია, რომ უვადოდ დასაჭერი მოსამართლეები უვადოდ ინიშნებოდნენ.
ქართველის მკვლელობა - იტალიაში საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ, ისევ საქართველოს მოქალაქემ მოკლა.
ფეხით მოსიარულე მოსწავლეები - გიგი უგულავა - საქართველოს 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და სკოლამდე კილომეტრების გავლა ფეხით უწევს. შესყიდვების სააგენტო - „ევროპული საქართველოს“ გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვებაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება.
კალაძე და მერია ანუ თბილისური ამბები - კახა კალაძე - პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა. თბილისში არსებული გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. მერია დამატებით შეარჩევს ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. კახა კალაძის განცხადებით, კვლევით გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან. თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა. საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს სპეციალური კომისია სწავლობს. გიგი უგულავა - კახა კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეტოლება.
საპატრიარქოს დაპირება - მოვაჭრეების განცხადებით, საპატრიარქოში პირობა მისცეს, რომ მათთვის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა.
ჩაბარებული დამნაშავე - ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად და რომელიც საქართველოში იმალებოდა, პოლიციას ჩაბარდა. შსს - გაერთიანებული სამეფოს ძებნილი ჯეკ შეფერდის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საზღვარგარეთულები:
აკრძალვა პრეზიდენტს - აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ნატო-დან გამოსვლას უკრძალავს.
უჯარო ტრანსგენდერები - აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მსახურობას ზღუდავს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია