მთელი დღის მთავარი ამბავი განათლების მომავალი იყო და გამოცდების მოხსნის განხილვა. ამავე მიზნით იყო პარლამენტში დაბარებული განათლების მინისტრი. სხვა ამბებში ისევ ისმოდა გუნდის გუნდურობის შესახებ, ასევე ფარული ჩანაწერებისა და სხვა წვრილ-მსხვილი და მასშტაბური ნიუსები.
საშიში პოლონეთი - პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dorzeczy წერს. „ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“, - წერს გამოცემა.
საქართველო ამერიკის გუნდში - დავით ზალკალიანი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია.
ფლუკოლდის საფრთხე - ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა - ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს "ფლუკოლდი" მიჰყიდა, თაღლითობა დანაშაულია და მისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ბავშვს ღუპავენ.
განათლების რეფორმა და მინისტრი პარლამენტში - სერგი კაპანაძე - ნაუცბათევად დაანონსებული განათლების რეფორმა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ. მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სისტემურ რეფორმას ვგეგმავთ, ჩვენი ხედვა არის სისტემის ერთიანი რეფორმა. განათლების მინისტრი - სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება. საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მიხეილ ბატიაშვილი - სკოლის ახალი მოდელი გულისხმობს სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას. წელს მანდატური დამატებით 260 სკოლაში შევა. ირმა ინაშვილი განათლების მინისტრს - საატესტატო გამოცდების გაუქმებით როგორ აუმჯობესებთ განათლების სისტემას? ირაკლი აბესაძე მიხეილ ბატიაშვილს - თქვენ ცდილობთ საზოგადოებას რეფორმად წარუდგინოთ აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებთ. სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს - რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც გამოცდების და უნარების გაუქმებასთან დაკავშირებით იღებდით გადაწყვეტილებას. გიორგი გაბაშვილი ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებაზე - უნარების გამოცდას არ აქვს არაფერი საერთო შემდგომში სწავლის უნართანო - ეს ტყუილია. აქვს. პირდაპირი კორელაციაა. თუ რეპეტიტორების საკითხი გვაწუხებს, მე-12 კლასში შემოვიღოთ ტესტის ფორმის გაცნობითი კურსი. ნუკრი ქანთარია - მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი. ელენე ხოშტარია განათლების მინისტრს - რადიკალური გადაწყვეტილებები, რომლებიც უცებ „დაგვეცა“ თავს, რა კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან? კობა კობალაძე - ახალი სასკოლო საგნის „თავდაცვის და უსაფრთხოების“ შემოღება იგეგმება, რომელიც პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას ისახავს მიზნად. მიხეილ ბატიაშვილი - რეპეტიტორებს არ ვებრძვით. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ სკოლებს, რომ დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია, რასაც ცოდნის გადაცემა ჰქვია. უფასო მომზადების პროგრამები უნდა გავაძლიეროთ. განათლების მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მობილობის უფლებას ვერ აძლევენ, რადგან ამას კანონი კრძალავს. მიხეილ ბატიაშვილი - გარემოს დაცვის საკითხებზე განთლების პროგრამა მომზადებულია, რომლის პირველ ეტაპზე შეტანა ბაღებში დაიწყება. მანდატურის სამსახური კვლავ რჩება გამოწვევად, თუმცა ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დიღომში წლის ბოლომდე აშენდება სკოლა, სადაც მხოლოდ უფროსკლასელები ისწავლიან. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შემაშფოთებელია. თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება, აღმოფხვრის შემთხვევაში, განაცხადი თავიდან შემოიტანოს, რაც არასწორია. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ მომავალ წელს გვქონდეს უმაღლესი განათლების ახალი მოდელი. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე - რა პასუხისმგებლობაც ავიღე, იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ ბოლომდე. მიხეილ ბატიაშვილი - საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა იმ პროცესზე, რომელიც სტრუქტურაში მიმდინარეობს, მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი. მიხეილ ბატიაშვილი - დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი. ირმა ნადირაშვილი მიხეილ ბატიაშვილს - პირადად თქვენ მოგწონთ თუ არა, რომ გეგა გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, ისევ ინარჩუნებს თანამდებობას? გიგა ბოკერია განათლების მინისტრს - სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, მათ გარეშე რომ ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას. სტუდენტს ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან - ტექნიკურზე, ტექნიკურიდან კი ჰუმანიტარულ მიმართულებაზე გადასვლა შესაძლოა, აეკრძალოს. სალომე სამადაშვილი - საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები. მიხეილ ბატიაშვილი - 50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს. მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. რეგიონსა და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, რადგან ისინი ვერ ემზადებიან. რომან გოცირიძე - განათლების წინა მინისტრმა მოსახლეობას თავი ვაშლების ჭამით დაამახსოვრა, მოქმედი მინისტრი კი საიქიოდან გზავნილებს ღებულობს და მასწავლებლებს ატერორებს. ოთარ კახიძე მიხეილ ბატიაშვილს - ჩვენ ვისმენთ ტყუილების კასკადს და განა რად გიღირთ ეს თანამდებობა?!
სპორტში დაგმობილი დაპირისპირება - მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ დათუნაშვილზე - ყველამ დაგმო დაპირისპირების ფაქტი და გეგა გეგეშიძეც ნანობს ამას. გეგა გეგეშიძე - ვნანობ ჩემს საქციელს - უნდა მოვრჩეთ კინკლაობას.
ფარული ჩანაწერების პრიორიტეტი - შს მინისტრის მოადგილე - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებაში პრიორიტეტს პირველწყაროზე გასვლა წარმოადგენს. ნათია მეზვრიშვილი - გამოძიება მიმდინარეობს როგორც ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლების, ასევე შემნახველების და ამტვირთავების გამოსავლენად. შს სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში დახმარებას პარტნიორებს სთხოვს. სააპელაციო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად სცნო.
კაბელების საქმე - ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას ირაკლი კობახიძის გამოკითხვას სთხოვს. სამუშია სთხოვს გენერალურ პროკურატურას, პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვას კითხვები, თუ საიდან, ვინ მისცა მას ე.წ. კაბელების საქმის მასალები გასაცნობად.
გუნდის ამბები - ეკა ბესელია გუნდის დატოვებაზე - დრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ, მშვიდ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას. გედევან ფოფხაძე - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე. გედევან ფოფხაძე - განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. თამარ ჩუგოშვილი - ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით დადგეს - წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება.
ზიარების გადაწყვეტილება - მიხეილ რამიშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების და ოჯახის მოთხოვნაა, მსჯავრდებულის ზიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღოს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე იაკობი გულწრფელი არ არის.
ჰესების პრობლემა - მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
საპენსიო რეფორმა - ბექა ნაცვლიშვილი - თუ ჩემი კოლეგების მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა საპენსიო რეფორმის იმ ვარიანტს, რომელიც ფრაქციაში მოვამზადეთ, უმრავლესობას დავტოვებ.
მსახიობის გარდაცვალება - პატრიარქი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს. კახა კალაძემ გურანდა გაბუნიაზე - დავკარგეთ კარგი ადამიანი და უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში.
მერიის თბილისი - „მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება. კახა კალაძის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში ორი ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა გაუქმდა.
მაჩალიკაშვილის საქმის კომისია - სერგი კაპანაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
დროებითი იზოლატორი - გიორგი გახარია - წელს ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ თბილისს ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი ექნება.
საზღვარგარეთულები:
უარი ამერიკას ანუ ვენესუელას დამოუკიდებლობა - ვენესუელაში აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დიმიტრი პესკოვი - კრემლი ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან შესაძლო გამოყვანის კუთხით არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს.
ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლება - დონალდ ტრამპი - მომავალ კვირას „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრული გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განვაცხადებთ.
კონკურენტი გიგანტები - იენს სტოლტენბერგი - ევროკავშირმა ნატო-ს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია