ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს. კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 - თბილისში, 487 - აჭარაში, 356 - იმერეთში დაფიქსირდა. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება. აჭარაში კოვიდ კლინიკებში 641 პაციენტი მკურნალობს, მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის დამდგენი 700 ათასამდე ტესტია. კონკრეტულ რეგიონებში იკვეთება ინფიცირებულების რაოდენობა, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, დღეს ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან. ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები. დღეს ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3,7 მილიონი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე. ამირან გამყრელიძე - ჩვენი მიზანია, სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, დანარჩენები კი იმართოს ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში. პაატა იმნაძე - დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პოლიცია კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს აგრძელებს. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა - არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აკაკი ზოიძე - ჩემი აზრით, შევძლებთ, ინფიცირებულთა რიცხვი არ ავიდეს იქამდე, რომელსაც, რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს ჯანდაცვის სისტემა, ფიზიკურად ვერ გაუძლებს.

      #არჩევნები2020 - კახა კუჭავა FOX-თან ინტერვიუში - ჩვენ გავზარდეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტები, დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნებიც იქნება განსაკუთრებული და საამაყოც. კახა კალაძე - მესმის, რომ რაც არჩევნების დღე ახლოვდება, დუღილის ტემპერატურა მატულობს, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ. ანა დოლიძე - ხელისუფლება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება. მაია ცქიტიშვილი - წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში პოლარიზაციის მომატების უფრო მეტი რისკია. კახა კუკავა - ქართული პროდუქციის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, „თავისუფალი საქართველო“კამპანიას „შეიძინე ქართული“ განაგრძობს. გიგი უგულავა - მთავრობა, რომელმაც სამუშაო ადგილების შექმნა ჩააფლავა, ჩააფლავა ეკონომიკა, ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, კრიმინალთან ბრძოლა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა დარჩეს. „ლელომ” ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა. დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით!. გიორგი ლომია - ოცნება და ნაცმოძრაობა იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან". დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს! დავით ბაქრაძე - 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა გვყავს, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე კორონავირუსის პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლაა შემოტევა. მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება.

      საარჩევნო ფულები - 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ 10 139 707 ლარი შესწირეს. იმავე პერიოდში, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელომ“ მიიღო 2 599 290 ლარის ოდენობით. პარტიას აღნიშნულ პერიოდში საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია და აღნიშნული თანხა მთლიანად შემოწირულობებზე მოდის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიამ დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი მიიღო. აქედან 10 ათას 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით. სტრატეგია აღმაშენებელი - ამავე პერიოდში, 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26 ათას 813 ლარი საბიუჯეტო შემოსავლებზე, ხოლო 2 მლნ 15 ათას 505 ლარი შემოწირულობებზე მოდის. „პატრიოტთა ალიანსმა“ აღნიშნულ პერიოდში სულ 2 მლნ 34 ათას 847 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 148 ათას ერთი ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 მლნ 886 ათას 805 ლარი შემოწირულობა. „ევროპულმა საქართველომ“ კი 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 1 მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 107 ათას 387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 1 მლნ 646 ათას 295 ლარი კი შემოწირულობა.

      ზუგდიდის გამოხმაურებები - გიგი უგულავა - კრიმინალთან ბრძოლაში „ოცნების“ მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი ამის სამწუხარო გამოვლინება იყო. კახა კახიშვილი - ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების უსაფრთხოებაა. კახა კალაძე ზუგდიდის შემთხვევაზე - ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა, დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა. გიორგი ვაშაძე - თუ დამნაშავის დაკავება არ მოხდა, ეს იქნება კატასტროფა საქართველოს კრიმინოგენური ვითარებისთვის. ირმა ნადირაშვილი - ადამიანებისთვის მშვიდი გარემო არ არის შექმნილი, ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი. გია ვოლსკი - ცალკეული მძიმე შემთხვევები დანაშაულის სტატისტიკას ვერ შეცვლის. გია ვოლსკი - იმის მტკიცება, რომ სჯობდა ყაჩაღი განადგურებულიყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, ის ხელწერაა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ. ოთარ კახიძე - დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა. ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალების“ შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის უვნებლად გამოსაყვანად - თავდამსხმელს დავაკავებთ და მერე ჩვენმა ოპონენტებმა ჩახედონ გომელაურს თვალებში! გიორგი ვაშაძე - შევარცხვინე ის მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა - მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა.

      კრიმინალი - ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი - ეჭვი მეპარება შურისძიებაზე - არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას. თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლე. შსს კომენტარს არ აკეთებს, არის თუ არა ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი - გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა - აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან. ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გატეხეს. ირაკლი სესიაშვილი - ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა, დღეში 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა.

      ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა.

      ჰესები - წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა. ნათია თურნავა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ნათია თურნავა - ნამახვანიჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი.

      ავტობუსები - თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება. კახა კალაძე - 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი შევიძინეთ, გარდა ამისა, 200 მიკროავტობუსი ჩამოსულია და 100 უნდა დაემატოს. ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება კი ფიქსირებული იქნება.

      ბენ ჰოჯესი - საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 11 242 შემთხვევა დადასტურდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 2 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 17 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 283 პაციენტი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა. პოლონეთში კორონავირუსის 13 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ირანში კორონავირუსის 6 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 335 ადამიანი გარდაიცვალა.

      სი ძინპინი - ჩინეთს ომის არ ეშინია, ფეხებს ვერანაირი გამოწვევა და სირთულე ვერ აგვიკანკალებს.

      არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს. მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმია - აზერბაიჯან-თურქეთის აგრესიას კიდევ 27 სამხედრო ემსხვერპლა. დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღზე - ძალიან კარგი პროგრესია მიღწეული.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 84

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters